მარიამ ყაუხჩიშვილი (1866-1939)
ავტორი: მ. მაჭავარიანი მარიამ იოსების ასული ყაუხჩიშვილი დაიბადა 1866 წელს ქალაქ ქუთაისში, ღარიბი მოქალაქის ოჯახში. 1885 წელს მარიამმა დაასრულა ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის სასწავლებლის შვიდი კლასი. 1886 წელს კი ამავე სასწავლებლის მე-8 კლასი, პედაგოგიური განხრით. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ იგი ყველა საგნის მასწავლებლად დაინიშნა კათოლიკეთა პირველდაწყებით სკოლაში, სადაც 1892 წლამდე მუშაობდა. 1892 წელს იოსებ ოცხელმა ქ. ქუთაისში გახსნა პირველი საჩვენებელი საბავშვო ბაღი მოსამზადებელი კლასით. იოსებ ოცხელმა მარიამი ბაღში მასწავლებლად მიიწვია. 1895 წელს მარიამი პეტერბურგში გაემგზავრა ფრებელის სისტემით მომუშავე საბავშვო ბაღების მუშაობის გასაცნობად. პეტერბურგში მარიამი სამ თვეს დარჩა. 1896 წელს მარიამ ყაუხჩიშვილი ცოდნის გასაღრმავებლად ჟენევის (შვეიცარია) პედაგოგიურ კურსებზე შევიდა. აქ იგი საფუძვლიანად დაეუფლა საბავშვო ბაღებისა და საშუალო სკოლების სტრუქტურას, მუშაობის შინაარსსა და მეთოდებს. 1899 წელს მარიამ სამშობლოში დაბრუნდა და პედაგოგიურ მოღვაწეობას მიჰყო ხელი. იგი ლიდია ანჯაფარიძემ თავის კერძო სასწავლებელში მასწავლებლად მიიწვია. მე-20 საუკუნის დასაწყისისათვის ქ. ქუთაისში საკმაო რაოდენობით იყო ოფიციალური სასწავლებლები, მაგრამ მოსახლეობის ღარბთა ფენას მთავრობის მიერ გახსნილი გიმნაზიები და სასულიერო სასწავლებლები&ნბსპ; ვერ აკმაყოფილებდა. მარიამ ყაუხჩიშვილმა გადაწყვიტა გაეხსნა ქუთაისში ქალთა კერძო სასწავლებელი და ამით დახმარება გაეწია ღარიბი ახალგაზრდობისათვის. ამ მიზნით მან 1903 წელს გახსნა კერძო ოთხკლასიანი პროგიმნაზია პროფესიონალური განყოფილებით, რომელიც უუფლებო სასწავლებლად ითვლებოდა. მარიამ ყაუხჩიშვილის საზრუნავ საგნად წლების მანძილზე ამ სასწავლებლის გიმნაზიად გადაკეთება იქცა. დიდი ენერგიის, ნებისყოფისა და სულიერი სიძლიერის გამომჟღავნებას მოითხოვდა დასახელებული მიზნისათვის ბრძოლა მარიამ ყაუხჩიშვილის პროგიმნაზია მრავლად იზიდავდა ღარიბი მოსახლეობის შვილბს, სასწავლებელში სწავლა-აღზრდის საქმე სანიმუშოდ იყო დაყენებული. ამ სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მოსწავლეს უფლება ეძლეოდა გაეგრძელებინა სწავლა მთავრობის გიმნაზიაში. თავისი უნარიანი და ხარისხიანი მუშაობით მარიამ ყაუხჩიშვილმა სასწავლებელს სახელი გაუთქვა. მან შეძლო 1908 წელს სასწავლებელში მე-5 კლასი გაეხსნა, შემდეგ თანდათანობით თითო კლასი ემატებოდა და როდესაც სრული გიმნაზიის კლასები დაკომპლექტდა, მარიამმა შუამდგომლობით მიმართა მთვრობას გიმნაზიის გახსნის ნებართვისათვის. 1913 წელს სასწავლო ოლქის სამზრუნველომ სასწავლებლის შემოწმება (რევიზია) ჩაატარა. მოსწავლეებმა ცოდნა და მომზადება გამოამჟღავნეს. სასწავლებელში სანიმუშოდ დაყენებულმა სასწავლო-აღმზრდელობითმა მუშაობამ ნაყოფი გამოიღო და მთავრობის ნებართვით სასწავლებელი გიმნაზიად გადაკეთდა. მარიამ ყაუხჩიშვილი თავისი გიმნაზიის დიდი ენთუზიასტი იყო. დიდი ენერგიის მქონე პედაგოგმა, შესანიშნავმა მზრუნველმა 1909 წელს ქუთაისის საადგილ-მამულო ბანკის სესხი აიღო და სასწავლებლისათვის შენობა შეიძინა კარგი მოზრდილი ხეხილის ბაღით. ბაღის შემოსავალი სასწავლებლის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას ხმარდებოდა. მან თავისი გიმნაზიისათვის შეარჩია ღირსეული პედაგოგები, ასე მაგალითად,&ნბსპ; ალექსანდრე ჯანელიძე (შემდეგში აკადემიკოსი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი) მათემატიკას ასწავლიდა, ჯაჯუ (კონსტანტინე) ჯორჯიკია – გეოგრაფიასა და ბუნებისმეტყველებას, ტრიფონ ჯაფარიძე – ისტორიას, ქართულ ენასა და ლიტერატურას – ქრისტინე შარაშიძე, აგრაფინა იოსელიანი და შემდეგ ფატი ხუნდაძე; ჰიგიენას – ვასილ წერეთელი. იმ დროს, როდესაც ოფიციალურ სასწავლებელში ქართული ენა და ლიტერატურა იდევნებოდა, „ყაუხჩიშვილის გიმნაზიაში” ამ საგანს წამყვანი როლი ჰქონდა. მარიამმა გერმანიიდან გამოიწერა სასწავლებლისათვის ფიზიკისა და ბიოლოგიის სრული კაბინეტი, შეუქმნა სასწავლებელს ქართული და რუსული გამოცემებით მდიდარი ბიბლიოთეკა. მეცნიერებათა საფუძვლების დაუფლებასთან ერთად, მარიამ ყაუხჩიშვილი განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდებოდა მოსწავლეთა შრომით აღზრდას. მას სასწავლებელში მოწყობილი ჰქონდა ჭრა-კეერვის სახელოსნო. ამ სახელოსნოში მოსწავლე გოგონები თავად იკერავდნენ სკოლაში სატარებელ ტანსაცმელს. ამას მოითხოვდა იმ დროისათვის მოსახლეობის რეალური პირობები, უმთავრესად კი სოფლის მცხოვრებლებისა (სოფლის გოგონებით ივსებოდა ამ გიმნაზიის კონტინგენტი), სოფლებიდან დადიოდნენ სასწავლებელში ყოველდღიურად მოსწავლეები. დილით ადრე ღია იოყ მათთვის მარიამის ოთახის კარები (იგი სასწავლებელში ცხოვრობდა), იქ თბებოდნენ, საუზმობდნენ და ამზადებდნენ გაკვეთილებს. მარიამი მოსწავლეთა მშობლებთან ახლო ურთიერთობაში იყო. იგი ყველა მოსწავლის ოჯახურ პირობებს იცნობდა, თვითონ დადიოდა სოფლებში ფეხით. “ყაუხჩიშვილის გიმნაზიაში” სწავლის გადასახადი მეფის მთავრობის სხვა სასწავლებლებთან შედარებით ნაკლები იყო და, გარდა ამისა, მოწაფეთა საერთო რიცხვიდან 25% სწავლის გადასახადისაგან თავისუფლდებოდა, ობლები და ძლიერ ღაიბები უფასოდ იზრდებოდნენ. მარია ყაუხჩიშვილს სასწავლებელში ღარიბ მოსწავლეთათვის სტიპენდიები ჰქონდა დაარსებული – ამისათვის ის იყენებდა სხვადასხვა საშუალებას. ის პირად არქივში შემონაულია სტამბური წესით დაბეჭდილი შემდეგი შინაარსის განცხადება: „ქუთაისის საზოგადოების საკრებულო დარბაზში, კვირას, 23 მარტს 1918 წელს მარიამ ყაუხჩიშვილის ქალთა გიმნაზიის ღარიბ მოსწავლეთა სასარგებლოდ გაიმართება დიდი საღამო“. გარდა ასეთი შემოსავლბისა, მარიამი ღარიბ მოსწავლებს სისტემატურად ეხმარებოდა საკვებით, ტანსაცმლითა და სახელმძღვანელოებით. მარიამ ყაუხჩიშვილის გიმნაზია, როგორც ვიცით, ქალთა სასწავლებელი იყო, მაგრამ იგი ამ სასწავლებელში სწავლით დაინტერესებულ ღარიბთა ვაჟიშვილებსაც ღებულობდა და