ანთიმოზ ჯუღელი (1846-1925)
ანთიმოზ ივანეს ძე ჯუღელი იმ პედაგოგთა სახელოვან პლეადას ეკუთვნის, რომელიც&ნბსპ; შეუდრეკელ ბრძოლას აწარმოებდა მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის ნაციონალურ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გამარჯვებისათვის. ის დაუღალავად ემსახურებოდა ქართული ეროვნული კულტურის ისეთ მნიშვნელოვან უბანს, როგორიცაა სახალხო განათლება, მისი განვითარება და განმტკიცება.
ანთიმოზ ივანეს ძე ჯუღელი დაიბადა იმერეთში, სოფელ სვირში 1846 წელს იმ დროისათვის საკმაოდ განათლებულ ოჯახში. მისი მამა ივანე სოფლის მღვდელი იყო. ანთიმოზი სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, ამ სასწავლებლის დასრულების შემდეგ კი სწავლა გააგრძელა თბილისის სასულიერო სემინარიაში.
როგორც ცნობილია, სემინარიაში მაშინ გამეფებული იყო დამამცირებელი რეჟიმი და იეზუიტური მეთოდები: ჯაშუშობა, სულში ჩაძვრომა, აბუჩად აგდება, „ერთი სიტყვით, აქ სქოლასტიკური და საეთოდ სავსებით ანტიპედაგოგიური სისტემა ბატონობდა”.
სწორედ სწავლა-აღზრდის ამ უკუღმართმა სისტემამ აიძულა ბევრი ნიჭიერი ყმაწვილი და მათ შორის ანთიმოზ ჯუღელიც სწავლის მეორე წელსვე დაეტოვებინა აღნიშნული სემინარია და დამოუკიდებელი ცხოვრების მძიმე უღელი შეედგა მხრებზე.
იგი მუშაობას იწყებს სოფელ სუჯუნის სკოლაში ქართული ენის მასწავლებლად. ანთიმოზი როგორც სკოლაში, ისე მის გარეთ ხმას იმაღლებს ხალხთა ჩაგვრის წინააღმდეგ და ენერგიულად ეწევა თანასწორუფლებიანობის, ძმობისა და მეგობრობის პროპაგანდას, რისთვისაც იგი დააპატიმრეს და „სამი თვე ალესინეს სატუსაღოს კედლები”.
სუჯუნიდან ანთიმოზ ჯუღელი გადადის სოხუმში და მუშაობას იწყებს მთიელ ბავშვთათვის გამართულ სკოლებში. ანთიმოზ ჯუღელის ცხოვრებაში ეს პერიოდი განსაკუთრებით რთულია. მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში სოხუმში სკოლები ძალიან მცირე რაოდენობით იყო, ქართული ენა განდევნილი იყო ხმარებიდან, ბევრმა სოხუმელმა არც კი იცოდა, რომ სოხუმი საქართველოს განუყოფელი ნაწილია, ცოტა იცნობდა ქართველი ერის ისტორიას და მის კლასიკურ ლიტერატურას.
ამ პერიოდში „სამღვდელოებამ უღალატა ხალხის განათლებას, თავადაზნაურობაც მას არ ჩამორჩა გულგრილობაში, და ამ სახით განათლების საქმის სამსახური წმინდა ვალად დაედო კისერზედ მხოლოდ ქართველს, დაწინაურებული ინტელიგენციის მცირე დასსა...” ამას ემატებოდა მეფის მოხელეთა მიერ ამიერკავკასიის ყველა ხალხთა შორის შოვინისტურ-ნაციონალისტური გრძნობების გულმოდგინედ გაღვივება.
ანთიმოზ ჯუღელს კარგად ესმოდა, რომ პედაგოგიურ ასპარეზზე ნაყოფიერი მოღვაეობისათვის აუცილებელია საგნის ღრმა ცოდნა და პედაგოგიური დახელოვნების განუწყვეტელი სრულყოფა. ამ მიზნით იგი საფუძვლიანად სწავლობს დაწყებით სკოლაში ქართული ენის სწავლების საკითხებს და დაწვრიილებით ეცნობა იან ამოს კომენსკის, პესტალოცის, დისტერვეგის, უშინსკის, ტიხომიროვის, ვოდოვოზოვის, მიროპოლსკისა და სხვა გამოჩენილ პედაგოგთა ნაწერებს.
1875-1876 წლებში ანთიმოზ ჯუღელი აქვეყნებს (ცალ-ცალკე) რამდენიმე საყმაწვილო მოთხრობას, დედა-ენის სწავლების სახელმძღვანელოს, წერის დედანს, რეცენზიებს და საქართველოს ბუნებასა და გეოგრაფიაზე რამდენიმე პატარა თხზულებას, სადაც გადმოცემულია მისი შეხედულება სწავლა-აღზრდის ცალკეულ საკითხებზე.
სოხუმში ანთიმოზ ჯუღელი აჩაღებს ფართო საზოგადოებრივ, საგანმანათლებლო მუშაობას. იგი იბრძვის დედა-ენაზე სწავლების უფლებისათვის, ავრცელებს ქართულ ჟურნალ-გაზეთებს სოხუმელ მოსახლეთა შორის. ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის თედო სახოკიას ცნობით, ანთიმოზ ჯუღელს პირველად შემოუღია სოხუმში აბრეშუმის ჭიის მოვლა, უსწავლებია იგი ხალხისათივს და ისე განვითარებულა ეს საქმე, რომ „მეაბრეშუმეობის ამხანაგობაც” კი დაარსებულა სოფელ დრანდაში. მისივე ხელმძღვანელობით დაარსებულა ამხანაგობა „სააგარაკო მიწების შეძენისა”, რაც აგრეთვე ხალხის კეთილდღეობას ემსახურებოდა. ამ საქმის გამო რეაქციულ პრესას და, პირველ რიგში, „ნოვოე ვრემას” ერთი ამბავი დაუწევია. საქმეში ჩარეულა ჟანდარმერია... მაგრამ ამჯერად ყვეი მშვიდობით დამთავრებულა. ანთიმოზ ჯუღელმა თავისი თავდადებული და ენერგიული მუშაობით სოხუმელ მშრომელთა დიდი სიყვაული და პატივისცემა დაიმსახურა. ამით უნდა აიხსნას ის ფაქტი, რომ იგი ქალაქის გამგეობის წევრად იქნა არჩეული.
ვალმოხდილი პედაგოგი 1925 წლის 13 ივლისს გარდაიცვალა. დასაფლავებულია ქ. სოხუმში.
ანთიმოზ ჯუღელი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეობაში მტკიცედ მისდევს თავის სოციალურ მრწამსს. მასზე დიდი გავლენა მოუხდენიათ სოციალ-უტოპისტებს და ვულგარულ მატერიალისტებს. იგი ბევრ რამეში იმოწმებს მოლეშოტს და, სოციალ-უტოპისტების მსგასად, სწავლა-განათლებით, სკოლების გამრავლებით, საერთოდ, ახალგაზრდობის ახლებური აღზრდით ცდილობს არსებული საზოგადოებრივი წყობილების გარდაქმნას ისეთ წყობილებად, რომელსაც საფუძვლად დაედება კაცთმოყვარეობა, ძმობა და მეგობრობა.
სტატიაში „ლიუტერი როგორც პედაგოგი” ანთიმოზ ჯუღელი მთლიანად იზიარებს და იწონებს ლიუტერის აზრს იმის შესახებ, რომ „როდესაც სკოლები გამრავლდება, თავის დანიშნულებას შეასრულებს, იცოდეთ, რომ ხალხთა შორის კეთილდღეობა ჩამოვარდება”.
აღზრდის მიზნად ანთიმოზ ჯუღელს მიაჩნია ახალგაზრდობაში კაცთმოყვარეობის, ერთგულებისა და სიმართლის მოყვარულობის აღზრდა, „ერთი სიტყვით, ის, რაც ბავშვს ზომიერად და მართებულად აამოქმედებს”.
ანთიმოზ ჯუღელი აღზრდას უდიდესი მნიშვნელობის საქმედ თვლის. ის ხშირად იმეორებდა: „ყველა საქმეზე უდიდესი საქმეა ყმაწვილების აღზრდაო”.
ანთიმოზ ჯუღელი აღზრდას მჭიდროდ უკავშირებს სწავლებას. მას შეგნებული აქვს სწავლების აღმზრდელობითი ბუნება, მისი ძლიერი ზეგავლენა ადამიანის მორალურ ფორმირებაზე. სწავლას და აღზრდას იგი ერთ მიზანს უსახავს და მიზნის მთლიანობით მთლიანსა და განუყოფელს ხდის თვით სწავლისა და აღზრდის პროცესსაც. მისი აზრით, სწავლა სარკეა, რომელშიდაც კარგად მოჩანს ხალხთა ცხოვრება, ამ ცხოვრების ნაკლოვანი მხარეები და მისი გამოსწორების გზები და საშუალებები. „მიეცით ხალხს საშუალება, – წერდა ანთიმოზ ჯუღელი, – რომ ჩაიხედოს სწავლით თავის ნაკლოვანებაში, დაინახოს თავისი მდგომარეობა. სწავლა იყოს მისი სარკე. ხალხი და სახელმწიფო მხოლოდ მაშინ მიაღწევენ კეთილმდგომარეობამდის, როდესაც ყველა მცხოვრებნი თანასწორად მიიღებენ სწავლა-განათლებას საშუალო სკოლებში თუ არა, სახალხო სკოლებში მაინც”.
სკოლა „ხელს უნდა უმართავდეს თავის შეგირდებს ცხოვრების ახალი პირობების შემუშავებაში. სკოლამ უნდა შეაჩვიოს ახალგაზრდობა ნაყოფიერ მუშაობას, თავისი ძალ-ღონის მიზანშეწონილად გამოყენებას, რათა მათ შეეძლოთ საზოგადოების მოთხოვნა და თავის თავი დააკმაყოფილონ”. ასე ავს წარმოდგენილი ანთიმოზ ჯუღელს სწავლა-აღზრდის მიზანდასახულობა.
თუ აღზრდა საწინააღმდეგო მიზანს ისახავს, ძმობისა და მეგობრობის ნაცვლად ხალხთა შორის შუღრლსა და მტრობას სთესავს, ხოლო კაცთმოყვარეობის და სამართლიანობის მაგივრად, ძარცვა-გლეჯისა და მოტყუებისაკენ უბიძგებს ახალგაზრდობას, მაშინ, ანთიმოზ ჯუღელის სამართლიანი აზრით, თვით საზოგადოებასაც არ მოელის კარგი. იგი მაგალითისათვის განიხილავს გერმანული სკოლების სწალა-აღზრდის მიზანდასახულობას და გონებამახვილად შენიშნავს: „ახლანდელი სწალა ნემცებისა ზრდის არა პატიოსან მამულის შვილს, არამედ ადამიანის მოშურნეთ, თუ ამ ახალმა სწავლამ დიდხანს გაატანა გერმანიაში, დარწმუნებული უნდა ვიყვეთ, რომ ამ ქვეყნის წარმატებას სასურველად ვერ არამოებს”.
ანთიმოზ ჯუღელის აზრით, სწავლების შინაარსი უნდა შეიცადეს საკითხებს, რომელიც ხალხის გონებასა და გულში კეთილშობილურ გრძნობებს გააღვიძებს, მეგორობისა და ძმობის ლამპარს აანთებს. ამ საკითხებმა პირველყოვლისა ასახვა სასწავლო პროგრამებში უნდა ჰპოვონ. იგი მკაცრად აკრიტიკებდა სოფლის სკოლების პროგრამებს. „პროგრამაში არ იხატება ხალხის სული და გული, არ არის აქ ჩვენი ხალხის სულისა და გულის ამაღორძინებელი მეცნიერება”. ის მოითხოვდა პროგრამების შედგენის საქმე გამოცდილ მასწავლებელთა მსჯელობის საგანი გამხდარიყო. პროგრამებისა და სახელმძღვანელოების შედგენისას, ანთიმოზ ჯუღელის აზრით, ანგარიში უნდა გაეწიოს პირველყოვლისა ბავშვს, მისი განვითარების დონეს. ყოველი სასაწავლო საკითხი ხელს უნდა უწყობდეს ბავშვთა გონების ამოქმედებას, ინტერესს სწავლისადმი. ეს მოხოვნა წითელი ზოლივით გასდევს მთელ მის ნაწერებს. „ყმაწვილს შიშით, ძალდატანებით და მეტადრე ქადაგებით კი არ უნდა ვაყვარებდეთ სწავლას, – წერს იგი, – თვით სწავლება ისეთ გზაზე დავაყენოთ, რომ ყმაწვილი თვით ამან მიიზიდოს”.
ანთიმოზ ჯუღელს კონსტანტინე უშინსკისა და იაკობ გოგებაშვილის მსგავსად, დედა-ენა მიაჩნია „ყმაწვილთა გონების გასაღებად”, ბავშვთა გულისაკენ გზის გაკაფვის მთავარ სათუალებად და მათი მეტყველებისა და აზროვნების ნორმალური განვითარების ძირითად ფაქტორად. ამასთან იგი მტკიცედ იცავს დიდაქტიკის ცნობილ დებულებას სწავლებაში მარტივიდან რთულზე, ახლობელიდან შორეულზე, ნაცნობიდან უცნობზე გადასვლის შესახებ. განსაკუთრებით მოითხოვს დაწყებით სკოლებში თვალსაჩინოების ფართოდ გამოყენებას. ამ საკიტხებს იგი მეტ-ნაკლებად ყველგან ეხება, განსაკუთრებით კი „ყმაწვილის სარკესა” და იაკობ გოგებაშვილის „დედა-ენის” (მესამე გამოცემა) შესახებ დაწერილ რეცენზიას.
