ივანე გომელაური (1867-1951)
ივანე მიხეილის ძე გომელაური ძველი თაობის ქართველი სახალხო მასწავლებლების ვალმოხდილი წარმომადგენელია. იგი მთელი თავისი ხანგრძლივი სიცოცხლის მანძილზე დაუშრეტელი ენერგიითა და საქმისადმი უანგარო სიყვარულით ემსახურებოდა მოზარდი თაობის სწავლა-განათლებასა და აღზრდას.
ივანე გომელაური ქართული სკოლისა და ნაციონალური კულტურისათვის დაუღალავი მებრძოლი სახალხო მასწავლებელი იყო. თავისი ნაყოფიერი საზოგადოებრივ-პედაგოგიური შრომით ივანე გომელაურმა სამუდამოდ დაიმკვიდრა სახელი XIX საუკუნის დასასრულისა და XX საუკუნის დასაწყისის სახალხო განათლების მუშაკთა მოწინავე რიგებში.
ივანე მიხეილის ძე გომელაური დაიბადა 1867 წლის 10 (22) სექტემბერს სოფელ მირზაანში (სიღნაღის მაზრა). დაწყებითი განათლების მისაღებად მშობლებმა იგი სოფელ ზემო მაჩხაანში გაგზავნეს. მალე ახალგაზრდა ყმაწვილი სოფელ მირზაანის ახალგახსნილ პირველდაწყებით სასწავლებელში გადმოიყვანეს. 1879 წლის შემოდგომაზე ივანე გომელაური სიღნაღის საქალაქო სასწავლებელში შევიდა, ხოლო 1886 წელს – თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში, რომლის კურსი წარმატებით დაამთავრა 1890 წელს.
1890 წლის სექტემბრის დასაწყისს ივანე გომელაური ოზურგეთის საქალაქო სკოლსი მასწავლებლის თანაშემწედ დაინიშნა და ახალგაზრდული ენერგიით შეუდგა პედაგოგიურ მოღვაწეობას. პრაქტიკულ-პედაგოგიური მოღვაწეობის სარბიელზე პრიველი გამოსვლიდანვე იგრძნობოდა, რომ ივანე გომელაური ნიჭიერი, უნარიანი და მუყაითი პედაგოგი იყო. მთელ თავის ენერგიას იგი იქით მიმართავდა, რომ მის მოსწავლეებს, რაც შეიძლება მეტი ცოდნა-ჩვევა და გამოცდილება მიეღოთ. მან შეაყვარა ახალგაზრდებს დედაენა და სამშობლო მხარე. ივანე გომელაური დიდ ყურადღებას აქცევდა მოსწავლეთა სკოლის გარეშე სწავლა-განათლების საქმეს. აწყობდა საზოგადოებისათვის საჯარო კითხვებს, მართავდა ქართულ წარმოდგენებს და სხვა.
1896 წელს ივანე გომელაური ზუგდიდის საქალაქო სკოლის შტატის მასწავლებლად დაინიშნა. იგი შეუდგა ამ სასწავლებელში ქართული ენის დაუფლებისათვის ენერგიულ მუშაობას. ეს არაფრად ეჭაშნიკა გაიძვერა თ. აშორტიას, რომელიც მაშინ ზუგდიდის ამ სასწავლებელში ეწეოდა „პედაგოგიურ მოღვაწეობას”, და თავის „თანამოაზრეთა” ერთი ჯგუფი აამხედრა ივანე გომელაურის წინააღმდეგ. ახალგაზრდა მასწავლებელმა ვერ მოითმინა პირწავარდნილი შავრაზმელსი ასეთი მოქმედება, დემონსტრაციულად დატოვა სასწავლებელი და სოფელ ტირძნისის (გორის მაზრა) მეორე კლასიან სამრევლო სკოლაში გადავიდა მასწავლებლად.
1898 წლის დასაწყისიდან ივანე გომელაური თბილისის ქართულ გიმნაზიაში მიიწვიეს აღმზრდელ-მასწავლებლად. იგი ჩვეული ენერგიულობით შეუდგა თავის საყვარელ საქმეს. ივანე გომელაური გიმნაზიის მოსწავლეთა უახლოესი მეგობარი შეიქმნა. ამ პერიოდში იგი ფართო საზოგადოებრივ-კულტურულ მუშაობას ეწეოდა: უსასყიდლოდ ასწავლიდა მუშათა საკვირაო სკოლაში, მართავდა საჯარო კითხვებს, ღებულობდა მონაწილეობას წარმოდგენებში ე. წ. ავჭლსი აუდიტორიაში, ასწავლიდა სასკოლო საგნებს რკინიგზის მუშათა ერთ ჯგუფს, რომელშიც შედიოდნენ ვანო სტურუა, მიხა ბოჭორიძე და სხვ.
1898-1899 წლებში ივანე გომელაური ძველი სენაკის ქართულ სკოლაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1899 წლის სექტემბრიდან იგი თბილისში გადმოვიდა და ქარტველ კათოლიკეთა ორკლასიან სკოლაში დაიწყო მუშაობა 1900 წელს ივანე გომელაურმა და მისმა მეგობარმა არსენ მამულაიშვილმა (ბელეტრისტი ლალიონი) დააარსეს კერძო სასწავლებელი, სადაც ორივენი ეწეოდნენ პედაგოგიურ მუშაობას. 1902-1904 წლებში ივანე გომელაური სოფელ წინამძღვარიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სკოლაში იყო მასწავლებლად, ხოლო 1904-1905 წლებში ბაქოს საზღვაო სკოლაში.
1905 წლის შემოდგომიდან ივანე გომელაური დაინიშნა ქართული ენის მასწავლებლად ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა ექვსკლასინ საქალაქო სასწავლებელში, სადაც მას გამოცდილ მასწავლებელთა კოლექტივი დახვდა. ივანე გომელაური ამ პედაგოგიური კოლექტივის ღირსეული წევრი იყო. იგი აშკარა თანაგრძნობით ეგებებოდა ადგილობრივი მშრომელებისა და მოსწავლეთა რევოლუციურ მოძრაობასა და მის აღმავლობას და ამიტომაც განსაკუთრებული დაფასებითა და პატივისცემით სარგებლობდა მშრომელებსა და მოსწავლეებში. ამან გამოიწვია ივანე გომელაურის დევნა-შევიწროება მეფის მთავრობის ადიგლობრივი ოგანოებისაგან. 1906 წლსი გაზაფხულზე გაჩხრიკეს მისი ბინა და სამსახურიდანაც მოხსნეს; მხოლოდ წლის დასასრულს აღადგინეს თავის უფლებებში. გამოცდილი მასწავლებელი და მოღვაწე-პედაგოგი ივანე გომელაური ისევე აღტაცებით შეუდგა თავისი კეთილშობილური მოვალეობის შესრულებას.
ივანე გომელაური ჭიათურაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” ფილიალში, დრამატიულ საზოგადოებასა და სახალხო უნივერსიტეტის მუშაობაში. ჭიათურის საქალაქო სკოლაში სრულყოფილად იგრძნო ივანე გომელაურმა უანგარო პედაგოგირუი შრომის სიტკბოება და საზოგადოების დამსახურებული პატივისცემა.
1917 წელს მასწავლებელთა ყრილობამ ივანე გომელაური თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლების ინსპექტორად აირჩია. მან დაწვრილებით შეისწავლა სკოლების უნუგეშო მდგომარეობა მენშევიკების დიქტატურის პერიოდში და თავის წერილში „ჩვენი სახალხო სკოლა” (ჟურნალი „განათლება”, 1919, №1) გამოააშკარავა სახალხო განათლების დაცემის ნათელი სურათი. ამის შედეგად 1919 წლის გაზაფხულზე მოახდინეს რაღაც „რეორგანიზაცია” და დამსახურებული პედაგოგი სრულიად უადგილოდ დატოვეს. ივანე გომელაური ძლივს მოეწყო თბილისის მაზრის ერობის სკოლათა ინსპექტორად, საიდანც მალე გაათავისუფლეს.