აძლევდა განათლებას, ბევრმა გზააბნეულმა ახალგაზრდამ შეაფარა თავი „ყაუხჩიშვილის გიმნაზიას” და შემდეგში საზოგადოების ღირსეულ წევრად იქცა. მარიამ ყახჩიშვილი დიდი პედაგოგიური ტაქტით იყო შეიარაღებული, იგი ბუნებრივად, ყოველგვარი სიმკაცრის გარეშე ახერხებდა მოსწავლეთა ყურადღების მიზიდვას. მას გააჩნდა უდიდესი ძალა სიტყვისა. მისი შენიშვნები ყოველთვის სამართლიანი იყო და მიზანსაც აღწევდა. თვით ურჩი მოსწავლეებიც გრძნობდნენ მარიამის საქმისადმი ერთგვარ ფანატიზმამდე მისულ დამოკიდებულებას და სამართლიან მოთხოვნებს უსიტყვოდ ემორჩილებოდნენ. მარიამ ყაუხჩიშვილის გიმნაზიაში სასწავლო-აღმზრდელობითი საქმე მაღალ დონეზე იყო დაყენებული. ეს სასწავლებელი იძლეოდა ოფიციალური გიმნაზიის კურსის სრულ ცოდნას, მაგრამ, რადგანაც სასწავლებელი კერძო იყო, უფლება არ ჰქონდათ გამოსაშვები გაოცდები ადგილზე ჩაებარებინათ. გამოცდები დანიშნული იყო კლასიკურ გიმნაზიში ოფიციალური პროგრამით, კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველის მიერ გამოყოფილი იყო საგამოცდო კომისია. მარიამ „ყაუხჩიშვილის გიმნაზიის” მოსწავლეების სერიოზულ მომზადებასა და აკაადეიურ წარმატებას სსაგამოცდო კომისიის წევრები სიამოვნებით აღნიშნავდნენ. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებას მარიამი გულმხრუვალედ შევდა. მისი კერძო საასწავლების ბაზაზე დაარსდა არასრული საშუალო სკოლა. მარიამი შრომის სკოლის ვითარებისათვის სავსებით მომზადებული აღმოჩნდა, მისი ენთუზიასტური განწყობილება და მოუღალავი ენერგია ერთი-ორად გაძლიერდა. ამ სასწავლებელს მარიაი სანიმუშოდ და მეტად კეთილსინდისიერად ხელმძღვანელობდა და მთავრობამ მრავალჯერ დააჯილდოვა კარგი მუშაობისათვის. მარიამ ყაუხჩიშვილი ახალგაზრდა მასწავლებლებს უშუალო ხელმძღვანელობას უწევდა – ესწრებოდა მათ გაკვეთილებს, აძლევდა საჭირო შენიშვნბს, რჩევა-დარიგებებს, გამოცდილების გასაზიარებლად ასწრებდა გამოცდილი მასწავლებლის გაკვეთილებზე. მარიამის გულისხმიერი დამოკიდებულება საქმისადმი აიძულებდა მისი სკოლის ყველა მასწავლებელსა და მოსწავლეს, რომ ისინიც მთელი თავისი შეგნებითა და შესაძლებლობით ჩაბმულიყვნენ სკოლის კეთილდღეობისთვიის ბრძოლის საქმეში. მარიამ ყაუხჩიშვილს არც ერთი შრომა არ დაუწერია ბავშვთა სწავლა-აღზრდის საკითხებზე, მაგრამ მას სკოლაში დანერგილი ჰქონდა სწავლებისა და აღზრდის შესანიშნავი სისტემა, რაც თაობიდან თაობაზე გადადიოდა მისი აღზრდილების საშუალებით. ნახევარი საუკუნე ემსახურა მარიამ ყაუხჩიშვილი ახალგაზრდობის აღზრდის საქმეს – სკოლას, საზოგადოებას, იგი ყოველგვარ საზოგადოებრივ საქმიანობაში ღებულობდა მონაწილეობას. ეს დაუღალავი პედაგოგი უფასოდ ასწავლიდა საკვირაო სკოლაში წლების მანძილზე. აქტიური წევრი იყო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა” და ქუთაისის ქალთა საზოგადოებისა. მარიამ ყაუხჩიშვილი გარდაიცვალა საკუთარი სკოლის კედლებში 1939 წლის მარტში.
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული III, თბილისი, 1968