მაქსიმე ბერძნიშვილი (1889-1967)
ქართველი ისტორიკოსისა და საზოგადო მოღვაწის მაქსიმე ბერძნიშვილის მთავარ ნაშრომს ,,მასალები მე-19 საუკუნის 1 ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის“ ამ პერიოდის (და არა მარტო ამ პერიოდის) მეცნიერები დიდი ნდობით ეკიდებიან. ეს კი მეტყველებს თავის დროზე ამ თავდადებული ადამიანის მიერ გაწეული სამუშაოს მნიშვნელობაზე, რომელიც, სხვათა შორის, დღითიდღე უფრო იზრდება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მეცნიერული მუშაობისთვის ჩვენთან არასოდეს არ არსებობდა იდეალური პირობები, ძნელი წარმოსადგენი არ არის, როგორი ძალისხმევა დასჭირდებოდა ავტორს ამდენი უნიკალური მასალის შესაგროვებლად.
მაქსიმე ბერძნიშვილი მე-19 საუკუნის დასასრულსაა დაბადებული, კერძოდ კი 1889 წელს. მან საკმაო ხანს (1967 წლამდე) იცხოვრა და იმოღვაწევა საბჭოთა საქართველოში, თუმცა სწორედ წინა საუკუნისგან გამოყოლილი ჰუმანისტური იდეალების ერთგულება და არა მოჩვენებითი, არამედ რეალური საქმით, ქვეყნის სამსახურისკენ სწრაფვა ამჟაღვნებს მასში ნამდვილ მკვლევარსა და
თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ 1912-16 წლებში მაქსიმე ბერძნიშვილი არაერთი ქართველი ახალგაზრდის მსგავსად ევროპის, კერძოდ კი ვარშავის, უნივერსიტეტში სწავლობს ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. სამშობლოში დაბუნების შემდეგ იგი ხდება ,,ყველაზე ქართული“ ორგანიზაციის, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, გამგეობის წევრი.
საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების პირველივე წელს იწყებს პედაგოგიურ მოღაწეობას.
1921-25 წლებში მუშაობს სახკომში და განსახკომში, თბილისი აღმასკომის სახალხო განათლების განყოფილებაში.
დიდი შრომა გასწია საადმინისტრაციო-საკანცელარიო ტერმინოლოგიის სესაქმნელად. 1925-32 წლებში საქართველოს წიგნის პალატის გამგეა, მოგვიანებით კი გამგის მოადგილე. (ვინ დაინიშნა გამგედ?) მისი ხელმძღვანელობით დაარსდა წიგნის პალატის ორგანოები: ,,ბიბლიოგრაფიის მოამბე“, ,,წიგნის მატიანე“, ,,გფაზეთის მატიანე“.
1932 წელს მუშაობდა ენციკლოპედიის რედაქციაში სიტყვანის განყოფილების გამგედ. 1937 წელს მონაწილეობდა რუსულ-ქართული ლექსიკონის შედგენაში.
1934-54 წლებში კითხულობდა ლექციებს ძველი აღმოსავლეთისა და საბერძნეთ-რომის ისტორიაში თვილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოხუმის, გორისა და ცხინვალის პედაგოგიურ ინსტიტუტესში.
1945 წლიდან მუშაობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და არქეოლოგია-ეთნოგრაფიის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ თანამჩრომლად მისი გამოკვლევა ,,ქალაქ ფაზისის ისტორიისათვის“ (დაიწერა 1941, გამოქვეყნდა 1969) პირველი მონოგრაფიაა ანტიკური ხანის საქართველოს ქალაქების შესახებ.