1920 წელს ივანე გომელაურმა დაიწყო მუშაობა ქართული ენის მასწავლებლად თბილისის VII ქალთა გიმნაზიაში (შემდეგში V ტექნიკუმი), სადაც ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას 1926 წლამდე. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებას იგი ამ სკოლაში შეეგება. დადგა ივანე გომელაურის დიიდ ხნით ნანატრი დორ. განთავისუფლდა ქართველი ხალხი. თავისუფლად ამოისუნთქა მასწვლებლობამაც. მასობრივად გაიხსნა ახალი საბჭოთა სკოლები. სწავლება ყველა ტიპისა და საფეხურის სკოლებში განხორციელდა მშობლიურ – ქართულ ენაზე. დაიწყო ქართული საბჭოთა კულტურისა და ნამდვილი სახალხო განათლების არნახული აღმავლობის დიადი პერიოდი.
ივანე გომელაური ახალგაზრდული ენერგიითა და გატაცებით შეუდგა საბჭოთა სკოლაში ახალგაზრდობის კომუნისტური სწავლა-აღზრდის დიადი ამოცანების განხორციელებას.
ეს უკანასკნელი წლები იყო ყველაზე ნაყოფიერი პერიოდი ივანე გომელაურის პედაგოგიურ მოღვაწეობაში. ყველა ტიპის საბჭოთა სკოლის მუშაობაში შეიტანა მან თავისი წვლილი. ასობით და ათასობით მცოდნე, გამოცდილი და უნარიანი ახალგაზრდა აღუზარდა ივანე გომელაურმა საყვარელ სამშობლოს.
ივანე გომელაური მარტო პრაქტიკული მოღვაწე პედაგოგი როდი იყო. იგი ეწეოდა ნაყოფიერ ლიტერატურულ-პედაგოგიურ მუშაობას ქართულ პრესაში. მისი სტატია-ნარკვევების უმრავლესობა ახალგაზრდობის სწვალა-აღზრდის ისეთ მეტად საჭირბოროტო და აქტუალურ საკითხებს ეხებოდა, როგორიცაა დედაენის როლი სწავლაში, ბრძოლა ქართული სკოლისა და ისი სახელმძღვანელოებისათვის, სახალხო მასწავლებელთა უფლების დაცვა, სკოლის გარეშე განათლების გავრცელება საზოგადოებაში და სხვა.
განსაკუთრებით დიდი ღვაწლი მიუძღვის ივანე გომელაურს იაკობ გოგებაშვილსი სწორუპოვარი სახელმძღვანელოების ღირსების დაცვის საქმეში. 1897 წელს ალ. ნათაძემ გამოსცა საქართველოს სკოლებისათვის შედგენილი ანბანი და ანბანის შემდეგ საკითხავი წიგნი – „ბავშვის მოკეთის” სახელწოდებით. ივანე გომელაურმა ამ სახელმძღვანელოს გამოსვლისთანავე უძღვნა საფუძვლიანი რეცენზია (გაზეთი „ივერია”, 1897, №188), რომელშიაც ააშკარავებდა მის უვარგისობას. „ბავშვის მოკეთე”, რასაკვირველია, ვერ შეედრებოდა იაკობ გოგებაშვილის „დედაენას”.
იმავე 1897 წელს არ. ქუთათელაძემ ხელმეორედ გამოსცა სკოლებისათვის შედგენილი სახელმძღვანელო „წყარო”. ივანე გომელაურმა ყოველმხრივ გაარჩია ეს სახელმძღვანელო და ბევრი სამართლიანი პედაგოგიკურ-მეთოდიკური და ფაქტიური შენიშვნა მისცა, რომელთა გამოსწორება საგრძნობლად გააუმჯობესებდა ამ სახელმძღვანელოს (ჟურნ. „კვალი”, 1900, №51).
ივანე გომელაური ყველა მომენტსა და შემთხვევას ეძებდა იმისათვის, რომ მტკიცედ დაეცვა ქართველი ბავშვებისა და ქართული ენის ინტერსები. ამ მიზნით მან მოხდენილად გამოიყენა დიდი რუსი პედაგოგის კ. დ. უშინსკის გარდაცვალების 30 წლისთავი და პირველად ქართულ პრესაში მეტად საინტერესო სტატია მოათავსა მის შესახე რომელშიც იგი მიუთითებდა, რომ კ. დ. უშინსკის „დიდი ღვაწლი მიუძღვის რუსულ პედაგოგიკაში, სხვათა შორის იმით, რომ მან პირველმა მიაქცია ყურადღება დედაენას, მეცნიერულად დაასაბუთა მისი დიდი მნიშვნელობა მოზარდი თაობისათვის და მთელი ერისათვის საზოგადოდ”.
