სერგი გორგაძე (1876-1926)
ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწე სერგი რომანოზის ძე გორგაძე ქართული კულტურის დაუღალავი მუშაკი იყო. მის კალამს ეკუთვნის წერილები და გამოკვლევები საქართველოს ისტორიასა და მწერლობაზე, საენათმეცნიერო საკითხებსა და ცალკეულ მწერლებზე. იგი ავტორია აგრეთვე რამდენიმე სახელმძღვანელოსი, რომლებიც წლების მანძილზე ქართულ სკოლებში იხმარებოდა და ჩვენი მოზარდი თაობის გათვითცნობიერებას ხელს უწყობდა. სერგი გორგაძის სახით ჩვენ გვყავდა ნიჭიერი მკვლევარი, რომელიც ხასიათდებოდა ფაქტებსი8ა და ისტორიული წყაროებისადმი უაღერად კეთილსინდისიერი დამოკიდებულებით. აღსანიშნავია აგრეთვე მის მიერ გამოცემული ბესარიონ გაბაშვილსი თხზულებათა სრული კრებული (1912), რომელსაც დართული აქვს გამომცემლის მიერ დაწერილი ვრცელი ბიოგრაფია ბესიკისა, ნემესიოს ემესელის „ბუნებისათვის კაცისა” (1914) გამოკვლევითა და ლექსიკონით და სხვ.
სერგი გოგაძე დაიბადა 1876 წელს სოფელ ილემში, ზემო იმერეთში. ქართული წერა-კითხვა მან ოჯახში შეისწავლა, 1886 წელს მიაბარეს ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, რომელიც დაამთავრა 1890 წელს. 1897 წელს დაასრულა თბილისის სასულიერო სემინარია. სწავლა განაგრძო ყაზანის სასულიერო აკადემიის ისტორიის ფაკულტეტზე. 1901 წელს მას მიანიჭეს კანდიდატის ხარისხი შრომისათვის: „ეკლესია და სახელმწიფო ძველ საქართველოში”. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ სერგი გორგაძე შეუდგა მასწავლებლობას. 1901 წლიდან 1903 წლამდე მუშაობდა ქ. ახალსენაკში ქართული ენის მასწავლებლად. ხოლო 1903 წლიდან იგი თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად და ქართულ გიმნაზიაში ასწავლიდა ქართულ ენას, ლიტერატურასა და ისტორიას. პედაგოგიური მუშაობისათვის სერგი გორგაძეს თავი არ დაუნებებია სიცოცხლის უკანასკნელ წლამდე. ბოლო დროს იგი უმაღლეს სასწავლებელში კითხულობდა ლექციებს ქართული ლიტერატურის ისტორიაში.
ამავე დროს ის მხურვალე მონაწლეობას იღებდა სამეცნიერო-პრაქტიკულ მუშაობაშიც. სერგი გორგაძემ დიდი ღვაწლი დასდო 1907 წელს დაარსებულ საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას, რომლის უცვლელი მდივანიც იყო ის თვრამეტი წლის განმავლობაში. იგი არის აგრეთვე ერთ-ერთი დამფუძნებელი „ქართული საენათმეცნიერო საზოგადოებისა”.
სერგი გორგაძე ძლიერ დაინტერესებული იყო ქართულ გრამატიკის საკითხით. ამ საკითხს უძღვნა მან თავისი გამოკვლევები „ქართული მართლწერა” (1916), „ახალი სალიტერატურო ქართულის ისტორიიდან” (ჟურნალი „მნათობი”, 1925, №№1, 3), „ახალი სალიტერატურო ქართული” (ჟურნალი „ქართული მწერლობა”, 1926, №№3, 4) და სხვა.
აღსანიშნავია აგრEეთვე მისი საფუძვლიანი გამოკვლევა ქართული ლექსის ვერსიფიკაციის საკითხებზე, რომელიც ცალკე წიგნად გამოვიდა ავტორის გარდაცვალების შემდეგ, 1930 წელს აკადემიკოს კორნელი კეკელიძის რედაქტორობითა და წინასიტყვაობით.
სერგი რომანოზის ძე გორგაძე გარდაიცვალა 1929 წელს, 13 ივნისს და დაასაფლავეს თბილისში, დიდუბის ქართველ მოღვაწეთა პანთეონში. მისი გარდაცვალების გამო ჟურნალი „ქართული მწერლობა” სამართლიანად წერდა: