მირზა შაფი ვაზეჰი (1792-96 – 1852), ფრიდრიხ ბოდენშტედტი (1819-1892)
ავტორი: ლევან ბრეგაძე, “მშვენებით სავსე გახლავთ თბილისი, მირზა შაფი (თარგმანი აკ. გელოვანისა) “მთვარიანი, სურნელოვანი ღამე იდგა – ერთი ფ. ბოდენშტედტი (თარგმანი აკ. გელოვანისა) მირზა შაფი ვაზეჰი ფრიდრიხ ბოდენშტედტი მირზა შაფი, ანუ ფსევდონიმით ვაზეჰი, აზერბაიჯანელი პოეტი, განჯაში დაიბადა და თბილისში გარდაიცვალა. 1840 წლიდან მოღვაწეობდა იგი საქართველოს დედაქალაქში – სამაზრო სასწავლებელში ასწავლიდა აზერბაიჯანულ და სპარსულ ენებს. აქვე დააარსა 1844 წელს ლიტერატურულ-ფილოსოფიური წრე. “ვაზეჰის (მირზა შაფის. – ლ. ბ.) შემოქმედება შეიცავს ფილოსოფიურ ლირიკას, სატირული ჟანრის ნაწარმოებებს, სატრფიალო ლექსებს... იბრძვის დესპოტიზმის, რელიგიური ფანატიზმის წინააღმდეგ, პიროვნების თავისუფლებისათვის; ამხელს ფეოდალური საზოგადოების მანკიერებას, დასცინის ტირანებს” (გ. შაყულაშვილი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია). მირზა შაფის მთელ მსოფლიოში გაუთქვა სახელი გერმანელმა პოეტმა ფრიდრიხ ბოდენშტედტმა, რომელმაც 1844-45 წლებში თბილისში ყოფნისას გაიცნო განჯელი ბრძენი, და არა მარტო გაიცნო, დაემოწაფა კიდეც: მირზა შაფი მას აზრბაიჯანულ, სპარსულ, ქართულ და სომხურ ენებში ამეცადინებდა. მანამდე გერმანელმა მწერალმა სამ წელიწადს იმსახურა მოსკოვში, თავად გოლიცინის ოჯახში, გუვერნიორად. ამ ხნის განმავლობაში საფუძვლიანად შეისწავლა რუსული და სხვა სლავური ენები და გერმანული ლიტერატურა რუსი პოეტების (პუშკინის, ლერმონტოვის, კოლცოვის...) ნაწარმოებთა თარგმანებით გაამდიდრა. ფრიდრიხ ბოდენშტედტი წიგნში “ათას ერთი დღე აღმოსავლეთში” (ბერლინი, 1850) წერს: “თუ ჩემი პატივცემული მასწავლებელი [მირზა შაფი] მოისურვებდა დასავლეთში მრავალი მეგობრის შეძენას, [...] მზადა ვარ მსოფლიოს წარვუდგინო მთელი თავისი სიდიადით, და განჯელ ბრძენს ერთი განსაკუთრებული წიგნი ვუძღვნა. საამისო მასალას მომცემდა მისი ჯერაც უთარგმნელი ლექსების კრებული, მისი “სიბრძნის გასაღები” (ასე უწოდა მირზა შაფიმ თავისი ლექსების ხელნაწერ კრებულს, რომელიც ფრიდრიხ ბოდენშტედტს აჩუქა. – ლ. ბ.), მისი ხანგრძლივი მიმოწერა ჩემთან და მისი უკანასკნელი სიყვარული, ასე ვრცლად რომ მომითხრო” (აკაკი გელოვანის თარგმანი). მართლაც, 1851 წელს, ფ. ბოდენშტედტმა ცალკე წიგნად გამოსცა მირზა შაფის ლექსები, რითაც საქვეყნოდ გაუთქვა სახელი თავის მასწავლებელს. კრებულს არნახული წარმატება ხვდა წილად, უამრავჯერ გამოიცა გერმანულად და ევროპის თითქმის ყველა ენაზე ითარგმნა. მირზა შაფის კრიტიკული სულისკვეთება აღორძინდა 1906 წელს თბილისში დაარსებული აზერბაიჯანული სატირული ჟურნალის “მოლა ნასრედინის” ფურცლებზე (ჟურნალის დამაარსებელი და პირველი რედაქტორი იყო იუმორისტი მწერალი ჯალილ მამედ ყული ზადე). ორგანული კავშირი “განჯელი ბრძენის” კრიტიკულ პათოსსა და ჟურნალ “მოლა ნასრედინის” მესვეურთა მიზანდასახულობას შორის – შეუპოვარი ბრძოლა გამოეცხადებინათ საზოგადოებრივი მანკიერებებისთვის, კარგად შენიშნა თბილისელმა გერმანელმა მწერალმა არტურ ლაისტმა, რომელმაც თავისი გერმანული გაზეთის “კაუკაზიშე პოსტის” ფურცლებზე 1908 წელს აღტაცებული წერილი უძღვნა თბილისურ აზერბაიჯანულ სატირულ ჟურნალს. კერძოდ, იგი წერს: “რასაც საუკუნეების მანძილზე ყველა მშვიდად იტანდა, რასაც, დიდი-დიდი, ჩვენი ბოდენშტედტის მირზა შაფისნაირი ბრძენკაცნი თუ აკრიტიკებდნენ მსუბუქად, მაგრამ რის გამოტანასაც დღის სინათლეზე ვერავინ ბედავდა... იმას შეუტია “მოლა ნასრედინმა” სიტყვით და ნახატით, თანაც ისე მძლავრად და ისე ბრწყინვალედ, რომ ერთნი სიცილით იჭაჭებიან, მეორენი კი გაცოფებულნი გესლს ანთხევენ”. ამავე წერილში არტურ ლაისტი მირზა შაფის ორი სტრიქონის ციტირებასაც ახდენს; მისი აფორიზმისებური ხატოვანი ნათქვამი ახსენდება, როცა მოგვითხრობს, როგორ ებრძოდა ჟურნალი “მოლა ნასრედინი” განათლების დამყაყებულ სისტემას: “...