ყველაზე მეტი სამსახური ჩვენს სკოლებს ივანე გომელაურმა გაუწია იმით, რომ 1906 წელს შეადგინა და გამოსცა ცნობილი სახელმძღვანელო „სკოლებში შესასწავლი ქართველი მწერლები”, რომელსაც იმთავითვე მაღალი შეფასება მისცეს ნიკო ლომოურმა და ლუარსაბ ბოცვაძემ (გაზ. „მეგობარი”, 1906, №4).
ივანე გომელაურის „ქართველი მწერლები” სისტემატურად იბეჭდებოდა 1919 წლამდე ორ წიგნად, 1919 წელს გამოიცა სამ წიგნად, ხოლო 1920 წლიდან 1926 წლამდე – ოთხ წიგნად. მისი ტირაჟი სულ 200 ათას ცალამდე აღწევდა. ამ სახელმძღვანელოზე აღიზარდა მრავალი თაობა ქართველი ახალგაზრდებისა. მან დიდი როლი შეასრულა ჩვენს ახალგაზრდობაში ქარტული ენისა და ლიტერატურისადმი მშობლიური სიყვარულია და პატივისცემის გრძნობის აღზრდაში. გარდა ამ სახელმძღვანელო წიგნისა, ივანე გომელაურის თანაავტორობით შედგეილ და გამოცემულ იქნა აგრეთვე „სამოუჩიტელ გრუზინსკოგო იაზიკა” (1925), „ქრესტომათია არაქართველთათვის”, „ტალღები” (1927) და სხვა.
ივანე გომელაური ამავე დროს ეწეოდა პედაგოგიურ-ლიტერატურლ თხზულებათა თარგმნას ქართულ ენაზე და წერდა საბავშვო მოთხრობებსაც.
ივანე გომელაურის შემოქმედებით პედაგოგიურ მუშაობას მხოლოდ ჩვენს ეპოქაში მიეცა ყოველმხრივად გაშლა-გაფართოებისა და გაფურჩქვის სრული შესაძლებლობა. თავისი ნაყოფეირი სიცოცხლის უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში მიაღწია მხცოვანმა პედაგოგმა მაქსიმალურ შედგებს პედაგოგიურ მუშაობაში. მხოლოდ საბჭოთა პერიოდში შეძლო დაუღალავმა პედაგოგმა სრულყოფილად და გულმხრუვალედ განეხორციელებიან მისი დიდი ხნის იდეალები და სანუკვარი სურვილები ფიზიკურად ჯანსაღი, გონებრივად განვითარებულ-განათლებული და ზნეობრივად სპეტაკი ქართველი ახალგაზრდა პატრიოტების მრავალი თაობის აღზრდისა.
ივანე გომელაურის მრავალმხრივი და ესოდენ ნაყოფიერი პედაგოგიური და საზოგადოებრივი მუშაობა ღირსეულად იქნა დაფასებული კომუნისტური პარტიისა და საბჭოთა მთავრობის მიერ. სრულიად საქართველოს საბჭოთა სოციალიტური რესპუბლიკის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის 1935 წლის 26 ნოემბრის დადგეილებით, სახალხო განათლების დარგში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის, ივანე მიხეილის ძე გომელაურს მიენიჭა საქართველოს სს რესპუბლიკის შრომის გმირის წოდება.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1944 წლის 1 დეკემბრის დადგეილებით სახალხო განათლების დარგში თვალსაჩინო დამსახურებისათვის ივანე მიხეილის ძე გომელაურს მიენიჭა საქართველოს სსრ სკოლის დამსახურებული მასწავლებლის წოდება.
ივანე გომელაური გარდაიცვალა 1951 წლის 8 ნოემბერს.