1875 წელს თბილისში გამოდის ანთიმოზ ჯუღელის მიერ შედგენილი წერა-კითხვის წიგნი „ყმაწვილის სარკე”, რომელიც&ნბსპ; გათვალისწინებულია სოფლის ორ-სამ განყოფილებიანი სკოლებისათვის. აღნიშნული წიგნი შედგება სამი განყოფილებისაგან. პირველი განყოფილება (6-14 გვერდი) შეიცავს ანბანსა და მითითებებს წერის სწავლების სესახებ, მეორე განყოფილებაში (15-40 გვერდები) მოცემულია საკითხავი მასალა (სავარჯიშო ანდაზებიდან, გამოცანებიდან, საქართველოს გეოგრაფიიდან და სხვ.), მესამე განყოფილებაში (40-46 გვერდები) კი წარმოდგენილია ლოცვები. წიგნს აქვს წინასიტყვაობა, სადაც გაშუქებულია ის პრინციპები, რაც წიგნს უძევს საფუძვლად და დახასიათებულია წიგნის თითოეული განყოფილების თავისებურება.
წერის შესწავლა მეტად სერიოზული საქმეა, იგი ბავშვის განვითარების თავისებურებათა გამო მრავალ სიძნელესთან არის დაკავშირებული და ოიტხოვს ბავშვთა ბუნების ღრმა ცოდნას, დიდ პედაგოგიურ დახელოვნებას. „პირველდაწყებით სწავლაშიმ – წერს ანთიმოზ ჯუღელი, – ისეთი ძნელი არ არის რა ჩემი დაკვირვებით, როგორც ყმაწვილის ხელის განა პირველი წერის დაწყების დროს. ამ სიძნელის დაძლევის გასაადვილებლად მიზანშეწონილია ბავშვები ასოების წერის დაწყებამდე შევაჩვიოთ სხვადასხვა ხაზების გავლებას, ვავარჯიშოთ მატი ხელი, შემდეგ შევუდგე ასოების წერას”. მაგრამ ამის ასრულება დროის სიმცირის გამო სახალხო ორ-სამ განყოფილებიან სკოლებში შეუძლებელია. და ამიტომ ანთიმოზ ჯუღელი მიზანშეწონილად ცნობს ბავშვებს ვახაზიოთ ისეთი ხაზები და ფიგურები, რომლებიც მათაც უფრო მეტად დააინტერესებს და ასოების წერის სწავლებასაც ხელს შეუწყობს. ამ მოსაზრების თანახმად, ანთიმოზ ჯუღელი ცდილობს დასახელებულ წიგნში სწორედ ასეთი ნახაზები და ფიგურები მოათავსოს. ანთიმოზ ჯუღელი საქმეს წერტილებით იწყებს იმ მოტივით, რომ თითქოს ყმაწვილი ამით უნებურად მიეჩვევა ხელის თითების მოძრაობაში მოყვანას წერის დროს და ჩქარაც გააკეთებს ამ წერტილებს, შემდეგ მოსწავლე გადადის ადვილად შესასრულებელ ნახაზებზე და, რაკი ამ საქმეში იგი ხელს გაიწაფავს, დაიწყება ხატვა. მართალია, ნახაზებისა და ნახატების შესრულება ანვითარებს ბავშვის ხელის თითებს, მაგრამ წერტილებით საქმის დაწყება გამართულებული არ არის, ვინაიდან შეუძლებლია იმის მტკიცება, რომ წერტილის წერის დროს თითები აქტიურად ვითარდებოდეს. თითების განვითარებას სხვადასხვა სახის მრუდი და სწორი ხაზების გავლება იწვევს, რომელზედაც თვითონ ანთიმოზ ჯუღელიც მიუთითებდა.
ანთიმოზ ჯუღელის მიხედვით ხატვის დროს დახატული სურათის გვერდით თავსდება ამ სურათის მსგავსი ასო. კითხვა ჯერ დაწყებული არ არის და არც დაიწყება მანამდე, სანამ მოსწავლეები ხატვას არ შეეჩვევიან. ამავე დროს მასწავლებელი მათ ავარჯიშებს „სხვადასხვაგვარი ბაასით”. როდესაც მოსწავლეები სააწერი სტრიონების გავლებას შეეჩვევიან, იწყება კითხვის სწავლებაც. წერისა და კითხვის შესავლის შემდეგ მასწავლბელი მოსწავლეებს დააწყებინებს წერას, ასოების ნამდვილი ფორმის გამოხატვის, კარგად წერის ჩვევების დაუფლების მიზნით. ასოების ნამდვილი ფორმის გამოხატვა და საერთოდ, ასოების წერა დასახელებულ შემთხვევაში ასეთნაირად უნდა იქნეს გაგებული: თავდაპირველად, ასოების წერის დაწყებისას ანთიმოზ ჯუღელს დასაშვებად მიაჩნია, ასოები ყმაწვილმა წეროს უხაზოდ ისე, როგორც მას სურს. ასოების წერის შესწავლის შემდეგ კი იწყება ასოების ხაზებში წერა, ასობის ნამდვილი ფორმით გამოხატვა.
მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ პირველად მოსწავლეებს ვაასწავლოთ მარტივი, ადვილად დასაწერი ხმოვანი ასოები. მათ გარკვევით უნდა განემარტოთ ასოების შემადგენელი ნაწილებიც. მაგალითად ასო „ს” შედგება სწორი ხაზისაგან და „ა”-საგან ან ნამგლის პირისაგან”. სწორ ხაზს მიემატება მარჯვნის „ნამგლის პირი” და გამოვა ასო „ს”, ცოტაოდენი ცვლილებით მივიღებთ ასო „ხ”-ს; ამგვარადვე მივიღებთ ასო „ძ”-ს; „ძ”ს მიემატება თავში „ი” და მივიღებთ ასო „მ”ს, „მ”-ს მიემატება თავში კიდევ ერთი „ი” და მიიღება ასო „შ” და ა. შ. ანთიმოზ ჯუღელი თითოეული ასოს შესწავლას მჭიდროდ უკავშირებს თვალსაჩინოებით გამოწვეულ ბავშვთა აზრობრივი წარმოსახვის აქტივიზაციას. მაგალითად ასო „უ”-ს შესწავლა ასე იწყება: მასწავლებელი ბავშვებს აგონებს მგელს”, შემდეგ კი ეკითხება – ვინ მეტყვის, მგელმა რრი ყმუილი იცის? მოსწავლე პასუხობს: „უუუუ...” მის შემდეგ მასწავლებელი ბავშვბს ეუბნება: ეს მგლის ხმა „დავინიშნოთ ისეთი ნიშნით, რომ, როცა ის ვნახოთ, ყოველთვის მოგვაგონდეს ხმა „უუუ...” ეს ნიშანი აღვნიშნოთ „უ” ასოთი. ამ ასოს თავი მგლის კბილებს ჰგავს და, როცა ამას შეხვდებით, მოიგონეთ მგლის ხმა „უუუ...”
ანალოგიურად წარმოებს სხვა ხმოვანი ასოების შესწავლაც. ხმოვანი ასოების კარგად შესწავლის შემდეგ მოსწავლეები იწყებენ კითხვას. კითხვის სწავლაც წარმოებს თვალსაჩინოების საფუძველზე. ანთიმოზ ჯუღელი გვირჩევს, ჯერ დავხატოთ იმ საგნის სურათი, რომელიც&ნბსპ; საკითხავ მასალას უკავშირდება ან თვით ეს საგანი, მაგალითად ხე (პატარა ნერგი) მოვიტანოთ გაკვეთილზე, მოკლედ ავაწერინოთ მოსაწვლეებს, რა ნაწილებისაგან შედგება იგი, მარტივად გავარკვიოთ, რა არის თვით ხე და მოსწავლეებს ვათქმევინოთ და გავამეორებინოთ სიტყვები: „ეს ხე არის” და მათვე გავარჩევინოთ ეს სიტყვები მარცვლებად და ხმებად. ამის შემდეგ მოსწავლეები მასწავლებლის მითითებით თავიანთ წიგნებში მონახავენ ხის სურათს და ნიშნებს ამ სურათის ქვეშ. მოსწავლეებმა უნდა დაითვალონ, ეს ნიშნები რამდენ ადგილას არის ცალ-ცალკე. ირვევა, რომ ნიშნები განრიგებულია სამ ადგილას. ამის შემდეგ მასწავლებელი ახდენს მოსწავლეთა ყურადღების მობილიზებას და უხსნის მათ, რომ „ეს სამი ნიშანი იმ სამ სიტყვას ნიშნავს, რომელსაც წეღან ვამბობდით”, ე. ი. „ეს ხე არის”; შემდეგ კი ვარკვევთ, პირველად რა ვთქვით (ეს). მასწავლებელი მოსწავლეებს აქვე მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ ერთი სიტყვა ვთქვით, აქ კი ორი ნიშანია, რატომ? და თვითონვე ეხმარება მოსწავლეებს პასუხის გაცემაში. მასწავლებელი გამოთქვამს ამ სიტყვას ისე „ხმა გრძლად და განცალკევებით”, რომ მოსწავლეებს შეეძლოთ სიტყვის გარჩევა ხმებად (ეეე და სსს), შემდეგ მოინახება „პირველი (ეეე) და მეორე (სსს) ხმა” (ბგერა). ამ ნიშნებს მასწავლებელი მოსწავლეებს აწერინებს ჯერ ფიცარზე და მერე დაფაზე ცალ-ცალკე (ე ს), აგრეთვე პირდაპირი წყობით (ეს) და შებრუნებულად (სე). მოსწავლეები, რაკი კარგად გაერკვევიან როგორც ცალკე ასოებში, ისე მათ წყობაში, ამ ნიშანს მონახავენ წიგნში, განამტკიცებენ შეთვისებულს და ასეთივე მეთოდით იწყებენ შემდეგი სიტყვისა და ამ სიტყვის გამომხატველი ასოების შესწავლას. როდესაც ეს საქმე მორჩება, მაშინ მასწავლებელი დახაზავს ფიცას ჰორიზონტალური და ვერტიკალური ხაზებით ისე, რომ ფიცარი რამდენიმე თანასწორ ოთხკუთხედებად დაიყოს და ოთხკუთხა უჯრედებში ჩაიწერება ერთვარმარცვლოვანი სიტყვები, მაგალითად ხაო, ხარი, ხასო და სხვა. მას შემდეგ, რაც ყველა მოსწავლე ან მოსწავლეთა უმრავლესობა ფიცარზე დაწერილ ასოებს დაისწავლის, იწყება წიგნის კითხვა. საკითხავი განყოფილების მთელი მასალა ისეა შერჩეული, რომ ყოველი თანხმოვანი ასოს შემდეგ ხმოვანია დაწერილი.
სავარჯიშოში ანდაზები, გამოცანები და წიგნში შეტანილი სხვა მასალები ბავშვისათვის საინტერესოდ არის შერჩეული. მათი დიდი უმრავლესობა აღებულია მათი (ბავშვთა) ცხოვრებიდან და მიზნად ისაავს პატარებს სწავლისადმი და ბეჯითობისადმი სიყვარული, მშობლებისა და უფროსებისადმი პატივისცემა ჩაუნერგოს (“სათვალე”, „ყმაწვილი და თხა”, „აბა, ვინ გაჰყოფს” და სხვ.). შემდეგ მოსწავლეები ეცნობიან წარმოების უმარტივეს იარაღებს, აგრეთვე მცენარეებს, ცხოველებს, ფრინველებს, წიგნებს, ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს. აქვეა ცნობები მადნეულობაზე, წლის დროებზე, თვეებზე, კვირებზე, დღეებზე და დღის ნაწილებზე, ელვაზე, ღრუბლებსა და ბუნების სხვა მოვლენებზე.
ანთიმოზ ჯუღელი დიდად არის დაინტერესებული სასკოლო სახელმღვანელოების საკითხით და სისტემატურად ზრუნავს მათი ხარისხის გაუმჯობესებისათვის. ამით უნდა აიხსნას ის საკმაოდ ვრცელი და შინაარსიანი რეცენზიები, რომელიც&ნბსპ; ანთიმოზ ჯუღელმა მიუძღვნა იაკობ გოგებაშვილის „დედა ენას”.
1881 წელს „იმედში” ანთიმოზ ჯუღელი „გადაღმელის” ფსევდონომით აქვეყნებს რეცენზიას იაკობ გოგებაშვილის „დედა-ენის” შესახებ (მესამე გამოცემა), როგორც ხსენებულ რეცენზიიდან. ისე იაკობ გოგებაშვილის მიერ ამ რეცენზიის გამო დაწერილ პასუხზე გაცემული პასუხიდან ჩანს, ანთიმოზ ჯუღელი, პირველ ყოვლისა, დიდ მნიშვნელობას აძლევს სახელმძღვანელოს გაფორმებას, შრიფტსა და ნახაზ-ნახატებს. „ყოველი წიგნი საყმაწვილოთ დაწერილი, შენიშნავს იგი, – მახვილი და გარკვეული ასოებით უნდა იყოს დაბედილი, რადგანაც ახლად მოსწავლის თვალს დიდი ჯაფა ადგია კითხვის დროს”. ამ საკითხზე ანთიმოზ ჯუღელი იმოწმებს ევროპის პედაგოგებს და სკოლიდან გამოსული ახალგაზრდობის ადრე სიბრმავის მიზეზად ამ წერილ შრიფტს თვლის, რომლითაც „საყმაწვილო წიგნები იბეჭდებოდა”.
ანთიმოზ ჯუღელისათვის უდავოა, რომ ბავშვთა გონების შემოქმედებით მდგომარეობაში ყოფნა ახალი ცოდნის შეთვისების მეად მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ამიტომ იგი სავსებით სამართლიანად მოითხოვს, რომ „დედა-ენაში” მოთავსებულმა მასალებმა გონების სავარჯიშო მისცეს მოსწავლეებს, განავიაროს და განამტკიცოს მათი აზროვნება, ახალი ცოდნით გაამდიდროს ბავშვთა მეხსიერება. ამისათვის კი იგი აუცილებლად თვლის საკითხავი მასალები, გამოცანები თუ ანდაზები ბავშვთათვის ამავე დროს საინტერესოს იყოს. ეს კი მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ მასალები „...უსათუოდ ყმაწვილის ცხოვრებიდან იქნება აღებული”. ანბანში, – ხაზგასმით აღნიშნავს ანთიმოზ ჯუღელი, – ერთი სიტყვაც არ უნდა იყოს ყმაწვილისათვის უცნობი და უინტერესო”.
განსაკუთრებულ მნიშვნელობას აძლევს იგი სასაუბრო მასალის შერჩევას. ეს მასალა „ბევრი ჩიჩინის გარეშე” უნდა გაიგოს ყმაწვილმა. სასაუბრო მასალამ მოსწავლეს უნდა გაუადვილოს „სტატიებზე მუშაობა” იმით, რომ გააცნოს მთელი რიგი სიტყვები თუ საგნები, რომლებზედაც სტატიაში იქნება ლაპარაკი. თუ მოსწავლისათივს სტატიაში რამდენიმე სიტყვა გაუგებარია, მაშინ იგი სტატიის ვერც აზრს გაიგებს და ვერც ხეირიანად წაიკითხავს მას. მაგალითად როდესაც მოსწავლე კითხულობს სტატიას არწივზე და კუზე, მან წინასწარ უნდა იცოდეს, რაა არწივი, კუ, რით განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისაგან და ა. შ. აქვე ანთიმოზ ჯუღელი იმოწმებს გრეკოვს, ტიხომიროვს, ვოდოვოზოვს და ამტკიცებს ანდაზების, გამოცანებისა და მოკლე ლექსების ანბანში ჩართვის აუცილებლობას. „ასეთ ანდაზებს, გამოცანებს, – აღნიშნავს იგი, – ძლიერ გამაცხოველებელი და მიმზიდველი გავლენა აქვს ყმაწვილის გონებაზე”. ანდაზები და გამოცანები, აგრეთვე პატარა ლექსები აღებული უნდა იყოს იმ ხალხის ცხოვრებიდან, რომლისათვისაც წიგნი დგება. ამ მასალაში აისახება თვით ხალხის ზნე-ჩვეულებები და სულისკვეთება. მათი გაცნობით პატარები ეცნობიან ხალხს, მუშავდება მათში ხალხისადმი პატივისცემა და სიყვარული.
ჩვენ გვესაჭიროება ისეთი ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი, – აღნიშნავს ანთიმოზ ჯუღელი, – სადაც მშვენიერი ხელოვნებით არის დახატული ყმაწვილის და მისი გარეშემო ბუნების ცხოვრება და სიმშვენიერე”.
ანთიმოზ ჯუღელს მასწავლებლობა მიაჩნდა ყველაზე საპატიო, კეთილშობილურ, მაგრამ ამავე დროს რთულსა და ძნელად შესასრულებელ საქმედ. მასწავლებელს, გარდა ღრმა ცოდნა-განათლებისა, მოეთხოვება ბავშვის ყოველმხრივად შესწავლა და მისი ფსიქო-ფიზიკური განვითარების თავისებურებათა გათვალისწინება მუშაობაში. სახალხო განათლების ჩამორჩენის ერთ-ერთ ძირითად მიზეზად ანთიმოზ ჯუღელი სამართლიანად თვლიდა მასწავლებლობის პოლიტიკურ უუფლებობას, მის ნივთიერ სიბეჩავეს.
მასწავლებელს აბუჩად იგდებს სოფლის მამასახლისი, ურიადნიკი და მეფის სხვა დანარჩენი მოხელენი. თავის ისედაც მცირე ხელფასის ნახევარზე მეტს, – წერს ანთიმოზ ჯუღელი, – მასწავლებელი ქრთამად აძლევს მამასახლისს, ხელფასი რომ აუკრიფოს. შიმშილ-სიტიტვლით იტანჯება მასწავლებლის ოჯახიც. ანთიმოზის სამართლიანი აზრით, ძლიერ ჯანთრელი უნდა იყო, ასეთ პირობებში სოფლად მასწავლებლად „სულ დიდი 10-12 წელიწადი რომ გაძლო”. „სოფლის მასწავლებლის აწინდელი მდგომარეობა, – დაასკვნის იგი, – სოფლის მოჯამაგირის მდგომარეობაზე ძისა დგას”. ანთიმოზ ჯუღელი მასწავლებელთა უმწეო მდგომარეობის მარტო აღწერით როდი კმაყოფილდება. იგი აყენებს მთელ რიგ კონკრეტულ მოთხოვნებს მასწავლებელთა მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის და დაბეჯითებით მოითხოვს მათ ცხოვრებაში გატარებას. ეს მოთხოვნებია: საზოგადოებრივ ცხოვრებაში ფართოდ ჩარევის უფლება, ხელის შეწყობა კვალიფიკაციის ამაღლებაში, ნივთიერი უზრუნვლყოფა, პენსიები და სხვა.
