პართენ გოთუა (1873-1936)
პართენ გოთუა მრავალმხრივი მოღვაწე იყო – პედაგოგი, მწერალი, პუბლიცისტი, ჟურანლისტი, დრამატურგი და სხვ.
პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა დაიბადა 1873 წელს სოფელ ძიმითში (ოზურგეთის მაზრა), პირველდაწყებითი განათლება მიიღო ამავე სოფელში. შემდეგ იგი შევიდა ოზურგეთის საქალაქო სასწავლებელში, მისი დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ქუთაისის ქართულ სკოლაში. პართენ გოთუა უმაღლესი განათლების მისაღებად შევიდა ოდესის უნივერსიტეტში ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, რომლის კურსი დაამთავრა 1897 წელს პირველი ხარისხის დიპლომით; მას სთავაზობდნენ უნივერსიტეტში დარჩენას საპროფესოროდ მოსამზადებლად, მაგრამ როგორც კავკასიის ოლქის სტიპენდიანტი, იგი გამოიწვია ოლქის მზრუნველმა და 1897 წელს დანიშნა მასწავლებლად კავკავში.
პართენ გოთუა ასწავლიდა კავკავის საშუალო სასწავლებელში, კადეტთა კორპუსში ისტორიას და გეოგრაფიას, ხოლო ქალთა გიმნაზიაში – პედაგოგიკისა და მეთოდიკას.
პართენ გოთუა აირჩიეს აგრეთვე კავკავის ქართული სკოლის კომიტეტის მდივნად, შემდეგ ამავე კომიტეტის თავმჯდომარედ და, ბოლოს, სკოლის მზრუნველად და ფაქტიურ ხელმძღვანელად.
პართენ გოთუას მოღვაწეობა სახალხო განათლების დარგში არ შემოიფარგლება მარტო პედაგოგიური მუშაობით, იგი თავგამოდებით იბრძოდა სკოლსი მატერიალური ბაზის შექმნის, სკოლების ქსელის გაფართოებისა და განმტკიცებისათვის.
იგი დიდი ავტორიტეტით სარეგბლობდა კავკავის საზოგადოებაში, განსაკუთრებით ქართველ ინტელიგენტთა შორის.
1903 წლიდან, კავკავიდან გადმოსვლის შემდეგ, პართენ გოთუა მუშაობდა ბეჭდვითი კომიტეტის წევრად – ცეზორად, მაგრამ იგი მალე დაითხოვეს ამ თანამდებობიდან, როგორც არასაიმედო პირი.
მიუხედავად იმისა, რომ პართენ გოთუას აუკრძალეს მასწავლებლობა, როგორც არასაიმედო პირს, ის კავკავიდან გადმოსვლის შემდეგაც არ სწყვეტდა კავშირს ამ პროფესიასთან, მონაწილეობდა აჭარაში ქართული სკოლების ქსელის გაფართოებასა და განმტკიცებაში.
პართენ გოთუა მრავალი კომისიის წევრი იყო, მათ შორის ქალაქის სათათბიროს სასკოლო კომისიისა. მას დიდი ბრძოლა მოუხდა თბილისში უმაღლესი პოლიტექნიკური სასწავლებლის ასაშენებელი ადგილის შერჩევისათვის. დავა ამ საკითხზე 2 წელს გაგრძელდა.
ამ საკითხს მიუძღვნა პართენ გოთუამ ცალკე წიგნი «Правда», «К вопросу о выборе в Тбилиси места под техникум», 1913.
აღსანიშნავია პართე გოთუას თავდადებული მუშაობა „ქართველთა შორის წერა-კითხვისგამავრცელებელ საზოგადოებაში”. იგი არჩეულ იქნა საზოგადოების გამგეობის წევრად, შემდეთავმჯდომარედაც.
1914-1915 წლებში პართენ გოთუა იყო თბილისის ქართული დრამატული საზოგადოების წევრი.მან აქტიური მონაწილეობა მიიღო სრულიად საქართველოს თეატრალური ყრილობის მოწყობაში.
ლიტერატურული მოღვაწეობა პართენ გოთუამ ჯერ კიდევ სიჭაბუკის პერიოდში დაიწყო. მანგამოაქვეყნა მთელი რიგი წერილები სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხზე. მისი წერილებისისტემატურად იბეჭდებოდა „ცნობის ფურცელში”, „მოამბეში”, „ნოვოე ობოზრენიეში”, „ივერიასა” და”მწყემსში”.
პართენ გოთუა ბეჭდავდა აგრეთვე მოთხრობებს „კვალში” და საბავშვო ჟურნალ „ჯეჯილში”. მისკალამს ეკუთვნის”კარცერი და ტიკჭორა”, „ბზიკი”, „კინია”, „უცნაური მონადირე”, “ციცუნია” და თარგმანი ამერიკელი მწერლის რობერტ ჯონსბერდეტის მოთხრობისა „მუსაიფი”.
