საფო მგელაძე (გიგინეიშვილი) (1894-1936)
ავტორი: ნინო ჩიხლაძე „ყველა თავის თანამედროვე მწერალ ქალებს შორის, საფო მგელაძე გამოირჩეოდა საოცარი შემოქმედებითი ტემპერამენტით და რაც მთავარია, კარგად ესმოდა ახალი ცხოვრების ამოცანები“, – ასე ახასიათებს მას საფოს თანამედროვე, უმცროსი თაობის პოეტი ქალი ნინო თარიშვილი. საფო მგელაძემ სამწერლო ასპარეზზე გამოსვლისთანავე თავისი მოღვაწეობის ძირითად მრწამსად გაიხადა ქალთა უფლებების დაცვა და სასტიკად გაილაშქრა იმ შემოქმედი ქალების წინააღმდეგ, რომლებიც ჯერ კიდევ მისტიროდნენ ძველს, ვერ ხედავდნენ ახალი ცხოვრების უპირატესობას და ლიტერატურაში ბუნდოვანება შეჰქონდათ. საბჭოთა ხელისუფლების პირველ დღეებში ხშირად იმართებოდა კრებები, კამათი, ლიტერატურული საღამოები ეკატერინე გაბაშვილის თაოსნობით. ამ პერიოდში დაარსდა ჟურნალი „ქალთა ალმანახიც“. თავშეყრა ძირითადად ხდებოდა პოეტი ქალის, დარია ახვლედიანის ბინაზე. „ერთ-ერთი ასეთი შეკრებისას, – წერს ნინო თარიშვილი, – მოწმე გავხდი ჟურნალ „ალმანახის“ გარშემო ატეხილი პოლემიკისა. ამ კრებაზე საფო მგელაძე ნამდვილი ტრიბუნივით გამოვიდა: იგი მოითხოვდა ლიტერატურული გემოვნების სრულ გადახალისებას, ლიტერატურის ახალ გაგებას ახალი მოთხოვნილებების საფუძველზე. მახსოვს, როგორ მომიხდა ორ ძლიერ მოკამათე პიროვნებას – საფო მგელაძესა და კატო მიქელაძეს შორის ჩადგომა. ამ შემთხვევაში არ შემეძლო მხარი არ დამეჭირა საფოს მიერ ახალი თვალსაზრისით წამოყენებული საკითხებისათვის. არ ვიცი, ჩემმა სიმპათიამ საფო მგელაძის მიმართ თუ სხვა რამ მიზეზმა გამოიწვია ის, რომ მეორე დღეს სახლში კონვერტით მომივიდა საფოს ლექსი: „გარითმული წერილი“, რაც წინა საღამოს კამათის ცოცხალ სურათს შეიცავდა“. საფომ გამოიტანა ახალი ქალის გრძნობები და ფიქრები. გადაგვიშალა „ახალი ქალის“ სამყარო. ამასთან დაკავშირებით კარგად თქვა ნინო თარიშვილმა: საფო მგელაძემ ერთმა პირველთაგანმა შემოიტანა პოეზიაში თამამად, გაბედულად, როგორც არავინ, ქალის გულწრფელი სიყვარული, ვნებათა ღელვა, რომელიც მანამდე, ქალის კარჩაკეტილობის გამო, დაფარული იყო. საფო მგელაძეს ესმოდა ნინოს პოეტური ხმა, თანაუგრძნობდა მას. ახალმა ცხოვრებამ ქალი გაანთავისუფლა საუკუნეობრივი ჩაგვრისაგან. მან სამუდამოდ დატოვა გზა ტანჯვისა, თავისი მძიმე წარსული. ასეთ ვითარებაში 192 წელს, თბილისში ჩამოვიდა საფო მგელაძე. ეს იყო მისი ახალი ცხოვრების დასაწყისი. მან სწორად აღიქვა და განიცადა დედაქალაქის ახალი მაჯისცემა, ოქტომბრის რევოლუციის ძალა და აქედან გამომდინარე, მწერლის მაღალი პასუხისმგებლობა. იგი წერს: – მწერალთა სასახლე ქურუმთა ტაძრად არმომედიგინა. ხელოვნების სასახლის კედლებში მყოფი კარის დარაჯიც კი მიყვარდა, ხოლო თავმჯდომარეს (ალბათ, კოტე მაყაშვილი თუ იგულისხმება – ნ. ჩ.) ვეთაყვანებოდიო. საფო მგელაძე მწერალთა სასახლეში გამართულ არც ერთ დისკუსიასა და თათბირს არ ტოვებდა, გაბედულად გამოდიოდა კამათში და სხვებთან ერთად, მწერლობის წინაშე ახალი ამოცანების გათვალისწინებით, გზას უკაფავდა ახალი ლიტერატურის მიმართულებას. მართალია, საფომ მიიპყრო საზოგადოების ყურადღება, მაგრამ თავის შემოქმედების გზაზე მაინც ბევრი წინააღმდეგობა და გულგრილობა გადაიტანა. ყველას ერთნაირად როდი ესმოდა მისი მერლობის იდეური მრწამსი. თუმცა მწერლობამ ბევრი გულშემატკივარი მეგობარი შესძინა, იყვნენ ისეთებიც, რომლებიც საოს რომანებს „ტახტზე წამოსაწოლ რომანებს“ ეძახდნენ, ან აგინებდნენ, ან ქალური გრძნობითა და ინტერესებით შემოფარგლული რომანები ვერაფერს მისცემს საბჭოთა მკითხველსო, მის რომანებსო აკლია პოლიტიკური სიმახვილეო და სხვ. რა თქმა უნდა, ცდებოდნენ კრიტიკოსები. ეს აბრკოლებდა საფოს რომანების დროულად გამოცემასაც, მაგრამ მაინც, ოცდაათიან წლებში, არც ერთ მწერალ ქალს იმდენი მკითხველი არ ჰყოლია, რამდენიც საფოს. ჯერ მარტო ის რად ღირდა, რომ რომანმა „ლიანა ლორდიამ“ დაიპყრო ახალგაზრდობა და ის მაგიდის წიგნად იქცა. ჩვენ ვერ დავეთანხმებით ზოგიერთი კრიტიკოსის აზრს, რომ საფოს აკლია თანამედროვეობის შეგრძნება. საფო მწერლობაში სწორედ ახალი დროის მომღერლად მოგვევლინა და მთელი თავისი მხატვრული შესაძლებლობით გვაჩვენა მუშა ქალების ცხოვრება, შრომა... და ეს სხვა არაა, თუ არა ახალი ეპოქის მიერ დასმულ საკითხებზე გამოხმაურება. საფო მგელაძის ერთ-ერთი დამსახურება სწორედ ის არის, რომ მან წინა პლანზე წამოსწია ქალთა საკითხი და მაღალ მხატვრულ სახეებში დაგვიხატა მუშა ქალის და საერთოდ, ახალი ქალის საზოგადოებრივი საქმიანობა, რაც იმ დროს, როგორც ვიცით, ნაკლებად იყო გაშუქებული მწერლობის მიერ. ამ დროის პრესაში გამოქვეყნებული საფოს ყველა ლექსები ამის აშკარა დასაბუთებაა: „ყველაფერს ხედავთ, მაგრამ ერთი ვერ დაინახეთ, ჩვენ თქვენს წიგნებში ვერ ვიპოვეთ ახალი ქალი, ქალი, რომელიც ქარხანაში დგას და მუშაობს, ქალი, რომელიც მთელი ღამე უზის მანქანას, ქალი, რომელიც გაქანებულ მანქანას მართავს და შეუძლია ყოველგვარი ტვირთის ატანა. ქალი გუშაგი, ქალი მუშა, ქალი ვატმანი, ქალი ექიმი, ინჟინერი და კომისარი. აი, ეს არის ახლა ქალთა მთელი სერია, მაგრამ ამაზე ჯერ თქვენ რამე დაგიწერიათ?!“ იყო თუ არა ეს თანამედროვეობის გამოხმაურება და მისი ჭეშმარიტი ასახვა. საფო მტკივნეულად განიცდიდა იმას, რომ ცოტას წერდნენ ქალის ცხოვრებაზე, ქალი ჯერ კიდვ არ იყო დანახული და დაფასებული, როგორც საზოგადოების სრულუფლებიანი საბჭოთა მოქალაქე: „ვწერდით ქალებიც ათეული წლების მანილზე, იყვნენ ჩვენს შორის ნიჭიერნი, წრფელი მგოსნებიც, ვწერდით ქალებიც და მერე რა?! ჩვენზე სიტყვსი თქმას არ კადრულობდნენ...