სოლომონ გულისაშვილი (1863-1958)
გამოჩენილი ქართველი პედაგოგი სოლომონ თევდორეს ძე გულისაშვილი დაიბადა 1874 წელს საგარეჯოს რაიონის სოფელ გიორგიწმინდაში. თბილისის მე-2 გიმნაზიის კურსის დამთავრების შემდეგ სოლომონმა სწავლა განაგრძო ოდესის (ნოვოროსიისკის) უნივერსიტეტში ბუნებისმეტყველების ფაკულტეტზე.
სოლომონმა 1901 წელს წარჩინებით დაამთავრა უნივერსიტეტი. ბოტანიკის პროფესორმა კამენსკიმ მისი უნივერსიტეტში დატოვება მოინდომა, მაგრამ უარი მიიღო. სოლომონმა თავისი უარი ავადმყოფობით დაასაბუთა.
ღრმად განსწავლული სოლომონი ისწრაფოდა მშობლიურ საქართველოში მთელი ენერგიით შესდგომოდა ახალთაობის სწავლა-აღზრდის საპატიო საქმეს. მაგრამ მან მაშინვე ვერ განახორციელა თავისი განზრახვა, ვინაიდან მეფის მთავრობა, როგორც ცნობილია, ნებას არ აძლევდა რუსეთის იმპერიაში შემავალი ჩაგრული ერების წრამომადგენლებს – უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდებს ემუშავათ თავიანთ სამშობლოში. სოლომონ გულისაშვილი იძულებული გახდა სამსახური დაეწყო ბაქოს ნავთის სარეწაოებში. მხოლოდ 1907 წელს დაინიშნა მასწავლებლად თბილისის ქართული გიმნაზიაში. ასწავლიდა საბუნებისმეტყველო საგნებსა და გეოგრაფიას. უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა ის მასწავლებელთა და მოსწავლეთა შორის. სოლომონ გულისაშვილი თბილისის ქართულ გიმნაზიაში მასწავლებლად დარჩა 1923 წლამდე. ამ პერიოდში იგი ორჯერ აირჩიეს პედაგოგიური საბჭოს მდივნად, რაც საპატიოდ ითვლებოდა მასწავლებლისათვის.
1923 წლიდან სოლომონ გულისაშვილი ერთხან საგარეჯოში ახალგახსნილ 9-წლიან სკოლას ხელმძღვანელობდა, შემდგომ კი იმავე სკოლაში დარჩა მასწავლებლად.
სოლომონი ყველას აკვირვებდა თავისი მრავალმხრივი ცოდნით. იგი თითქმის ყველა საგანს, რაც საშუალო სკოლაში ისწავლებოდა, საფუძვლიანად ფლობდა.
განსაკუთრებული სიყვარულითა და სიმპათიით სარგებლობდა სოლომონ გულისაშვილი საგარეჯოს მასწავლბლებს შორის. იგი ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობით ემზადებოდა თითოეული გაკვეთილისათვის, ამიტომ მისი გაკვეთილი სანიმუშო იყო და მოსწავლეები მას დიდი ინტერესით უსმენდნენ.
სოლომონ გულისაშვილი უფრო ხშრიად გამოსაშვები კლასების ხელმძღვანელი იყო. იგი, როგორც აღმზრდელი, სამაგალითო იყო როგორც მასწავლებლისათვის, ისე მოსწავლეებისა და მათი მშობლებისათვის; ყველას გულისხმიერად ეკიდებოდა.
დიდი ღვაწლი მიუძღვის სოლომონს მასწავლებელთა დახელოვნების საქმეში. 1918 წლიდან ხელმძღვანელობდა მასწავლებელთა დახელოვნების კურსებს.
სოლომონ გულისაშვილი წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა საგარეჯოს რაიოის განათლების განყოფილების პედაგოგიური კაბინეტის მთელი რიგი სექციების, განსაკუთრებით ქიმია-ბუნებისმეტყველეისა და გეოგრაფიის სექციების მუშაობას.
სოლომონი არ შემოფარგლულა მარტო პედაგოგიურ ასპარეზზე მოღვაწეობით, იგი იმავე დროს აქტიურ მოღვაწეობას იღებდა საზოგადოებრივ საქმიანობაში. აქტიურად იყო ჩაბმული „ქართველთა შორის წერა-კითხვსი გამავრცელებელი საზოგადოების” მუშაობაში. ამ საზოგადოების გამგეობის დავალებით იგი მთელი პასუხისმგებლობით მუშაობდაფ ქარტულ ენაზე ბუნებისმეტყველების ტერმინოლოგიის დასადგენად.
სოლომონ გულისაშვილის რედაქციით გამოვიდა პრიველად ქართულ ენაზე გეოგრაფიული ატლასი და ნახევარსფეროების რუკა.
იგი აქტიურად თანამშრომლობდა საბავშვო ჟურნალ „ნაკადულში”, რომელშიც განაგებდა საბუნებისმეტყველო განყოფილებას.
1939 წლიდან სოლომონ გულისაშვილს სისტემატურად ირჩევდნენ საგარეჯოს რაიონის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს დეპუტატად. იგი ღირსეულად ატარებდა ხალხის მსახურის სახელს. მთელი ენერგიით იღვწოდა თავისი რაიონის მშრომელთა საკეთილდღეოდ.
სოლომონს მეგობრობდნენ პროფესორები გ. გეხტმანი და გ. ჯავახიშვილი. მათ არაერთხელ უთხოვიათ მისთვის ხელი მოეკიდა მეცნიერული მოღვაწეობისათვის, მუშაობა დაეწყო უნივერსიტეტში.
საგარეჯოს რაიონის ხელმძღვანელმა ორგანოებმა და ინტელიგენციამ ღირსეულად დააფასეს სოლომონ გულისაშვილის ღვაწლი და 1939 წელს, მისი პედაგოგიური მოღვაწეობის 33 წლისთავზე, გადაუხადეს იუბილე, რასაც გამოეხმაურნენ განათლების მუშაკები თბილისიდან, რაიონებიდან. მრავალი მათგანი ეწვია საგარეჯოს და პრიადი დასწრებით პატივი სცა იუბილარს.
საგარეჯოს რაიონულმა გაზეთმა ერთი გვერდი დაუთმო იუბილეს მასალებს, რომლებშიც გაშუქებული იყო სოლომონ გულისაშვილის პედაგოგიურ ასპარეზზე მოღვაწეობა.
ამით აღფრთოვანებულმა სოლომონმა ჩვეული ენერგიითა და მეტი პასუხისმგებლობთ განაგრძო მოსწავლეთა სწავლებისა და აღზრდის საპატიო საქმე.
1939 წელს სოლომონ გულისაშვილს მიანიჭეს საქართველოს სსრ სკოლის დამსახურებული მასწავლებლის საპატიო წოდება, დააჯილდოეს მთავრობის უმაღლესი ჯილდოთი – ლენინის ორდენით, მედლით „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისათვის” და განათლების სამინისტროს სამკერდი ნიშნით „სახალხო განათლების წარჩინებული”.
სოლომონ გულისაშვილი გარდაიცვალა 1952 წლის 20 მარტს. იგი დაკრძალულია სოფელ გიორგიწმინდაში.