ამ მოთხოვნათა განოხრციელება, ცხადია, შეუძლებელი იყო ცარიზმის პირობებში, მაგრამ ამას, როგორც პროტესტს, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მასწავლებლობის შეკავშირებისათვის.
ანთიმოზ ჯუღელი დიდი ყურადღებით ეკიდებოდა ოჯახისა და სკოლის ურთიერთობის საქმეს. ოჯახში აღზრდის წესიერად დაყენებისათვის ანთიმოზ ჯუღელს, პირველ რიგში, აუცილებლად მიაჩნია მშობელსა და შვილს შორის პატივისცემასა და სიყვარულზე დამყარებული ურთიერთობის შექმნა, მშობლის მიერ მოვალეობისა და პასუხისმგებლობის შეგნება, სახელი და საჭირო ავტორიტეტი. მისი აზრით, დაუშვებელია ამ საქმეში ძალადობის გამოყენება და შიშის ჩანერგვა პატარებში. „ყმაწვილს მშობლების სიყვარული და პატივისცემა უნდა ჰქონდეს და არა შიში”, – ამბობდა იგი.
ანთიმოზ ჯუღელი სასტიკი წინააღმდეგი იყო „ყმაწვილთა ფიზიკური დასჯისა” როგორც სკოლაში, ისე ოჯახში. ცემა-ტყეპა „სულმოკლეს ხდის ყმაწვილს”, მშიშარა და გაუბედავია იგი, ხოლო „სიყმაწვილეში შეშინებულ” ახალგაზრდას თავის დღეში ვეღარ გახდი „თამამ და გამბედავ კაცად”. ცემა ამახინჯებს ახალგაზრდის ფიზიკურ და სულიერ ძალებს. „ამიტომ, – ხაზგასმით შენიშნავს ანთიმოზი, – მშობლებსა და მასწავლებლებს უნდა ახსოვდეთ, რომ ცემა-ტყეპით სიცუდის მეტს სიკეთეს ვერ მოუტანენ ყმაწვილებს. ბევრი მასწავლებელი ლანძღვა-გინებით, სიფიცხითა და ცემა-ტყეპით აფუჭებს წარჩინებულ ნიჭიერ ყმაწვილებს”.
ანთიმოზ ჯუღელი ოცნებობდა, რომ „ყმაწვილთა სწავლა-აღზრდა” საყოველთაო საქმედ გამხდარიყო და ამიტომ მან, სახალხო განათლების ამ ღირსეულმა პატრიოტმა, მთელი თავისი სიცოცხლე ამ ოცნების სინადვილედ გადაქცევას მოანდომა.
არასრული სია ანთიმოზ ჯუღელის ნაშრომებისა:
მგზავრის შენიშვნები, „ივერია”, 1886, #165. „უფ. იაკობ გოგებაშვილის უმეცრობის ამაყობა”, ხელმოწერა გადაღმელი, „იმედი”, 1881, #7-8. ბიბლიოგრაფია (რეცენზია იაკობ გოგებაშვილის დედა-ენაზე, მე3 გამოცემა), ხელმოერა გადღმელი, „იმედი”, 1881, #3-4. რეცენზია წიგნზე „გაზაფხული”, „ივერია”, 1881, #138. ლიუტერი როგორც პედაგოგი, „ივერია”, 1884, # 5-6. „ჩვენი სოფლის სკოლები”, „იმედი”, 1881, # 5.
გაზაფხული – ყრმათათვის საკითხავი წიგნი, ანთიმოზ ჯუღელის რედაქციით, 1881, ქართული წიგნის მაღაზიის გამოცემა, გრიგოლ ჩიქოვანის სტამბა.
ყმაწვილის სარკე, ანუ წერა-კითხვის წიგნი. ანთიმოზ ჯუღელისაგან, 1875, თბილისი, კავკასიის ნამესტნიკის უმფ. გამგეობის სტამბა.
სიყვარული. შედგენილი ანთიმოზ ჯუღელისაგან, თბილისი, ექ. ხელაძის სტამბა, 1879.
ა. ჯუღელი, წერის სასწავლო დედანი, თბილისის, ვ. დემუროვისა და დაისის ლითოგრ. 1875. ამბები სოფლის ცხოვრებიდამ, თბილისი, ექ. ხელაძის სტამბა, 1880. აფხაზეთიდან დრანდის ძველი მონასტრის განახლება (გაბრიელ ეფისკოპოზი, გამოსათხოვარი სიტყვის გამო აფხაზეთის საეპარქიოს დაარსების გამო), „მწყემსი”, 1886, #2. კიდევ საეკლესიო სამრევლო სკოლების დროით დაარსების შესახებ, „მწყემსი”, 1884, # 24. თედო (მოთხრობა), „წყარო”, 1881, # 3-4. ჭინჭველები (მოთხრობა), ბუნების მეტყველებიდან, „წყარო”, 1881, # 3-4.