იაკობ გოგებაშვილის შეხედულება სწავლა-განათლების და ქართული ენის შესახებ
ისეთი ფრიად რთული და ყოვლად ძნელი საქმე როგორიც ადამიანის აღზრდა-სწავლებაა ხელიდან გამოუვა მხოლოდ მათ, ვისაც ასულდგმულებს გულწრფელი სიყვარული მოყვასთა მიმართ. სკოლა ის ადგილია, სადაც თვალი უნდა აახილოს გონებამ, ფეხი უნდა აიდგას სულმა და გულმა, მან უნდა გაუმაგროს მოზარდს სული და ხორცი, რომ ძლიერ და მორწმულ არსებად გადააქციოს..“
ჩვენს მეზობლებს რომ ჰკითხო: რა გშურთ ქართველებისაო? ისინი თქვენ დაგისახელებენ მიწა-წყალსა და მერე - ქართულ ენასა.ქართული ენა ისეთივე მრავალფეროვანია, როგორიც არის ჩვენი ერის წარსული ცხოვრება: სავსე დიდი სიხარულითა , ძლიერი მწუხარებითა და რომელიც წარმოადგენს იმგვარს ღრმა, დაუსრულებელს დრამას, რომ ასი შექსპირიც კი ვერ ამოსწურავდა მას ძირამდის. ვაფასებთ ჩვენ ამ დაუფასებელ საუნჯესა? გვესმის მისი უმაღლესი ღირსება და მნიშვნელობა?
ქართუელი ენა ამჟამად ჰგავს მშვენიერს ფოლადის სახნისსა, რომელიც უგუნურს პატრონს კუნჭულში მუგდია და ჟანგს აჭმევინებს, მე უნდა დავიცვა დედა ენა, რადგანაც იგი არის უძვირფასესი საუნჯე ადამიანისა და მასთან შეხორცებულია ჩემი ერის აზრი, შემოქმედებითი ძალა. მე უნდა აღვზარდო სრულყოფილი ქართველი ანუ ახალი ტიპის ქართველები: ნამდვილი, კონკრეტულისა და ცოცხალის ცოდნით, რომელნიც უნდა გახდნენ ბატონნი ჩვენის მდიდარის ბუნებისა, გადააქციონ იგი დაუშრეტელ წყაროდ გონებისა და იცხოვრონ ღირსეულად, დამოუკიდებლად და სასარგებლოდ ქვეყნისათვის.
იაკობ გოგებაშვილი