პართენ გოთუა ავტორია რიგი წიგნებისა, რომელთა შორის უნდა აღინიშნოს სადიპლომო შრომა ”საუნივერსიტეტო თხზულება საფრანგეთის დიდი რევოლუციის ისტორიიდან”, რისთვისაც დაჯილდოებულ იქნა ოქროს მედლით, „კენჭის ყრა”, „სიკვდილი” (1907), რომანი „სამზადისი”, „აბანოშიბეჭედი” – დრამა ოთხ მოქმედებად და სხვა.
1905 წლიდან პართენ გოთუა გაზეთ „ვოზროჟდენიეს” რედაქტორია. ამ გაზეთში ართე გოთუადიდ ადგილს უთმობდა ჩვენში სწავლა-აღზრდის საქმეს. მეტად მნიშვნელოვანია წერილი «Государство и школа», რომელიც 1906 წელს გაზეთის მე-10 ნომერშია მოთავსებული «Юниус»-ის ფსევდონომით. ესწერილი საკმაო სიზუსტით გადმოგვცემს ავტორის მოსაზრებებს სახალხო განნათლების საკითხებზეაგრეთვე გაზეთში გაშუქებულია სოფლის მასწავლებლის მდგომარეობა, თუ როგორ ეექევა მას ყველა ”ჩინოსანი” და რიგითიი მოხელლე როგორაა დამციირებული და ა.შ. გაზეთი მეტად გაბედულადიხილავდა ეროვნული დამოუკიდებლობისა და ერთა თვითგამორკვევის საკითხებს 1905-1906 წლებში, რისსთვისაც ის განიცდიდა სასტიკ დევნას. 19906 წელს გაზეთიც და სტამბაც დაიხურა და შრიფტებს კონფისკაცია გაუკეთდა, პასუხისმგებელი რედაქტორეები დააპატიმრეს. პართენ გოთუას ბინა ბაჩხრიკესდა ისიც&ნბსპ; დააპატიმრეეს.
მიუხედავად იმისა, რომ გაზეთის გამოცემიის განახლება მთელ&ნბსპ; რიგ სიძნელეებთან იყოდაკავშირებული, პართენ გოთუა ციხიდან გამოსვლის შემდეგ თავისი ხარჯით განაგრძობს გაზეთისგამოცემას სხვადასხვა სახელწოდებით: Воля», «Кавказское утро», «Современник», «Закавказье», «Закавказская речь», «Весений поток», «Девятый вал», «Народ», «Рассвет» და სხვა. მანვე გამოსცა ქართულიგაზეთები „სავაჭრო გზა” და „ახალი დროება”.
პართენ გოთუა როგორც რუსულ, ისე ქართულ ჟურნაალ-გაზეთებშიაც ბეჭდავდაკორესპონდენციებს ხელმოუწერლად და სხვადასხვა ფსევდონიმით: „გურული”, «Гуриец», «Акорд», «А», «Феликкс», „ამირანი”, „ტონი” და სხვ.
პართენ გოთუა გაბედულად იბრძოდა მეფის მთავრობის წინაააღმდეგ, რაც აშკარად ჩანს მისიწერილებიდან. გაზეთ „ცნობის ფურცელში” მოთავსებულ წერილში „დაურღვეველი საბუთები”მკაფიოდ ასახავს მეფისდროინდელ სოფელს, გლეხების ჭირ-ვარამს, უსამართლობას, ტანჯვა-წამებას,ოჯახების აწიოკებასა და ა. შ.
საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ პართენ გოთუა მიიწვიესგანათლების სახალხო კომისარიატში სამუშაოდ. იგი თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებში”საქართველოს ეკონომისტი”, „საქართველოს სოციალისტური მეურნეობა”, „ამიერკავკასიისსოციალისტური მეურნეობა” და სხვ., სადაც მისი ხელმოწერით დაბეჭდილია წერილები შაქრის, ხილ-კონსერვების, მარმარილოს, ფიქალის, ბაზალტის, ქაღალდის, თამბაქოს, ხე-ტყისა და სხვათა წარმოებისშესახებ საქართველოში და სხვ.
პართენ გოთუა ორმოც წელზე მეტხანს მოღვაწეობდა პედაგოგიურ-საზოგადოებრივ და ლიტერატურულ ასპარეზზე.
პართენ გოთუა 1936 წელს ტრაგიკულად დაიღუპა ტრამვაის კატასტროფის დროს, დაკარძალულია მწერალთა ვაკის პანთეონში.