“ მარიკა ბარათაშვილი წერდა: „საფოს ქალი, ეს არის კაცობრიობის განთავისუფლებული ნახევარი, რომელიც ეძიებს თავის დაკარგულ ადგილს ცხოვრებაში“. ასეც არის – დღეს საფო მგელაძის ქალები ის თავისუფალი პიროვნებები არიან, რომლებიც მხარს უსწორებენ მამაკაცს, ელტვიან სიყვარულს და ეს იყო სწორედ საფოს ნიჭიერი თვალით დანახული ახალი ადამიანის ბრძოლა სრულყოფილი ბედნიერებისათვის. საფო მგელაძე დაიბადა გურიაში, 1894 წელს (და არა 1892 წელს, როგორც ამას მასზე გამოქვეყნებულ ზოგიერთ წერილებში ვკითხულობთ), სოფელ ჯურყვეთში (ლანჩხუთის რაონი), სადაც იგი თითქმის ქალიშვილობამდე ცხოვრობდა. ამიტომ, ბუნებრივია, მას მუდამ თან ახლდა ეწერისა და ჯურყვეთის ლაჟვარდოვანი ცის, მთვარიანი საღამოების, მშობლიური მაგნოლიებისა და გვირილების დამათრობელი სურნელება. მამა საფოსი იოსებ გიგინეიშვილი მასწავლებელი გახლდათ. იმხელა სამოსახლო ჰქონდა, რომ მის ეზოში ცხენი გაჭენდებოდა, – ვკითხულობთ საფოს არქივში. აქაც დროა გასწორდეს საფოს ბიოგრაფიაში დაშვებული ლაფსუსი, რომ საფო ღარიბი გლეხის შვილი იყოო. საფოს მამა მკაცრი და მომთხოვნი, ამავე დროს ხელგაშლილი, სტუმართმოყვარე ყოფილა. დედა საფოსი, ქრისტინე კანდელაკი, სათნო, მგრძნობიარე და ალერსიანი ქალი იყო. „დედაჩემი, – წერს საფო, – იმერელი ხუცესის ქალი გახლდათ. კარგად იცნობდა ქართულ მწერლობას. ხუთი წლის ბავშვს „ვეფხისტყაოსანს“ მიკითხავდა. მშობლებს აჩემებული ჰქონდათ, ერთი შვილი გვყავს და ამას ვერ მოვიშორებთო. მართლაც, სოფლის ორი კლასი დავამთავრე, თორმეტი წლის ბავშვი სახლში დამსვეს. ჩამაცვეს კუდიანი კაბა და გარეთ აღარ მიშვებდნენ. გაიარა თუ არა სამმა წელმა, დაიწყო ჩვენს სახლში სოფლსი მაჭანკლების მისვლა-მოსვლა. მათი დანახვა ჭირივით მეზარებოდა, ვინ იცის, სად არ ვიმალებოდი. ერთ წელიწადს, როგორც იქნა, მოვითმინე ყველაფერი, მერე ავიღე იოდით სავსე შუშა და დედას ტირილით ვუთხარი: თუ ქალაქში არ წამიყვანთ და არ მასწავლით, ეხლავე თAვს მოვიწამლავ-მეთქი. ჩემმა მუქარამ გასჭრა. მე და დედაჩემი რამდენიმე დღის შემდეგ ქუთაისს გავემგზავრეთ, მაგრამ დიდხანს არ გაგრძელებულა ჩემი ბედნიერების დღეები... დედის ავადმყოფობამ მალე ისევ დაგვაბრუნა სოფელში. აქ კიდევ მეტი უსიამოვნება შემხვდა. დღე არ გავიდოდა, რომ სოფლის ბიჭებს ბარათი არ გამოეგზავნათ. ერთი მოტაცებითაც კი მემუქრებოდა. ამან გვაიძულა, გადავსულიყავით ოზურგეთში საცხოვრებლად. სწორედ აქ შევხვდი ჩემს მომავალ მეუღლეს“. საფომ ლექსების წერა ბავშვობაში დაიწყო. წერდა პატარ-პატარა ლექსებს მახლობლებზე, მეზობლებზე: „მოპარულ იბროწეული ნეტავ იყოს ტკბილი, ბევრს ნუ შეჭამ, გენაცვალე, არ მოგკვეთოს კბილი“. საფო ბევრს კითხულობდა და ცდილობდა, თვითგანვითარებით შეევსო, რაც დააკლდა, რაზეც მთელ თავის სიცოცხლეში გული წყდებოდა. ოცნებობდა საქართველოს დედაქალაქში ცხოვრებაზე, ქართველი მწერლების გაცნობაზე, მათთან დაახლოვებაზე, მაგრამ ყოველივე ამას აბრკოლებდა შეუფერებელი ქორწინების ნიადაგზე ოჯახში შექმნილი ატმოსფერო. და 1908 წელს, როცა პირველი ლექსი გამოაქვეყნა, დარწმუნებული იყო, რომ ახლა მაინც დააღწევდა თავს კარჩაკეტილობას, გამოვიდოდა მწერლობაში და თავის ადგილს ნახავდა საზოგადოებაში. მაგრამ, სამწუხაროდ, დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მოუმზადებელი აღმოჩნდა. საფომ არ იკადრა მზრუნველი მეუღლის თავმოყვარეობა შეელახა და თავის ბედს დამორჩილდა. შემდეგ ცოლ-ქმარი ერთმანეთს მაინც გასცილდა, მაგრამ ოფიციალურად არ გაყრილან, ვლადიმერ მგელაძე ცოლ-შვილის მიმართ გულგრილი არ დარჩენილა, ყოველ მძიმე მომენტში იგი მათთან იყო და საფოც შვილებს მამის სიყვარულსა და პატივისცემას შთააგონებდა. საფოს სამწერლო ასპარეზი პოეტებთან დაახლოებით და მეგობრობით დაიწყო. ერთ-ერთი მათგანი, პროლეტარული მწერლობის ნიჭიერი წარმომადგენელი, ალიო მირცხულავა (მაშაშვილი) მისთვის რწმენისა და ბრძოლის მაგალითი გახდა. საფო ახალგაზრდა პოეტს „ოქტომბრის ღვიძლ შვილს“ ეძახდა. მას იტაცებდა ალიოს მღელვარე, ბობოქარი ბუნება, დაუოკებელი ბრძოლსი წყურვილი და 1926 წელს შესანიშნავ ლექსს უძღვნის, სადაც კიდევ უფრო მკვეთრად აღნიშნავს მის თავდადებასა და სიყვარულს თავის ქვეყნისადმი: „მე გნახე იმ დროს, როცა შენში იფეთქა გრძნობამ და ნორჩ ლომივით დედამიწას ურტყავდი ტორებს. უთხზავდი ლექსებს განახლების ახალგაზრდობას და ადიდებდი შენი ქვეყნის აზიდულ მორებს. ერის აღდგენა, ამაღლება ყოველთვის გსურდა, რომ არ ჰქონოდა მის დიდებას არასდროს ბოლო. ბავშვი პოეტი, დარჩი მუდამ ასეთი სუფთა და მძაფრ ბრძოლებში ხელოვანი ყავი მხოლოდ“. საფო მგელაძე დიდად აფასებდა ახალგაზრდა პოეტს ტერენტი გრანელს. აკვირდებოდა მისი საოცარი მგრძნობელობა, ტემპერამენტი, ცდილობდა, ახლო ყოფილიყო მასთან, გაოეყვანა მელანქოლიიდან, მაგრამ საფომ ეს ვერ შელო. მოგვყავს მათი მეგობრული დამოკიდებულების შესახებ ჩვენს მიერ მიკვლეული ლექსი: „ა. მაშაშვილს და ტ. გრანელს თქვენ ორნი მოდით ჩემს სანახავად, ასე დაგვიხატა საფომ ორი ნიჭიერი შემოქმედი, მხატვრული სიტყვის შესანიშნავი ოსტატები – ტერენტი გრანელი, მუდამ ჩაფიქრებული თავისი სევდიანი თვალებით, ხოლო მეორე, თოვლივით ეთრთმიანი ალიო მაშაშვილი, ჭეშმარიტი ტრიბუნი პოეტი. სეთივე თბილი და ადამიანური იყო საფო თავის სხვა მეგობარ მწერლებთან. მას ყველა მწერლის წინსვლა თავის საკუთარ გამარჯვებად მიაჩნდა. მაგალითად, აღფრთოვანებულს ჩაუწერია თავის დღიურში კ. კალათის „ხატიჯესა“ და „უჩარდიონის“ წაკითხვის შემდეგ: „კარგია, მშვენიერია“. საფოს მოსწონდა მწერალ გიორგი შატბერაშვილის ძარღვიანი ქართული. პატივს სცემდა თავის თანამედროვე ახალგაზრდა კრიტიკოსებს: გ. ნატროშვილს, შ. რადიანს, დ. ბენაშვილს. მათ საქმიანობასა და ურთიერთობაზე მიგვითითებს საფოს წერილი გ. ნატროშვილისა და დ. ბენაშვილისადმი: „ამხანაგებო! თქვენთან ერთი სათხოვარი მაქვს: ფედერაციაში (ასე ერქვა წინათ გამომცემლობა „საბჭოთა მწერალს“, შემდეგ „მერანს“) შევიტანე განცხადება ჩემი მოთხრობების გამოცემის თაობაზე. იქ მთხოვეს წაიკითხოს ვინმემო და მე დაგასახელეთ თქვენ ორივენი. ორი მოთხრობა დაბეჭდილია, ორიც დაუბეჭდავი. წაიკითხეთ, თუ ჩემი მეგობრები ხართ და მიუკერძოებლად თქვით თქვენი აზრი. დღეს 21 ივნისია. 13 ივლისს მიდით ხელოვნების სასახლეში დილის 10 საათზე. ნუ დაიგვიანებთ. მე თქვენ ძალიან გთხოვთ ამას. დაგეკარგებათ სამი ან ოთხი საათი. ჩემს დღიურებს თვითონ გადმოგცემდით, მაგრამ დღეს თბილსიიდან მივდივარ და მეჩქარება. იმედი მაქვს, მოხვალთ უეჭველად. ნახვამდის კახელებო. პატივისცემით მეგობრული სალამი“. საფო მგელაძე ახლო ურთიერთობაში იყო ხალხის საყვარელ პოეტ იოსებ გრიშაშვილთან. იოსები მისი ხალასი ნიჭის დიდი ქომაგი იყო. ბევრი კარგი, კეთილი სიტყვ ახსოვს საფოს პოეტისაგან. მწერალი ქალები ხშირად იკრიბებოდნენ ხარფუხში, ძველ თბილისში, „სოსოსთან“. ასე ეძახდნენ მაშინ „თბილისის პოეტს“ იოსებ გრიშაშვილს. ვის არ ნახავდით და არ შეხვდებოდით აქ. ეს იყო მხატვრული სიტყვის საკრებულო. აქ იღებდნენ ჩვენი მწერალი ქალები ლიტერატურულ საზრდოს. განსაკუთრებით საინტერესო იყო ეს შეხვედრები იოსებ გრიშაშვილსი დაბადების დღესთან დაკავშირებით, როცა სტუმრებს არაჩვეულებრივი მასპინძლობით, ფუსფუსით ხვდებოდა თვითონ პოეტი. საფო პრესის ფურცლებზე სხვადასხვა ფსევდონიმებით გამოდიოდა: „გურული ქალი“, „ეწერელი ქალი“, „მუშა ქალი“, „სანი“ და სხვა. ამ ფსევდონიმებით აქვეყნებდა იგი თავის კორესპონდენციებს, ნარკვევებს, ფელეტონებს, მოთხრობებს. წერდა ჩვენი ლიტერატურის საჭირბოროტ საკითხებზე. მის ლექსებში მკვეთრად იგრძნობოდა რომანტიკული განწყობილება და რევოლუციური პათოსი. საფო სისტემატიურად იბეჭდებოდა იმდროინდელ ჯურნალ-გაზეთებში „კავკასიონსა“ და „ჩვენ გზაში“, „ტრიბუნასა“ და გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალ „ლომისში“. განსაკუთრებით ნაყოფიერი ყო საფოს მონაწილეობა რესპუბლიკის დედაქალაქის ლიტერატურულ ცხოვრებაში. მისი ნაწერები ხშირად ქვეყნდება „კომუნისტში“, „ლიტერატურულ საქართველოში“, „პრლეტარულ მწერლობაში“, „ქართულ მწერლობაში“, „მნათობში“, საბავშვო ჟურნალებსა და სხვა პერიოდულ გამოცემაში. თანდათანობით ფართოვდებოდა საფოს შემოქმედებითი ნიჭი. ვინ იფიქრებდა, რომ პროვინციიდან ახლადჩამოსულ ქალიშვილს ამდენი გამბედაობა და რწმენა ექნებოდა თავის თავისა. სად უდნა ითქვას თუ არა აქ, რომ ეს რწმენა საფოს თავის თანამედროვე პოეტმა ქალმა კატო მიქელაძემ ჩაუნერგა. 1917 წელს, როცა ქუთაისში გაზეთ „ხმა ქართველი ქალისა“ დაარსდა, საფო მგელაძემ თავისი ლექსები რედაქტორ კატო მიქელაძეს გაუგზავნა. საფოს ნიჭით აღფრთოვანებული კატო მიქელაძე იმავე წელს შემოდგომაზე გურიაში ესტუმრა და თან ჩაუტანა გაზეთი, სადაც მისი პოემა იყო გამოქვეყნებული. ამ დღიდან დაიწყო მათი მეგორობა, კატო ამხნევებდა მეგობარს. ერთ-ერთ წერილში იგი საფოს წერდა: „... გაშალე ფრთები, მოიწადინე ცაში აფრენა, ნუთუ შენი მშვენიერი ნიჭი არ კმარა, ასეთი მისწაფება რომ გეძალებოდეს? მაშ, გამოცოცხლდი, გამოისხი არწივის ფრთები და აფრინდი ისეთის სულიერი ენერგიით, რომ ყოველივე ავადმყოფობა და დაბრკოლება გადალახო“. მართალია, კატო საფოსი არც ნათესავი იყო, არც ბავშვობის თანაშეზრდილი მეგობარი, მაგრამ დიდი ყურადღება გამოიჩინა ნიჭიერი პოეტი ქალისადმი. საფო სოფლიდან მან ჩამოიყვანა, გზა გაუკაფა მწერლობაში და მძიმე ავადმყოფობის დროსაც იგი იყო მისი პატრონი. მოგვყავს ამასთან დაკავშირებით ერთი საინტერესო ეპიზოდი პოეტის ცხოვრებიდან. ავადმყოფ საფოს საწოლთან ერთმანეთს შეხვდნენ კატო მიქელაძე და საფოს ექიმი. ამ უკანასკნელს კატო საზღვარგარეთიდან იცნობდა. – Откуда вы здесь? – ჰკითხა ექიმმა. – Приехала, чтобы спасти талант. კატო მიქელაძე ყოველ საშუალებას მიმართავდა, რათა სიკვდილის ბრჭყალებიდან გამოეხსნაპოეტი ქალი. ამას საფოს კატოსადმი მიძღვნილი ლექსი ადასტურებს: „როცა იმედის ჩაქრა ლამპარი და კატო ახალგაზრდა, გამოუცდელ საფოს ასწავლიდა ბრძოლას, სიმტკიცეს, მოთმინებას, სულგრძელობას. საფო მგელაძე იყო საოცრად გამრჯე და ინტერესიანი ადამიანი, ათი წლის განმავლობაში სამი მოზრდილი ნაწარმოები შექმნა: „ლიანა ლორდია“, „ქარიშხალი ფრთებზე“, გზადაგზა“ და სხვა მოთხრობები, ლექსები... უცნაური ბედი ეწია მის რომანს „ლიანა ლორდიას“. მიუხედავად იმისა, რომ ამ რომანს შემდეგში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საფომ „ლიანა ლორდია“ გამოქვეყნებამდე ცნობილ კრიტიკოსს ვახტანგ კოტეტიშვილს წააკითხა. ვ. კოტეტიშვილს მოეწონა ნაწარმოები, მისი გამოქვეყნება მიზანშეწონილად სცნო და თავის სამსახურიც შესთავაზა. საუბედუროდ, მოხდა ისე, რომ რედაქციაში მიმავალ საფოს „ლიანა ლორდიას“ ხელნაწერი დაეკარგა. გაზეთში გამოცხადებამაც ვერაფერი უშველა. მისი მნახველი არავინ აღმოჩნდა. საფოს მოუხდა მისი აღდგენა, რასაც ორ წელიწადზე მეტი მოანდომა. 