თუმცაღა თათრულმა სკოლამ, რომელიც ზუთხვისა და ცემა-ტყეპის სამი საუკუნის წინანდელი მეთოდებით მუშაობს, კაცმა რომ თქვას, მხოლოდ გულისტკივილი და თანაგრძნობა შეიძლება აღგვიძრას, მოლა ნასრედინი აქაც მდიდარ მასალას პოულობს დაცინვისათვის. მასწავლებელს, რომელსაც ხელკეტი უჭირავს (აქ ა. ლაისტი ჟურნალში დაბეჭდილ ერთ-ერთ კარიკატურას აღწერს. – ლ. ბ.) და კაუჭა ცხვირზე დიდი სათვალე დაუკოსებია, საშინლად სერიოზული სახე მიუღია, მაგრამ ზედ აწერია თავისი სიბრიყვე. მისი გამომეტყველება მირზა შაფის ლექსს გაგვახსენებს: “წისქვილის რაკუნი მესმის, ეს გახლავთ ბოლო ტაეპები ორსტროფიანი ლექსისა, რომელიც ფ. ბოდენშტედტის “ათას ერთი დღის” მე-6 თავში გვხვდება. მირზა შაფი ლექსად მოუთხრობს წიგნის ავტორსა და ახალგაზრდა ტურისტს ირანის შაჰთან სტუმრობის ერთ ეპიზოდს. შაჰის სურვილით იგი დივანის (ვეზირთა საბჭოს) თათბირს დასწრებია და ხელმწიფის თხოვნაზე, პირუთვნელად გამიზიარე შენი აზრი აქ მოსმენილზეო, ასეთი რამ განუცხადებია: “მე ვუთხარ: გეტყვი, რასაც ვგრძნობ, მარჯვედ მოხმობილი ციტატით ა. ლაისტმა ხიდი გადო ახლო წარსულისა და თანამედროვეობის მამხილებლურ, ცხოვრების გაუმჯობესებისკენ მიმართულ ტენდენციებს შორის, მკითხველს განჯელი ბრძენი შეახსენა, რითაც მიანიშნა, რომ მწვავე კრიტიკული გამოსვლებით ცნობილი ჟურნალი “მოლა ნასრედინი” პროგრესული ტრადიციის გამგრძელებელია და არა “მავნე მიმართულების” პერიოდული ორგანო, როგორც ამას სახელმწიფო მოხელეები ამტკიცებდნენ. თუ გავითვალისწინებთ, რომ არტურ ლაისტი იმ ჟურნალს აქებს, რომლის გამოცემა ხელისუფლებამ რამდენჯერმე შეაჩერა მწვავე კრიტიკული პუბლიკაციების – ხელისუფალთა სიტყვით, “უკიდურესად მავნე მიმართულების” – გამო, ეს ჩვენს მეგობარ გერმანელ მწერალსა და მის გაზეთს დიდ გამბედაობად უნდა ჩავუთვალოთ, რაც ნათელი დასტურია იმისა, რომ არტურ ლაისტის მიერ დაარსებული “კაუკაზიშე პოსტი” პროგრესული მიმართულების პერიოდული ორგანო იყო. 1. ფრიდრიხ ბოდენშტედტი. ათას ერთი დღე აღმოსავლეთში. შემოკლებული თარგმანი გერმანულიდან და შესავალი წერილი აკაკი გელოვანისა. თბილისი: “საბჭოთა საქარველო”, 1965. 2. გ. შაყულაშვილი, ვაზეჰი. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4. თბ., 1979. 3. Немецкие поэты в биографиях и образцах, под редакцией Н. В. Гербеля. Санктпетербург, 1877. 4. Arthur Leist. Tatarische Humoristik. “Kaukasiche Post”, 1908, #37. 5. გიზო ნიშნიანიძე. სიცილის არქივიდან. სატირა რევოლუციის სამსახურში. საქართველოს კპცკ-ის გამომცემლობა, თბილისი, 1971. 6. FriedrichBodenstedt. Tausend und Ein Tag im Orient. Verlag der Deckersehen Geheimen Ober- Hofbuchdrukerei, Berlin, 1850.
შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი
ლამაზ ქალწულთა მხარე ოცნების,
სახელგანთქმული ჩვენი ქალაქი
ვარდის, ღვინის და დიდი მგოსნების”.
იმნაირი მომჯადოვებელი ღამე, რომლის ხილვაც
მხოლოდ საქართველოს ცის ქვეშ შეიძლება,
მთვარე რომ ისე ანათებს, თითქოს მზის ნაზად
მოქსოვილი, შერბილებული სხივთა ბადე იყოს”.
მაგრამ ვერ ვხედავ ფქვილს”.
არაფერს დაგიმალავ –
წისქვილის რაკუნი მესმის,
მაგრამ ვერ ვხედავ ფქვილს”.
ლიტერატურა: