ილიას ანდერძი
მე, ილია თადეოზის ძე ჭავჭავაძე, საღის გონების და მტკიცე მეხსიერებისა, ვინიცობაა მოვკვდე, ვაცხადებ ჩემს სურვილსა და ნებას: რაც კი მეკუთვნის, მოძრავი და უძრავი ქონება, ჩემი სიკვდილის შემდეგ მიანდერძებია სასრგებლოდ ჩემის მეუღლე ოლღა თადეოზის ასული ჭავჭავაძისათვის ვიდრე იგი ცოცხალია იმ პირობით, რომ კნეინას სიკვდილის შემდეგ კეთილშეძენილი ქონება, უძრავი და მოძრავი, გახდეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საკუთრება.
ილია ჭავჭავაძე