‍მარიამ ვარდოსანიძე (1864-1943)

ავტორი: არკადი ხუნდაძე
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული II, თბილისი, 1955

vardosanidze mariamცნობილი მასწავლებელი, შესანიშნავი აღმზრდელი და გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე მარიამ ოტიას ასული ვარდოსანიძე დაიბადა 1864 წელს ქალაქ ქუთაისში. მარიამის მამა, ოტია ვარდოსანიძე, სოფელ მუხუროდან იყო. სიღარიბემ და ხელმოკლეობამ ოტია აიძულა სოფელი დაეტოვებინა და ქუთაისში დასახლებულიყო. იქ ოტია ვარდოსანიძემ მეჩექმეობა დაიწყო და კარგადაც დაეუფლა ამ ხელობას.

პატიოსანი, ენერგიული, გულკეთილი და სათნო ოტია ყველას პატივისმცემელი იყო და, სამაგიეროდ, ყველას უყვარდა ის. არანაკლებ გონებაგახსილი, გულისხმიერი, კეთილი და პატიოსნებით აღსავსე იყო მარიამის დედა, ირინე.

ირინე წერა-კითხვის უცოდინარი იყო, მაგრამ მას მეტად გონიერი, დაკვირვებული, წინდახედული, აზრიანი ადამიანისა და შვილების კარგი აღმზრდელის სახელი ჰქონდა მოპოვებული.

ოტია ვარდოსანიძეს ხუთი შვილი ჰყავდა, ორი შერჩა: მარიამი და ონისიმე.

გიმნაზიის მე-6 კლასიდან გამოსულმა ოისიმემ ფოსტაში დაიწყო მუშაობა. აქ მას არა მარტო ერთგულ მუშაკად იცნობდნენ, არამედ აღმზრდელსაც კი უწოდებდნენ, განსაკუთრებით ახალგაზრდა თანამშრომლები. უწყინარი, კეთილი, მაღალი ზნეობის მქონე ონისიმე ყოველთვის იმის ცდაში იყო, რომ მასთან მომუშავე ახალგაზრდობა სრულქმნილად დაუფლეოდა ფოსტა-ტელეგრაფის სპეციალობას. ის ყოველგვარი კულტურულ-საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი საქმიაონობის მონაწილე იყო.

აი, ასეთ წრეში იზრდებოდა პატარა მარიამი, რომელმაც სწავლის მიღების დიდი სურვილი თავიდანვე გამოამჟღავნა. კარგმა ნიჭმა და სწავლისადმი უდიდესმა სიყვარულმა მარიამს შეუწყო ხელი, რომ ღარიიბ ხელოსნის შვილმა ქუთაისის ქალთა გიმნაზიისს სრული კურსი დაამთავრა წარჩინებით 1883 წლის ივნისში, ხოლო დამატებითი მერვე კლასი – 1884 წლის 12 ივნისს და მიიღო მასწავლებლის ხარისხი.

სიღარიბის გამო მარიამ ოტიას ასული ვარდოსანიძე გიმნაზიაში მოსწავლედ ყოფნის დროსაც იწყებს მასწავლებლობას ჩამორჩეილ მოსწავლეებთან რეპეტიტორობის სახით.

მარიამ ვარდოსანიძის ბიოგრაფიიდან ჩანს, რომ ის ფასიან მოსწავლეებთან ერთად უფასოდაც ბევრ ღარიბ ბავშვს ასწავლიდა. ასე&ნბსპ;&ნბსპ; ადრე ჩაინერგა მასში მასწავლებლის პროფესიისადმი სიყვარული და ის ორმოცდახუთი წლის განმავლობაში თავდადებით ემსახურებოდა სწავლა-აღზრდის კეთილშობილურ საქმეს.

მარიამ ვარდოსანიძემ პედაგოგიური მოღვაწეობა დაიწყო იმ პეროდში, როცა დედაენაზე სწავლება იდევნებოდა და სავალდებულოდ იყო შემოღებული ეგრეთ წოდებული მუნჯური მეთოდით სწავლება. ამ ყოვლად გაუმართლებელი მეთოდის საშუალებით მოზარდ თაობას მისთვის გაუგებარი სიტყვებისა და ცნებების ახსნა-განმარტება უნდა მიეღო მასწავლებლის მიმიკის საშუალებით, რადგან მშობლიურ ენაზე ლაპარაკი მოსწავლეებთან მას სასტიკად ჰქონდა აკრძალული.

მარიამ ოტიას ასულმა ვარდოსანიძემ ოფიციალური სკოლის კარები, როგორც მასწავლებელმა, პირველად 1884 წელს შეაღო. ეს იყო ქუთაისის ერთ-ერთი კერძო სკოლა, სადაც 1886 წლამდე იმასწავლებლა. ამ წლიდან ეს კერძო სკოლა სამრევლო სკოლად გადაკეთდა და მარიამმა იქ დაჰყო მასწავლებლად 1894 წლის სექტემბრამდე. 1894 წლიდან კი მარიამ ვარდოსანიძე ინიშნება მასწავლებლად იმერეთის საეპარქიო ქალთა სასწავლებელში, სადაც 1904 წლამდე რჩება.

1904 წლიდან 1906 წლამდე მარიამ ვარდოსანიძეს ჩვენ ვხედავთ ქუთაისის ქალაქის ერთკლასიან სკოლაში გამგე-მასწავლებლად. 1906 წლიდან 1919 წლამდე მარიამ იყო გამგედ ქუთაისის საეპარქიო ქალთა სასწავლებლისა.

1919 წლიდან 1921 წლამდე მარიამი ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიის უფროსის თანამდებობაზეა, ხოლო 1921 წლიდან 1922 წლამდე ქუთაისის მე-12 შრომის სკოლის გამგის მოადგილედ მუშაობს. 1922 წელს მარიამი განათლების კომისარიატის დადგეილებით ამავე შრომის სკოლის გამგედ დაინიშნა. ამ თანამდებობაზე მან დაჰყო 1923 წლამდე, ვიდრე ქუთაისის პრიველი ოთხწლიანი შრომის სკოლის გამგედ დაინიშნებოდა. ეს იყო უკანასკნელი სასწავლებელი, სადაც მარიამ ვარდოსანიძეს, ამ საკმაოდ ხანდაზმულ ადამიანს, 1928 წლამდე მოუხდა გამგედ და მასწავლებლად ყოფნა.

ნიჭიერი მასწავლებელი მარიამი იმავე დროს იყო იშვიათი აღმზრდელი. ყველა მისი ყოფილი მოსწავლე არაჩვეულებრივი მშობლიური სიყვარულით იგონებს მის მოამაგე აღმზრდელსა და მასწავლებელს მარიამ ვარდოსანიძეს. მარიამისათვის ბევრჯერ გამოუცხადებიათ მადლობა „სასწავლო-სააღმზრდელო დარგში ბეჯითობისა, გულმოდგინების და თავდადებული შრომისათვის”.

მარიამ ვარდოსანიძის ღვაწლი და დამსახურება მარტო იმაში კი არ გამოიხატებოდა რომ კარგად ასწავლიდა მოსწავლეებს, აყვარებდა მათ მეცნიერების საფუძვლებს, არამედ იმაშიც, რომ ის, მასწავლებლის მაღალი სახელისა და მოწოდების სიმაღლეზე მდგარი, ზრიდა მოზარდ თაობაში სამშობლოსა და მშობლიური ენის სიყვარულს.

მარიამ ვარდოსანიძეს მოსვენებას არ აძლევდა ის გარემოება, რომ მცირერიცხოვანი სკოლები ვერ ახერხებდნენ სწავლის ყველა მოწყურებულებისათვის ფართოდ გაეღოთ კარები და უსწავლელად დარჩენილ ათასეულებისათვის მიეწოდებიან საჭირო სწავლა-განათლება. გულს უკლავდა პატიოსან მოღვაწეს ეს გარემოება და ამიტომ იყო, რომ ის უჩვეულო ენერგიითა და საოცარი სიყვარულით ჩაება საკვირაო სკოლების მოწყობის საქმეში. დღეს ყველასათვის ნათელია ის როლი, რომელიც საკვირაო სკოლებმა შეასრულეს მასების რევოლუციური იდეებით შეიარაღების საქმეში. მარიამ ვარდოსანიძემ, როგორც მოწინავე და განათლებულმა მასწავლებელმა, კარგად იცოდა რუსეთში საკვირაო სკოლების წარმოშობის ისტორია, ამ სახის სკოლების როლი და დანიშნულება, გაცნობილი იყო იმას, თუ რა ნაყოფიერებით მუშაობდნენ მოსკოვში, პეტერბურგსა და სხვა დიდ ქალაქებში საკვირაო სკოლები, სადაც სწავლას ეწაფებოდნენ, ყველაზე უფრო, ფაბრიკა-ქარხნის მუშები.

მარიამ ვარდოსანიძის დამახასიათებელი იყო უფრო იქ ემუშავა, სადაც საქველმოქმედო საქმიანობა იყო გაჩაღებული, და აი, ისიც შეუდგა სხვა თავდადებულ მუშაკებთან ერთად საკვირაო სკოლების ორგანიზაციის საქმეს. მარიამს საკვირაო სკოლაში მუშაობა იმისათვისაც იტაცებდა, რომ ასეთ სკოლებში სწავლა მშობლიურ ენაზე იყო, მსმენელებს სწავლის ფულს არ ახდევინებდნენ. მარიამი საკვირაო სკოლის მოსწავლეებს ზოგჯერ საკუთარი თანხით უძენდა სახელმძღვანელო წიგნებსა და სასწავლო ნივთებს.

მარიამ ვარდოსანიძე საკვირაო სკოლების საშუალებით ახერხებდა მუშა-ახალგაზრდობაში მოწინავე ადამიანთა აზრების გავრცელებას ბუნებისმეტყველებიდან, ისტორიიდან, პოლიტიკური ეკონომიიდან.

აი, სწორედ საკვირაო სკოლების ასეთი დიდი ღვაწლი ჰქონდა მხედველობაში მეფის მთავრობას, როცა დაიწყო ამ ტიპის სკოლების სასტიკი დევნა და შევიწროება. მთავრობის მიერ საკვირაო სკოლების წინააღმდეგ ასეთი ზომების გატარების გამო დიდი ლენინი 1895 წელს წერს წერილს „რაზე ფიქრობენ ჩვენ მინისტრები”, რომელშიც სასტიკად გმობს მთავრობსი საქციელს.

მარიამ ვარდოსანიძემ ყველაფერი ეს კარგად იცოდა, ის იცნობდა ლენინის შეხედულებას საკვირაო სკოლებზე და ენერგიულად იბრძოდა მათ დასაარსებლად.

აი, ამ მიზნისათვის მარიამი თავს უყრის ისეთ ენთუზიასტებს, საზოგადო საქმისათვის თავდადებულ მუშაკებს, როგორიც იყვნენ ვერა ჯაფარიძე და მარიამ იოსელიანი. იმ დიდ კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაზე, რასაც ეს სამეული სხვებთან ერთად აწარმოებდა ქუთაისში საკვირაო სკოლების დაარსებით, მეტყველეს ნეკროლოგი, მიძღვნილი ვერა ჯაფარიძისადმი, რომელიც 1898 წლის გაზეთ „კვალის” №22-ში&ნბსპ; გამოქვეყნდა. ნეკროლოგში ვკითხულობთ: „განსვენებულმა... ძალიან ადრე შეიგნო ჩვენი ხალხის საჭიროება და ენერგიულად შეუდგა შეძლებისამებრ მის დახმარებას. იგი სხვა თავის საყვარელ ამხანაგებთან – მარიამ იოსელიანისა და მარიამ ვარდოსანიძის ქალებთან ერთად აარსებს ქუთაისში საკვირაო სკოლას”. „კვალის” იმავე ნომერში ვერა ჯაფარიძის მოღვაწეობის შესახებ წერილი მოათავსა აგრეთვე ალექსანდრე წულუკიძემ.

პირველი საკვირაო სკოლა ქუთაისში, რომელმაც 1914 წლამდე იარსება, დაარსდა 1891 წელს. ამ სკოლის შეუცვლელ გამგედ მარიამ ვარდოსანიძე ითვლებოდა. სკოლსი საორგანიზაციო საკითხების მოგვარებასა და მოსწავლეების შეგროვებაზე მარიამმა უდიდესი შრომა და ენერგია დახარჯა. საჭირო იყო პირველყოვლისა ასეთი სკოლის დანიშნულებისა და მნიშვნელობის კარგად გაცნობა მშრომელი მასებისათვის და მათი უზრუნველყოფა სახელმძღვანელო წიგნებითა და სასწავლო ნივთებით. მარიამ ვარდოსანიძემ ეს საქმე ჩინებულად მოაგვრა. სკოლა მკვიდრ ნიადაგზე დააყენა და ამის შედეგი იყო, რომ მან საკვირაო სკოლაში დიდძალი მსმენელი მიიზიდა.

მარიამი სისტემატურად მართავდა სკოლის სასარგებლოდ საღამო-კონცერტებს, წარმოდგენებს, აგროვებდა კერძო პირებიდან შემოწირულეებს და ასეთი საშუალებებით საკვირაო სკოლას უქმნიდა არსებობისათვის საჭირო პირობებს. მარიამს აუცილებლად მიაჩნა, რომ საკვირაო სკოლას ჰქონოდა ბიბლიოთეკა. ეს მშვენივრად დაუსაბუთა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას და თხოვა სათანადო დახმარება. უკანასკნელმა მარიამის თხოვნას ჯეროვანი ყურადღება მიაქცია, და ბიბლიოთეკაც შეიქმნა.

თუ როგორი გზებითა და საშუალებებით იბრძოდა მარიამი საკვირაო სკოლის ურყევ ნიადაგზე დაყენებისათვის, ირკვევა იმ წერილითაც, რომელიც მან მოათავსა „კვალში” (1898, 1 თებერვალი).

აი, ეს წერილიც:

“ქ-ნო რედაქტორო, უმორჩილესად გთხოვთ, თქვენი პატივცემული ჟურნალ „კვალის” საშუალებით მადლობა გამოვუცხადო ქვემორე აღნიშნულ პირთ, რომელთაც დახმარება აღმოუჩინეს ქუთაისის საკვირაო სკოლას და მის ბიბლიოთეკას: 1. ი. გოკიელოვის შვილებმა: 250 ცალი რვეული, ერთი კოლოფი კალამი, 6 დუჟინი კალმისტარი-რუჩკა, 6 დუჟინი კარანდაში და 12 თოფი ქაღალდი №5; 2. ლევან კოკოჩოვმა 4 იანვარს საკვირაო სკოლის მოწაფეთათვის გამართულ იოლკის გასაწყობად სხვადასხვა ნივთები; 3. მ. ცხაკაიამ – 21 დაყდევინებული ქართული წიგნები, 4 ტ. გ. ნაზაროვისამ – „Русское богатство” და „მოამბე” თითო წლის; 5. ა. მეძმარიაშვილის ასულმა 4 ქართული წიგნი; 6. მართა ალ. ჟღენტისამ – „Русская мысль”, 2 წლისა და „Вестник иностранной литературы” 1 წლის.

ვისურვებთ, რომ კვლავ სხვებმაც მიაწოდონ თავისი წვლილი ქუთაისში ამ ახლადფეხადგმულ საკვირაო სკოლას, სადაც სწავლის მსურველთა რიცხვი დღე მუდამ სულ უფრო მატულობს, რის გამოც საჭიროა მისი ნივთიერი და გონებრივი ძალა გაღონიერდეს. იმედია, ქუთაისლები ასეთ კულტურულ ზემოქმედებას ხალხზე უფრო ჯეროვან ყურადღებას მიაქცევენ და ხელს შეუწყობენ აქაურობის სწავლის უზომო სურვილთა დაკმაყოფილებას.