1928 წელს „ლიანა ლორდია“ ჟურნალ „მნათობში“ დაიბეჭდა, ხოლო ცალკე წიგნად 1935 წელს გამოვიდა. „ლიანა ლორდია“ საბჭოთა ლიტერატურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მხატვრულ ნაწარმოებად იქნა აღიარებული. გადაუჭარბებლად უნდა ითქვას, რომ საფოს მთელი ოცნება, მისი გატაცებანი თუ მხატვრული ძიებანი, ყველაზე მეტი სისადავით სწორედ ამ რომანში გამომჟღავნდა. გვაოცებს საფოს წერის მანერა, შინაგანი ინტიმური მღელვარება, რომელიც ამ რომანის მთავარ მამოძრავებელ ძარღვს წარმოადგენს. საფო მგელაძემ ამ ნაწარმოებში მოგვცა ახალგაზრდა შემოქმედი მხატვარი ქალის რეალური, ცოცხალი სახე და მისდა სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ შექმნილი ქალის სახე იმდენად ძლიერი, სრულყოფილი აღმოჩნდა, რომ დედები თავის ახალდაბადებულ ქალიშვილებს ლიანას არქმევდნენ. ვინ არის ლიანა ლორდია?! სოფლის ინტელიგენტი, მხატვარი ქალი, გატაცებული თავისი შემოქმედებით, თავისი ნამუშევრებით, თავისი სურათებით. სწორედ ამ ნახატებით გაიცნობს ლიანას ახალბედა პუბლიცისტი თამაზ ზურაბიძე. იგი ცდილობს დააჯეროს ლიანა, რომ უსიყვარულოდ არავითარი დიდი ქმნილება არ შექმნილა და სანამ თვითონ არ შეიყვარებს ვინმეს, მის სურათებში მუდამ იგრძნობა მხატვრის ცივი გული. მხატვრის ცხოვრებაში შეჭრილი მამაკაცი აფორიაქებს ახალგაზრდა ქალს. იგი არ ეთანხმება მას, მაგრამ უდნა დაარწმუნოს თავისი თავი, რომ სეთი ლამაზი გარეგნობის მამაკაცში არ შეიძლება არ იყოს მდიდარი, მაღალი სული. სწორედ ამ დაჭიმული სიტუაციებით, ერთმანეთის შეცნობით და მათ შორის კვანძის გახსნით, მწერალი კარგად ახერხებს ახალი ქალის ტიპის გადმოცემას. ლიანა ეძებს ამაღლებულ სიყვარულს, იდეალურ მამაკაცს, რომელიც შეძლებს ქალის სულის, მისი ღირსების, სიფაქიზის, ინტელექტუალური ცხოვრების დაფასებას. თამაზი ვერ ეღირსა ქალის თანაგრძნობას, იგი ვერ გახდა ლიანას იდეალი. მისი ფლიდობა, თავდუჭერლობა, სულწასულობა შეუმჩნეველი არ დარჩენია ლიანას. ყოველივე ამან, თავის დროზე, დიდ ინტერესთან ერთად დიდი სენსაციაც გამოიწვია. ამით მწერალმა შესძლო ცხოვრების სიმართლის ნათელი შეგრძნება და თანამედროვე ქალი თავის სიმაღლეზე დააყენა. და მართალი იყო, ჯერ კიდევ სტუდენტი, 18 წლის ჭაბუკი ლადო ასათიანი, როცა საფოს – „ლიანა ლორდიას“ ავტორს, „სიყვარულის ოსტატი“ უწოდა. ჩვენ გვახსოვს ამ წიგნსი გამოსვლასთან დაკავშირებული მღელვარება, გვახსოვს, თუ როგორი ინტერესით ეტანებოდა მას ახალგაზრდობა, როგორ გადადიოდა ხელიდან ხელში და როგორი დიდი ექო ჰქონდა. რამ აღაფრთოვანა ახალგაზრდა პოეტი ლადო ასათიანი, თუ არა რომანის მხატვრულმა ძალამ, რომელშიც საოცარი გულწრფელობით მოცემულია ახალი ქალის ფაქიზი და სპეტაკი სიყვარული. „ქართულ მწერლობაში რჩეულო მეგობარო, უცნობო ქალო, საფო! – წერდა ლადო, – მოკვდა სიყვარული და მაიძულებს ვეძიო მეგობარი, რომელიც ქალიც იქნება და ადამიანურ გრძნობათა მატარებელიც... ვეძებ ასეთ სასურველ მეგობარს და ვეძახი მას ჩვენ ეკლიან გზაზე. მაგონდება თქვენი ლიანა ლორდია, რომელიც განმკურნავი წამალი რამ შეიქმნა ჩემთვის, რომელიც მამხნევებს და მეძახის მიუწვდომელის მისაწვდომად. თქვენი ლიანა ლორდია უბით დამაქვს, სულიერი ტკივილების დროს მამხნევებს... გრძნობებს მიათკეცებს... ამ წინააღმდეგობების დახლართული სიყვარულის წიგნში გრძნობათა კოშკია ნაშენი, გრძნობათა კოშკი, რომლითაც ვაფასებ მე თქვენ ლიანას, დამათრობელნი არიან ეს გრძნობები; სწორედ ამ გრძნობებით გაიმარჯვეთ თქვენ, ძვირფასო მეგობარი. სწორედ ამ გრძნობათა სილამაზისათვის მიყვარს მე ქართულ ნაწერებში თქვენი „ლიანა ლორდია“, სწორედ ამისათვის ვკითხულობთ და ვაღმერთებთ მე და ჩემი მეგობარი მას. წავიკითხე თქვენი „ქარიშხლის ფრთებზე“, მინდა ამაზედაც გესაუბროთ, მაგრამ ამაზე შემდეგ. ბევრი რამ მოსაწონია მასში და ბევრი – არა. ლამაზია თქვენი ლექსი „ბახმარო“. საინტერესოა თქვენი პასუხი. იყავით სულ კარგად და კარგად, თქვენი პატივისმცემელი მეგობარი ლ. ასათიანი. ქ. ქუთაისი, 1935 წ., 4 მაისი“. ამის შემდეგ დიდ დროს არ გაუვლია, იმავე წელს, 1935 წ. 15 აგვისტოს თარიღით საფო იღებს ლადო ასათიანის მეორე წერილს, რომელშიც იგი მთელი თაისი პოეტური აღტკინებით გულს უშლის ქალთა შორის რჩეულს, საფო მგელაძეს. „მთელი ქვეყანა საპყრობილეა ჩემთვისQ! ვეძიებ ადამიანს, ვერ ვნახე ზეცად, მთაში, ბარში, ღრუბელსა და ვარსკვლავებში, რომ მოვიდეს, მოვეხვიო და ჩავხედო ღრმად თვალებში, შევიცნო ადამიანური სიბრძნე, ვიგრძნო სულით ნათესაობა დ აქედან აღგზნეულმა ვიმღერო, ვიმღერო ისე, როგორც არავის უმღერია!!! ჩვენ ადამიანები ვართ, საფო! ჩვენ მარადიული ცეცხლი გვიკიდია, მეგობარო! გამიგრძელდა, საჭიროა წერტილ დავსვათ... სხვაზე შემდგომ. წერილ მვიღე... ეგზომ გავიხარე – ბავშვიაო, წერთ. დიახ დიახ, მე ბავშვი ვარ, გულით, გრძნობით, ადამიანობით, მაგრამ გონებით დიდი ხანია დავძლიე ბავშვობა. მაშინაც, ჭაღარა რომ გამოჩნდება, არა მგონია, რომ მოვხუცდე, რადგან ორსულიანი ადამიანები არასოდეს არ ხუცდებიან... ისინი იწვიან, იწვიან, წვის შედეგად რჩება... ასეთები არიან უცნაური ადამიანები – პოეტები, ასეთი ხართ თქვენც, მეგოარო და თქვენ, უცნობო კოლეგა. უდიდესი მოკრძალებით ვხრი თავს თქვენს წინაშე დარიგებისათვის, თბილი ქათინაურებისათვის და მშობლიური დარიგებისათვის. თქვენი მეგობარი ლადო ასათიანი, 1935 წელი“. ლადო ასათიანის მეორე წერილი საფოსადმი პასუხია პოეტი ქალის პირველ წერილზე, რადგან სწორედ ამ წერილში უწოდეს ლადო ასათიანს ბავშვი, რომელსაც, როგორც წერილის შინაარსიდან ჩანს, პატარა გულისტკივილი გამოუწვევია და ლადოს საყვედურიც ამით არის გამოწვეული. „ჩემო უცნაური მეგობარო! – წერდა საფო თავის უმცროს მეგობარს, – თქვენ ალბათ გახსოვთ ვილანდის სიტყვები, როცა ის გოეთეს დეკლარაციას ყურს უგდებდა. „ეს ან გოეთეა, ან დემონიო“ და მეც, როცა შენი უკანასკნელი წერილი წავიკითხე, ასე წამოვიძახე... – ნეტავ ვიოცდე, ვინ ზის ამ კაცში, ღმერთი თუ დემონი?! ეს წერილი ქარიშხალივით შეიჭრა ჩემს სულში და ყველაფერი მიანგრ-მოანგრია. ბავშვო, ვინ მოგცა შენ ასეთი დიდი ტემპერამენტი, ასეთი მღელვარე სული, ასეთი დიდი სურვილები, ასეთი უცნაური შეგრძნება ქართული ენის. დიდი გამბედაობაა და ეს ნიჭი მაღალი ლამაზი მეგობრობისა, იქნებ შენ ჩემი ოცნების ნაყოფი ხარ, ჩემი სულიერი შვილი და მეგობარი... ჩვენ ხშრიად მოვიგონებთ ერთმანეთსო, მწერ. ოო, უსათუოდ. ხშირად, როდესაც კოჯრის მთის ბილიკს მივყვები, მე ვფიქრობ: იქნებ, ჩემი ახალგაზრდა მეგობარიც მიდიოდეს ახლა ზევით, რომელიმე მთის მწვერვალისაკენ. როცა ბოტანიკურ ბაღში შევდივარ, იქ ვიგონებ და ვამბობ, ალბათ რომელიმე ფოთლოვანი ხე იფარავს მას იმ წუთს მზის შემაწუხებელი სხივებისაგან, როცა ფუნიკულიორზე ავდივართ, მე შენ იქაც არ მტოვებ მარტოდ... მოდიხარ შენი ნათელი, სუფთა თვალებით და მეუბნები ასე: მეგობარო, შენ შეჰყურებ ჰორიზონტს, მითხარ, რას ეძებ ჰორიზონტის იქითო! პირადად ჩემთვის ქალი ემგობარი მუზაა, მწერ შენ, მაგრამ შენ ხშირად ოცნება არ მოგერიოს. ისე გახსოვდეს – ოცნება ყველაფერს გპირდება, ნამდვილად არაფერს იძლევა. მეც დიდხანს მჯეროდა მისი, მაგრამ ჩემი ცხოვრების უკანასკნელ წლებში, მე ის ამოვიგდე გულიდან და თავიდანაც. მპირდები, როცა ხალხში გამოვალ და როცა თბილისში ჩამოვალ, გნახავო... ჩემო ძალიან საყვარელო ბავშვო, ნუთუ არ სჯობს არასოდეს ვნახოთ ერთმანეთი და დავრჩეთ ერტმანეთისათვის მარად უცნობი და შორეული, შეუცნობელი და მიუწვდომელი, განა ამაში მეტი სილამაზე არ არის?! შენ სურათს ველი, გამომიგზავნე ის, რაც შეიძლება ჩქარა, მინდა ჩვხედო იმ ჩარჩოს, რომელიც შენს აბობოქრებულ სულს იტევს. ახლა კი მშვიდობით. 1935 წ. 18 აგვისტოს ღამე. ს. მგელაძე“. უმაღლესი პოეტური განცდათა მღელვარებას, როგორც ვხედავთ, წაუშლია მათ შორის არსებული ასაკობრივი ზღვარი. საფოს სულიერი სიმაღლე სწორედ აქ არის... მან იგრძნო ლადო ასათიანის ტიტანური ბუნება, რომელიც ვერ ეტეოდა ცხოვრების ჩვეულებრივ ჩარჩოში, გაუგო მას და არ შეეძლო არ ეღიარებინა უდიდეს პოეტად. საუბედუროდ, არც ერთს არ დასცალდა სიცოცხლე. ერთი უფრო ადრე, ხოლო მეორე უფრო მოგვიანებით, თავის შემოქმედების აღმავლობის პერიოდში დაიღუპნენ. „ლიანა ლორდიას“ დიდ შთამაგონებელ ძალაზე მეტყველებს პოეტი ქალის ნაზი კილასონიას მოგონება საფო მგელაძის შესახებ. ჯერ კიდევ სტუდენტი იყო მომავალი პოეტი ქალი, თავის ბიძაშვილთან ერთად პაწაწკინტელა ოთახში ცხოვრობდა, მაგრამ როგორც ყველა ახალგაზრდას, მასაც მთელი ქვყანა ზღაპრულ სამოთხედ ეჩვენბოდა. მათ სიმდიდრეს, როგორც თვითონ აღნიშნავს, ბალიშს ქვეშ ამოდებული მიხეილ ჯავახიშვილის, შიო არაგვისპირელის, რაჟდენ გვეტაძის „ლაშაურის საღამოები“ და ბელსის „რესპუბლიკა“ შეადგენდა და იყო კიდევ ერთი, – დასძენს პოეტი ქალი, – ახალგაზრდობის საყვარელი საკითხავი რომანი, მომწვანო ყდიანი წიგნი „ლიანა ლორდია“. „ლიანა ლორდია“, „ლიანა ლორდია“! – რა მომხიბლავად ჟრერდა... მომხიბვლელი იყო თვით სტილი, სტილი ამ მოთხრობისა, დღიურების სახით შექმნილი, გვიზიდავდა თვით ავტორის სახელი და გვარი. საფო მგელაძე, რაღაც საფირონს ჰგავდა... მაშინ საფო ჩვენთვის არა მიწიური, არა ამქვეყნიური ცნობა იყო. თითქოს ისიც არ ვიცოდით, არსებობდა თუ არა საფო საერთოდ. „ლიანა ლორდია“ ჩვენთვის სიწმინდეს, გასპეტაკების მსხვერპლის ფართოდ მიღწეული ამაღლების ფურცელია... შემდეგ „ქარიშხლის ფრთებზე“ – დახუთულ, მაგნოლიის ავადმყოფური სურნელით გაჟღენთილ ოთხ კედელ შუა მწერალმა ქარიშხალი დაატრიალა (თითქოს ბრძოლსი ჟინით, შურისძიებით ანთებული გული ქალის თვალწინ გაგვიტარა). „შორს უდაბნოში მოკვდა ლერწამი, როს ჩრდილი აღარ დაურჩა ფარად“, – ვმღეროდით მაშინ საფოს სტრიქონებზე“. „ქარიშხლის ფრთებზე“ საფოს მეორე, მოზრდილი, სერიოზული ნაწარმოებია, რომელსაც არანაკლები ექო ჰქონდა. დიდი სახელი და პოპულარობა მოუტანა საფოს ამ ნაწარმოებმა. იგი „ლიანა ლორდიაზე“ უფრო ადრე დაიწერა, მხოლოდ ცალკე წიგნად 1934 წელს გამოიცა. აქ საფომ გვიჩვენა მთელი თავისი დემოკრატიული ბუნება. მისი სიმპათია ხალხის განმანთავისუფლებელი მოძრაობისადმი. თუ „ლიანა ლორდიაში“ მწერალმა დაგვიხატა ახალგაზრდა მხატვარი ქალის დიდი ლტოლვა სილამაზისადმი, ხელოვნებისადმი, რაც მისი სიცოცხლის შინაარსს შეადგენს, გაცილებით უფრო ფართო სოციალური ჟღერადობა მისცა თავის ნაწარმოებს „ქარიშხლის ფრთებზე“. აქ საფო დიდი დამაჯერებლობითა და საქმის ღრმა ცოდნით გვიხატავს ქართველი ხალხის სახელოვანი შვილების თავგანწირვას თვითმპყრობელური რეჟიმის წინააღმდეგ. საფო არ ივიწყებს ქალის წარსულ ტანჯვა-წამებას. მისი ქალები ამ ნაწარმოებში მამაკაცებთან ერთად იბრძვიან, იბრძვიან შეუპოვრად, სიცოცხლეს არ იშურებენ ნათელი მომავლის შესაქმნელად. მწერალმა ქალმა გვიჩვენა ბნელი რეაქციუული ძალების აღვირახსნილობა და სისაძაგლე, რომელნიც ყოველმხრივ ცდილობენ გზა გადაუჭრან თავისუფლებისათვის აზღვავებულ მებრძოლებს. ამ ფონზე გვიჩვენებს საფო ნაწარმოების მთავარ მოქმედი პირის, ახალგაზრდა ქალის, მაგდას საშინელ ტრაგედიას, რომელსაც მხეცურად აწამებენ თვითმპყრობელობის უხეში მოხელეები. დღეს, ამ ნაწარმოების ანალიზისას, ჩვენ ბევრი რამ გულუბრყვილოდ გვეჩვენება, ბევრი რამ უსუსურადაა წარმოდგენილი, მაგრამ ერთი ცხადია, რომ ჩვენს წინაშეა ნიჭიერი მწერალი, რომელსაც აქვს ნათელი შეგრძნება ცხოვრების სიმართლის ასახვისა. საფოს ალალბედად არ დაურქმევია ამ რომანისათვის „ქარიშხლის ფრთებზე“. მას ისე მიჰყავს თავისი ნაწარმოების მთავარი გმირების ცხოვრება და მოქმედება, რომ ისინი მართლაც ქარიშხლის ფრთებს უნდა გაჰყოლოდნენ, უსამართლობის წინააღმდეგ მიმართულ აბობოქრებულ ბრძოლებში უნდა ჩაბმულიყვნენ. ასეც არის, რომანის მთავარი გმირი მაგდა, ნამდვილ რევოლუციონერ ქალად არის გამოყვანილი, მისი ბედი განაპირობა ობლობამ – ცხოვრებამ აზნაურის კარზე. მაგდას საკუთარი დასავით უყვარს თავისი აღმზრდელი აზნაურის ქალიშვილი ლალა, რომელიც რევოლუციას თანაუგრძნობს და მასწავლებელ რევაზის მიერ არჩეულ გზას მიჰყვება. მწერალი გვარწმუნებს, რომ ლალა უფრო მომზადებულია პოლიტიკური ბრძოლისათვის, ვიდრე მაგდა, რომ ახალი დროის ქალიშვილი უფრო ლალაა. მაგდა ისე, როგორც რევაზი და სხვები, ანალიზს ვერ უკეთებენ სოციალურ მოვლენებს, მათ არ იციან რით და როდის უშველონ ჩაგრულ ხალხს. ლალა ახალგაზრდულ მუშაობასია ჩაბმული, აგიტატორი და პროპაგანდისტია. რაზმავს გლეხებს, იწვევს საიდუმლო კრებებს და მარად აკეთებს სასარგებლო საქმეს. სწუხს, განიცდის ლალა, რომ ზოგიერთ პარტიულ მუშაკს არ სჯერა აზნაურის ქალის სიმართლე, მაგრამ ლალა ამასაც მალე აღწევს, თავისი თავდადებული მუშაობით არწმუნებს გლეხებს გულწრფელობაში. როგორც ვხედავთ, რომანის თემა ახალია. ეს არის მწერლის პირველი ცდა, უფრო ფართოდ შეხებოდა წარსულის ისტორიულ მოვლენებს და შეძლებისდაგვარად აესახა რევოლუციური იდეები. საფოს არ ღალატობს პოლიტიკური ალღო. აღნიშნავს, რომ ტერორისტული აქტი ერთ-ერთ საშუალებად იყო მიჩნეული მონარქიის დამხობის წინა პერიოდში, რომ ჩვენი გლეხები არ იყვნენ მომზადებულნი გაბედული ბრძოლისათვის, ჯერ კიდევ დაბალი იყო მათი მომზადება სოციალური საკითხების გადაწყვეტაში. ამრიგად, „ლიანა ლორდია“ და „ქარიშხლის ფრთებზე“ საფოს ისეთი ნაწარმოებია, რომელშიც მოცემულია ახალი თემა, – რევოლუციური აღტკინება, თანამედროვე ადამიანების ცხოვრება და ხასიათები. საფო მგელაძის მესამე ნაწარმოები „გზადაგზა“ ძირითადად სიყვარულის საკითხს ეხება. ნაწარმოებში მთავარი წამყვანი პერსონაჟებია – მარინე, გერმა, პოლინა და ზურაბი. რომანის სამივე ნაწილში, წარმოდგენილია მარინეს ცხოვრება და მისი ტანჯვა, რომელიც შემთხვევით გერმას სიყვარულში გაეხვევა. აქედან იწყება მისი ცხოვრების დრამა, მისი სულიერი ტრაგედია. გერმასთან დაახლოვებამ მას აურია ცხოვრების გზა-კვალი. გერმა, იგივე თამაზი, პროფესიით ექიმი, შეზღუდული, ეგოისტური ბუნების კაცი აღმოჩნდა. მას არ უყვარს თავისი პროფესია, ავადმყოფები. მისი მიზანია ბევრი ფული და კმაყოფილება. დიდ სიამოვნებას ანიჭებს ქალების უმანკოების გათელვა. ამიტომ მკითხველს როდი უკვირს მისი უსინდისო საქციელი მარინესადმი, მაგრამ თავმოყვარეობაშელახული ქალი თავს მოერევა, ცხოვრების ფერხულში ჩაებმევა და ცოლად მიჰყვება არქეოლოგს. სულ სხვანაირად გამოიყურებიან მათ გვერდით მარინეს თანასოფლელები პოლინა და ზურაბი. ესენი არიან სრულიად ჯანსაღი ახალი ადამიანები, ჯანსაღი მორალითა და ფსიქოლოგიით. შესანიშნავად მთავრდება რომანის ფინალი. პოლინა და ზურაბი შეუღლდებიან. პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსული პოლინა საუცხოო მოსიყვარულე ცოლი აღმოჩნდება. საფოს სხვანაირად არ შეეძლო დაემთავრებინა თავის რომანი. იგი ქალის ღირსებების დიდი დამცველი და ქომაგია, მამაკაცებისგან ყოველთვის ქალის გაგებას და დაფასებას მოითხოვდა. საფოს რომანების გმირები არ არიან ხელოვნურად შექმნილი ადამიანები, მოწყვეტილ ცხოვრებასა და სინამდვილეს. ყველა ისინი ჭეშმარიტად ცხოვრებისეული ადამიანებია, რომელნიც იბრძვიან და აქტუალურ მონაწილეობას იღებენ ახალი, სოციალსიტური სამშობლოს მშენებლობის ყველა ფრონტზე. საფო მგელაძე ხალასი, მახვილი მწერლური თვალისა და კარგი მხატვრული გემოვნების შემოქმედია. „ცხელი გულით ნაწერი“ უწოდა მწერალმა გ. შატბერაშვილმა საფო მგელაძის ნაწერებს და ეს გულწრფელი ნათქვამი ყველაზე უფრო მის ლირიკული ხასიათის ლექსებზე ითქმის, რომელშიც მართლაც ცხელი გულით, წრფელი გრძნობებით, დიდი ემოციურობითაა გადმოცემული პოეტი ქალის სულიერი სამყარო. თავისებურია საფო მელაძის პოეტური პალიტრა. თავისებურიაო, ვამბობთ, რადგან იგი არავის გავლენის ქვეშ არ მოქცეულა, არავისთვის მიუბაძავს. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს მწერლობაზე ბევრმა სხვადასხვა ლიტერატურულმა მიმდინარეობამ იქონა ზეგავლენა. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, ოცდაათიან წლებში უკვე სჭექდნენ ისეთი პოეტები, როგორებიც იყვნენ გალაკტიონი და ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, იოსებ გრიშაშვილი და სხვ. კლასიკური ლიტერატურით შთაგონებულმა პოეტმა ქალმა რეალისტური გზა აირჩია. ხალხური იყო მის ნათელი აზრის გამოახტვის უნარი, ლექსის ფორმა, მკითხველისათვის საფო საინტერესო გახდა, როგორც პოეტური გააზრებით, ისე თემატიკის სიმდიდრითა და მხატვრული შესრულებით. სამწერლო ასპარეზზე გამოსული ახალგაზრდა ქალი ღრმად ჩასწვდა მაშინდელ საზოგადოებრივ ცხოვრებას და თავის ეპოქის მაჯისცემას. საფო მგელაძე უმღერის სამშობლოს თავისუფლებას, მუშებს, წითელ არმიას, უმღერის მეგობრობას, სიყვარულს, ხალხის უკეთეს მომავალს. თავისი პოეტური მრწამსი საფომ ყველაზე მკვეთრად გალაკტიონ ტაბიძისადმი მიძღვნილ ლექსში გამოამჟღავნა და მთელი გულწრფელობით შეასხა ხოტბა ჩვენი დროის უდიდეს პოეტს. რა მოსწონდა მაშინ საფოს ჩვენი ეპოქის ბუმბერაზ პოეტში? ის, რომ გალაკტიონი ახალ ცხოვრებას, რევოლუციას, საბჭოთა ადამიანს უმღეროდა და თანამედროვე ქართული ლექსის ნოვატორი გახდა. ასევე აღაფრთოვანებდა საფოს მგზნებარე რევოლუციონერების იროდიონ ევდოშვილისა და მისი დის, პოეტი ქალის, ბაბილინა ხოსიტაშვილის რევოლუციური, მებრძოლი ლექსები, მათი სამოქალაქო მოტივები. მან ლექსიც კი მოუძღვნა პოეტ ქალს – „ბაბილინას“, „ქალი თავნება, გრძნობით სავსე ხარ და იყავი“, – მიმართავს და ამაყობს მისი გაუტეხელი ხასიათითა და ვაჟკაცური შემართებით. ომახიანი პოეტური ხმით, მომავლის ღრმა რწმენით მოვიდა საფო მგელაძე პოეზიაში. ეს განწყობილება მკვეთრად არის გამოხატული მის სხვა ლექსებშიც. „თავისუფალი ხმალი კრიალებს, რევოლუციის გამარჯვებით აღფრთოვანებული საფო გულწრფელად აცხადებს: „მსურს, დროს მეც გავყვე მეტის რწმენით, მეტის ხალისით, რომ თავდადების მაგალითი ვუჩვენო შვილებს“. 1924 წელს, როცა ჟურნალ „დროშაში“ საფოს ახალი ლექსი „ლენინის ხსოვნას“ გამოქვეყნდა, პაოლო იაშვილი და სანდრო შანშიაშვილი არა მარტო სიამოვნებით გამოეხმაურნენ ახალგაზრდა პოეტ ქალს, არამედ მაღალი შეფასება მისცეს მის იდეურად გამართულ ლექსებსა და გზა დაულოცეს შემდგომი ნაყოფიერი მუშაობისთვის. ეს დიდი იმედი და ბიძგი იყო მწერლობაში ახალფეხადგმული საფოსათვის, ვისაც თავიდანვე გათვალისწინებული ჰქონდა თავისი სამოქმედო პროგრამა. დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა მხატვრულ სიტყვას. ამ მხრივ, საინტერესოა მისი ლექსი „მუზა“: „დღეს მუზას ვუმღერ, ხვალ ქარხანას, საფო უმღერის განახლებულ ცხოვრებას, ახალ ადამიანს, მუშას, ოქტომბრის დროშას; უყვარს სამშობლო, მრავალი წამება და ტანჯვაგადატანილი საქართველო. ამიტომ აღტაცებით შეჰხარის მის დღევანდელ დღეს: „გრძენულ მხატვრიდან, გრძნეულ ტილოზე, საფო მგელაძე ჭეშმარიტად დემოკრატი მწერალია, მისთვის უცხო იყო ვიწრო ნაციონალური ჩარჩო. თავისი მსოფლმხედველობით იგი ინტერნაციონალურ პრინციპს ქადაგებდა. საფოს ერთნაირად უყვარდა და პატივს სცემდა ყველა ერს. ერთ-ერთ ამ თემაზე მიძღვნილ ლექსში შესანიშნავად ამბობს პოეტი: „არც ერთ ერისთვის ცუდი არა მსურს, მას კარგად ესმის პოლიტიკისა და ხელოვნების ამოცანები, რომ მათი დაშორება არ შეიძლება. ამიტომ თავის ლექსებში გულწრფელად აცხადებს, რომ ხელოვნება ხალხს ეკუთვნის და მისი მღელვარე ცხოვრებსი უტყუარი სარკე უნდა იყოს, „დღეს ერთი გზა აქვს პოლიტიკასა და ხელოვნებას“. ამ ლექსში საფო ნამდვილი ტრიბუნია. მას სწამს პოეტის სიტყვა ცხოვრების უტყუარი სარკე უნდა იყოს: დღეს ერთი გზა აქვს პოეტებს და მათგან ქვეყნის უზადო სიყვარულს მოითხოვს. ცოცხლად და დიდი დამაჯერებლობითაა დახატული საფოს ლექსში „ჰიმნი წითელარმიელს“ სოციალსიტური სამშობლოს, მშვიდობსი დამცველის, წითელარმიელის პორტრეტი: „ჩვენ ხმალი ვართ, ხმალი მჭრელი, თავისი აქტურობით არანაკლებ ყურადღებას იქცევს ლექსი „კომკავშირულ მეზღვაურს“. აქაც შესანიშნავი შტრიხებით წარმოდგენილია საბჭოთა მეზღვაურის უშიშარი ბუნება, მისი ფიზიკური ძალა, რაშიაც ავტორი ხედავს ნამდვილი მეზღვაურის მამაკაცურ სიმტკიცეს, თავის საქმისადმი უდიდეს სიყვარულსა და სიფაქიზეს: „შენ ზღვას უყვარხარ, შენ მისი ხარ ერთგული მცველი“. საფო ხალახი ლირიკოსი პოეტია. მის ლექსებში ოსტატურად შერწყმულია აზრი, იდეა, ფორმა. ამის მაგალითია თუნდაც ერთ-ერთი შესანიშნავი ლექსი „თუში“. საფო მგელაძე, როგორც თავის ქვეყნის ერთგული შვილი, მტკივნეულად განიცდიდა ქართველი ერის შედარებით სხვა ერებთან კალებ ზრდა-გამრავლებას და უკვირდა, რომ ქართველი ქალი სულ არ ფიქრობდა ამაზე და ადვილად ეგუებოდა უშვილობას. იგი დაინტერესებული იყო ქართველი ხალხის მაგარი, კუნთოვანი ახალგაზრდობის გამრავლებით. ამ ჯანმრთელ ახალგაზრდობას პოეტი ქალი უფრო მთაში ხედავდა, ვიდრე ბარში, ამიტომ სრულიად ბუნებრივი იყო გულისტკივილი და მღელვარე მიწოდების ხმა: „ქალებო, წადით მთა დაიპყარით, ცრუ ადათების ნუ არის შიში, თუ გინდ მწყემსებში ეძიეთ ქმარი, ოღონდ გამრავლდეს ძლიერი ჯიში“. მდიდარი და მრავალფეროვანია საფოს ლირიკა სიყვარულის თემატიკაზე. რამდენადაც თავის ეპიურ ლექსებში იგი ემბრძოლ ხასიათს და შემართებას გვიჩვენებს და ავლენს. იმდენად აქ ფაქიზი, მგრძნობიარე და სათუთია მისი განცდათა გადმოცემის მხატვრული ხერხები. მისი საუკეთესო ლექსი „საგაზაფხულო ოდა“, თუ დიდია მხატვრული ჟღერადობით, სივყარულის შესანიშნავი ოდაც არის. „დღეს მზემ მაკოცა, საფო მზის აპოლოგიის მქადაგებელია, ეტრფის მზის ძლიერებას, მის მაცოცხლებელ სითბოს, როგორც სინათლის, სისპეტაკისა და ჭეშმარიტების სიმბოლოს: „გამათბე მზეო, მზეო, გამათბე! სულ მარტოობამ გაყინა სული“. საფო მაღალ ზნეობას ქადაგებს, ადიდებს სრულყოფილ ადამიანებს, მამაკაცისაგან მოიტხოვს ქალის დაფასებას, მის მაღალმოქალაქეობრივი და ინტელექტუალური ღირსებების დანახვას. საოცრად კოლორიტულია საფოს ერთი ლირიკული ლექსი „ნუ მიხმობ“. იგი საფოსებური და ორიგინალურია იმიტომ, რომ არსად ისე არ ჩანს საფო თავისი პოეტური ბუნებით, როგორც ამ ლექსში: „ნუ მიხმობთ, დავრჩეთ მეგობრებად, უბრალოდ, აგრე. ამ ლექსში კარგად არის გახსნილი მისი ინდივიდუალური ხასიათი. იგი ვერასოდეს იქნებოდა ოჯახში ჩამჯდარი დიასახლისი: „მე პოეტი ვარ, პოეზია ჩემთვის ღმერთია, საფო მგელაძე ხალასი ლირიკოსი პოეტია, მის ლექსებში ვერ იპოვით დახვეწილ ფრაზებს, ყურმოკრულ, ხელოვნურად შექმნილ რითმებს. ძალდაუტანებელი, თავისუფალი და მსუბუქია მისი ლექსები. პოეტური კულტურა, მუზისადმი პასუხისმგებლობის გრძნობა მას არასოდეს აკლდა. ამ მხრივ, თავის თანამედროვე პოეტ ქალებს შორის მას დიდი უპირატესობა ჰქონდა. დღეს, ვერ გავიზიარებთ ზოგიერთი კრიტიკოსის აზრს, რომ საფო უფრო გრძნობებითა და განცდებით აღიქვამს, ვიდრე ღრმა ანალიზით. რა უნდა თქვას ამით კრიტიკოსმა; რომ საფოს ლექსებს აზრი აკლია?! საფო მგელაძის არც ერთი ლექსი არ დაწერილა ჭეშმარიტი აზრის გარეშე. საფოს ყველა ლექსს აქვს იდეა, შესაფერი ფორმა და, რაც მთავარია, მას არ აკლია მხატვრული სახეებით აზროვნება, რაც ძირითადია პოეტისათვის. საფო მგელაძის ბევრი ლექსი გამოუქვეყნებელია, ჯერ კიდევ არ უნახავს დღის სინათლე. დღეს, როგორც ვხედავთ, ეს ნაკლი თანდათან სწორდება. საფო მგელაძის ნიჭსა და შრომის ნაყოფიერებაზე მეტყველებს სხვა საინტერესო ნაწარმოებებიც, როგორიცაა „9 იანვარი“, რომელიც მან ჯერ კიდევ 1925 წელს დაწერა. გურიის ცხოვრებიდან ხალხში გაგონილ ლეგენდაზე შექმნა პოემა „ბახმარო“, რომელიც 1918 წელსაა დაწერილი, გარდა ამისა, მას დაწერილი აქვს „რას ამბობს თერგი“, „პრელუდია“, „ნანა“ და სხვ. როგორც ვხედავთ, საფოს თავის ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე ბევრი რამ შეუქმნია და დაუწერია. მაგრამ ვაი, რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდას, ორმოცდაორი წლის ქალს, თავისი შემოქმედების აღმავლობის პეროდში, ცხადია, ბევრი რამ სათქმელი დ გასაკეთებელი დარჩა. ამიტომ მოულოდნელი და დაუჯერებელი იყო ქართველი საზოგადოებისათვის ბობოქარი სულის, მუდამ მღელვარე, შემოქმედებით ანთებული ქალის მოულოდნელი სიკვდილი. უდროოდ დაღუპულ, თავის თანამედროვე თანამებრძოლიასდმი მიძღვნილი ლექსით გამოეთხოვა საფოს პოეტი მარიჯანი (მარიამ ალექსიძე): „სამგლოვიარო განცხადება და ნეკროლოგი – საფო მგელაძე გარდაიცვალა 1936 წელს, დასაფლავებულია ძველი ვაკის სასაფლაოზე. საფო მგელაძის ღირსეული დაფასება მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ მოხდა. ჩვენს მეირ საკითხის დასმის შემდეგ საქართველოს მწერალთა კავშირისა და აკადემიკოს გ. ლეონიძის სახ. ლიტერატურულ მუზეუმმა 1962 წელს ოთხი მივიწყებული მწერალი ქალის: დომინკა ერისთავ-განდეგილის, საფო მგელაძის, დარია ახვლედიანის (ქაჯაია) და კატო მიქელაძის უკვდავსაყოფად – ჯერ მათ საფლავებზე გასვლა მოეწყო, რათა ყვავილებითა და გვირგვინების შემკობით პატივი ეცათ მათი ხსოვნისათვის, ხოლო შემდეგ მწერალთა კავშირში ჩატარებულ საღამოზე, საფუძველი ჩაეყარა მათი შემოქმედების შესწავლისა და მათი წიგნების გამოცემის საქმეს. საღამოზე გამოსული მწერლები: პოეტ აკადემიკოსი გიორგი ლეონიძე, აკადემიკოსი, სახალხო პოეტი იოსებ გრიშაშვილი, კრიტიკოსი ბესარიონ ჟღენტი გულმხურვალედ მიესალმნენ ამ დროულ, ნამდვილად აუცილებელ, საჭირო და საინტერესო ღონისძიებას. მოხსენებით გამოვიდნენ&ნბსპ; მარიკა ბარათაშვილი, ანიკო ღვინიაშვილი და სხვანი. დღეს ფართო მკითხველი უკვე იცნობს საფო მგელაძის ლიტერატურულ მემკვიდრეობას, მისი შრომებსა და კრებულებს გამოცემული წიგნებსი სახით. ისინი ნათელ წარმოდგენას იძლევიან ოცდაათიანი წლების ამ მრავალმხრივ მოღვაწე ქალის შემოქმედებაზე, მის მრწამსსა და მსოფლმხედველობაზე.
წყარო: ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ქალები, თბილისი, 1990
თქვენ ორნი მოდით პოეტური გრძნობით,
ვიყავი ცუდად, ვიყავ ავად და
მწვავდა სევდა ამოუცნობი.
მეც მეგობრები თურმე მყოლია,
და გრძნობა სულში ბურუსი მუქი,
ტერენტის მძაფრი მელანქოლია,
ალიოს თმების ნათელი შუქი.
თქვენ ორნი მოდით ჩემს სანახავად,
თქვენ ორნი მოდით პოეტურ გრძნობით,
ვიყავი ცუდად, ვიყავი ავად და
მწვავდა სევვდა ამოუცნობი“.
ტანჯულ სულში მხოლოდ ბნელოდა,
ამ დროს მოხვედი და მითხარ მტკიცედ:
აღსდეგ, აიღე შენი ფარ-ხმალი, ჩვენი შრომა გვმართებს.
ჩვენ დავამტკიცებ, რომ ძლიერია ბრძოლაში ქალი“.
წითელი დროშა წითლად ირხევა
თავისუფლების ბრწყინვალე შუქი
მტერს და ორგულებს უბნელებს თვალებს“.
ზეგ სილამაზეს, მაზეგ სიყვარულს,
გაშლლ სივრცეს, ფერებს ცისასა,
გავყვები სივრცეს, რომ შევიგრძნო ყოფა აალი,
შვილი ვარ მღელვარე ცხოვრებისა და
მღელვარე ცრემლით მე თქვენ გადგმოცემთ
მწუხარებას, სიხარულს ბრძოლას“.
გრძენული ხელით ხარ დახატული,
მთელ დედამიწის ელვარე რკალში,
თითქოს აღმართი იყო ჩართული,
ნაკადულები, კორდები, მთები,
ზღვა ვრცელ მინდვრებში მწვანედ გართული
და იალბუზი ამაყი ქედი, ზე აზიდული, ზე აღმართული,
ცისფერ იალქნად გაწვდილი სივრცე,
ტურფა ფერები, ნაზი ქართული,
ედემის მსგავსი ციტრუს-ბაღებით,
მანდარინებით გადახლართული“.
ყველას სიკეთე გულწრფელად მინდა და
ერი ჩემი რომ უფრო მიყვარს,
ნუთუ ეს გრძნობა არ არის წმინდა?!“
წინ მივდივართ მტკიცედ, მარჯვედ,
მსოფლიოში ვართ პირველი
და გვწამს კიდეც გავიმარჯვებთ“.
დღეს დედამიწას სწვავს
ცხელი სუნთქვით სატრფო, მზე-ვაჟი,
თვით იალბუზის მაღალ მწვერვალებს,
საგაზაფხულო გვირგვინი აზის“.
ოჯახს ვერ შევქმნი, ვერ ვიქნები მორჩილი ცოლი,
არ ვიცი საქმე, აშენებულ ოჯახებს ვანგრევ,
დამეკარგება ჯვარნაწერი პატარა რგოლი“.
იგი ქალია და შენ გარდა ღმერთი არ სჯერა“.
ჩვენი ცხოვრების ფურცელია უკანასკნელი.
ამას მე შენგან, ჩემო კარგო, არ მოველოდი.
შენ კიდევ ბევრი, ბევრი გქონდა, საფო, სათქმელი.
ყველა გიცნობდა შეუპოვარ და მებრძოლ ქალად.
ზღვასავით იყავ მშფოთვარე და დაუდგრომელი,
თუმცა ცხოვრება მოგეფარგლა შენ ვიწრო რკალად,
მუდამ გტანჯავდა სურვილები მიუწვდომელი.
გეუბნებოდი: „ნუთუ გული ადრე დაობლდა?
შეხედე მზეს და თავმომწონედ გეჭიროს თავი!
ასე მეგონა, ჩემი ტოლი, ჩემი თაობა,
მუდამ იქნება ძვალმაგარი, მხნე და უკვდავი...“