ქუთაისის საკვირაო სკოლის დამფუძნებელთაგანი

მარიამ ოტიას ასული ვარდოსანიძე.

თებერვალი, 1898 წელი”.

ამ მოკლე ამონაწერიდან მკითხველი კარგად გაიგებს, თუ რა ფართოდ ჰქონია წარმოდგენილი საკვირაო სკოლის დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს მარიამ ვარდოსანიძეს ასეთი სკოლების მიზანდასხულობა, როგორი დაუშრეტელი ენერგიით იბრძოდა ის საკვირაო სკოლია და სკოლასთან არსებულ სამკითხველოს საარსებო საშუალებათა განსამტკიცებლად, როგორ ეხმარებდოა ასეთ ახალ-ახალ წამოწყებებს საზოგადოება.

ქუთაისის საკვირაო სკოლის მეტად ნაყოფიერი მუშაობის საილუსტრაციოდ მოვიყვანთ ცნობებს 1907-08 სასწავლო წლის საანგარიშო მოხსენებებიდან. ამ საანგარიშო მოხსენებაში, რომელიც მარიამის მიერაა შედგენილი, ვკითხულობთ: „აღნიშნულ სასწავლო წელს საკვირაო სკოლა მოთავსებული იყო ვაჟებისათვის ქალაქის ორკლასიან სასწავლებელში (ივანოვის ქუჩა, სახლი ნიკოლაძისა), ქალებისათვის – ქალაქის პრიველდაწყები სკოლაში (პოლიციის ქუჩა, კვიტაშვილის სახლი). საერთო რიცხვი მოსწავლეებისა ორივე განყოფილებაში იყო 125, აქედან ვაჟები – 65, ქალები – 60, წოდების მიხედვით: 100 გლეხი და მუშა, 25 სხვა წოდებისა. პროფესიის მიხედვით: მუშები და ხელოსნები – 77, შინამოსამსახურე – 38, ნოქრები – 10. მასწავლებელთა რიცხვი – 22. სწავლა სკოლაში უფასოა, უფასოდვე სარგებლობენ მოსწავლეები წიგნებითა და სასწავლო ნივთებით. სწვლა წარმოებდა კვირაობით 10-დან 2 საათამდე. 2 საათიდან წარმოებდა წიგენბის გაცემა ბიბლიოთეკიდან. მოწაფეები დაყოფილი იყვნენ: ვაჟები 6 ჯგუფად, ქალები 4 ჯგუფად. სასწავლო საგნები: წერა-კითხვა, არითმეტიკა, გეოგრაფია, საქართველოს ისტორია, ქართული და რუსული ლიტერატურის ისტორია. სკოლასთან არსებობს ბიბლიოთეკა მასწავლებლებსია და მოსწავლეებისათვის. მოსწავლეებს წლის განმავლობაში გაუტანიათ 855 წიგნი. სკოლის შესანახად ქალაქის თვითმმართველობას ხარჯთაღრიცხვაში ყოველწლიურად შეაქვს (ქაღალდზე) 300 მანეთი, მაგრამ ფაქტიურად ჯერ არც ერთი კაპეიკი არ გაუცია, მიზეზად სიღარიბეს ასახელებს.

სკოლა სინამდვილეში არსებობს საქველმოქმედო საღამო-კონცენრტებიდან შეგროვილი თანხებით”.

ეს ვრცელი მოხსენება, რომელიც ბვრი რამ საინტერესოს მთქმელია, იმავე დროს კარგად გვაცნობს მარიამ ოტიას ასული ვარდოსანიძის მეტად რთულსა და საპასუხისმგებლო მუშაობას, რა თქმა უნდა, უანგაროს, საკვირაო სკოლის კეთილდღეობისათვის.

ყველასათვის ნათელია, თუ რა დიდ კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა ქართველთა შორის წერა-კითხვსი გამავრცელებელი საზოგადოება. დიმიტრი ყიფიანი, ილია ჭავჭავაძე, ნიკო ცხვედაძე, ალექსანდრე სარაჯიშვილი, გიორგი წერეთელი, რაფიელ ერისთავი, ივანე მაჩაბელი. აი, ვინ ედგა სათავეში საზოგადოებას და ვინ ეწეოდა უმძიმეს ტვირთს, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმე კარგად წარმართულიყო და მოტანა მას ის უტკბილესი ნაყოფი, რასაც მისგან მოელოდნენ.

რა თქმა უნდა, ზემოთ დასახელებული მოღვაწეები ბევრს ვერაფერს გააკეთებდნენ და საქმეს სასურველად ვერ მოაგვარებდნენ, თუ მათ გვერდით არ ეყოლებოდათ ისეთი მოწინავე პირები და ხალხისათვის გულშემატკივრები, როგორიც იყვნენ გიორგი მაიაშვილი, იოსებ ოცხელი, სილოვან ხუნდაძე, მარიამ ვარდოსანიძე და სხვები.

როდესაც ჩვენ მარიამ ვარდოსანიძის შესახებ გვინდა ზოგი რამ ორიოდე სიტყვით აღვნიშნოთ, არც მან წერა-კითხვის საზოგადოების ხაზით გააკეთა, მხედველობაში უნდა გვქონდეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებაც, სადაც ცნობილი მოღვაწის გიორგი ზდანოვიჩის ხელმძღვანელობით მარიამი თავდავიწყებით მუშაობდა.

ახალი წევრები შემოკრება იყო თუ საზოგადოების ფინანსური მდგომარეობის გაძლეირების მიზნით საქველმოქმედო კონცერტების გამართვა, სეირნობების მოწყობა, შემოწირულებათა შეგროვება, წიგნსაცავ-სამკითხველოს გახსნისათვის ბრძოლა, სკოლების დაარსება, მასწავლებელთა შერჩევა, ფართო საზოგადოებაში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიზნების პროპაგანდა თუ სხვა, ყოველვიე ეს სხვებთან ერთად მარიამ ვარდოსანიძის საზრუნავ და საყვარელ საქმედ იყო გადაქცეული.

დღესაც ბევრს ახსოვს, რამდენი ენერგია და შრომა დაუხარჯავს მას, რომ მთავრობისაგან მიეღო ნებართვა სადღაც მივარდილ სოფელში, სადაც წერა-კითხვის მცოდნე მარტო მღვდელი და სოფლის მწერალი იყო, სკოლა გაეხსნა.

მარიამ ვარდოსანიძეს, ერთი მისი ყოფილი მოსწავლის თქმის არ იყოს, სხვა რომ არაფერი გაეკეთებინა, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებაში მუშაობაც უდიდეს მოღვაწეობად ჩაეთვლებოდა.

1927 წლის 11 ივნისს პედაგოგიურ და საზოგადოებრივ ასპარეზზე 43 წლის განმავალობაში უმწიკვლო და უანგარო მუშაობისათვის იუბილესთან დაკავშირებით გაზეთი „კომუნისტი” (1927, 11 ივნისი) მარიამ ოტიას ასულ ვარდოსანიძის შესახებ) წერდა: „ჯერ კიდევ „მესამე დასის” გამოსვლამდე შეძლო მაშო ვარდოსანიძემ – ვერა ჯაფარიძისა და მარიამ იოსელიანის ქალთან ერთად – საკვირაო სკოლის დაარსება ქუთაისში. ამ სკოლას უდიდესი ღვაწლი მიუძღვის ქუთაისის მშრომელი მასების განათლებისა და კულტურულად, პოლიტიკურად აღზრდის საქმეში”. სრულიად საქართველოს მუშათა, გლეხთა და წითელ არმიელთა საბჭოეიბს დეპუტატების ცენტრალურმა აღმასრულებელმა კომიტეტმა უბოძა მას საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შრომის გმირის სახელწოდება.

ვალმოხდილი მარიამ ოტიას ასული ვარდოსანიძე, 80 წელს მიღწეული, 1943 წლის 17 იანვარს გარდაიცვალა.