ნინო ყიფიანი (ტატიშვილი) (1867-1927)
ავტორი: ნინო ჩიხლაძე 1894 წელი, აკაკის საჯარო მიმართვა ნინო ყიფიანსადმი: „ნინო, შენ ქართველმა ერმა ანდერძი უნდა მოგართვას, რომ ასე თვალისჩინივით შეინახე დიმიტრის საყვარელი სახლ-კარი. შენ არა თუ დაგინგრევია იგი, როგორც ბევრმა ჩვენთაგანმა თავადაზნაურთა შვილებმა თავისი მამა-პაპეული მამული გაანიავეს, პირიქით, შენ ერთიანად გაამშვენიერე ის, დიმიტრის რომ ასე უყვარდა, თავის სახლ-კარს პირმშოს რომ ეძახდა. ბარაქალა, ქალო1 აი, ამიტომ ვამბობ, რომ ქართველმა ხალხმა ანდერძი უნდა მოგართვას-მეთქი“. (კოტე დიმიტრის ძე ყიფიანის მეუღლე) მის Yოჯახში საფუძველი ჩაეყარა ჟურნალ „ცისკარსა“ და ქართული თეატრის დაარსებას, სადაც თავს იყრიდნენ პოეტები: ალ. ჭავჭავაძე, ვო. ორბელიანი, ნ. ბარათაშვილი, მ. თუმანიშვილი, რუსი მწერალი გრაფი სოლოგუბი და სხვები. Dდიმიტრი და მისი მეუღლე , ნინო გიორგის ასული ჭილაშვილი, პეტერბურგის წმ. ეკატერინეს სასწავლებელდამთავრებული ქალი, ხშირი სტუმრები იყვნენ ვორონცოვის სასახლეში გამართული წვეულებებისა. „მე მხოლოდ სამი წელიწადი მხვდა ბედნიერ წილად მისი მძლავრი ჭკუის და მისი გავლენის ქვეშ ვყოფილიყავი. პირველ დრიდანვე შვილივით შემიყვარა, ცდილობდა სწავლა-განათლების მხრივ ჩემთვის ხელი შეეწყო, მაგრამ ამას ის მასწავლებლის კილოთი როდი მაჩვენებდა, არა, მესაუბრებოდა ყოველთვის ისე, თითქოს შემთხვევით სიტყვამ მოიტანაო. ჩვენი სალაპარაკო თემა მუდამ იყო სამშობლოს მტკივნეული საკითხები, საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობა, მისი აწმყო და მომავალი“. 1896 წ. გაზეთ „კავკაზის“ რედაქტორის პატივსაცემად გამართულ ბანკეტზე ნინო ყიფიანმა სასტიკად გააკრიტიკა მეფის წყობილება. მისმა აღელვებულმა სტიყვამ ისე იმოქმედა რედაქტორზე, რომ მან ფეხზე ადგომით შესვა დარბაისელი მანდილოსნის სადღეგრძელო და ასე მიმართა მას: „მე ახლა მწამს ქართველი ქალის სიდიადე და მისი უკვდავება. ერს, რომლის შთამომავლობა ასეთ ქალებს ზრდის, არა უშავს რა, თუ აწმყოში არა, მომავალში მაინც დიდებული ერი შეიქმნება, იმას დიდებული სვებედი მოელისო“ კოტე ნინოს შესახებ. „მე ყოველივე ღონისძიებებით აპლოდისმენტების გამოწვევას არ ვცდილობდი, საზოგადოების აზრს მუდამ დიდად ვაფასებდი, ხოლო ჩემი საუკეთესო მსაჯული ჩემი მეუღლე – ნინო ბეჟანის ასული იყო. ყოველი წარმოდგენის შემდეგ მე მას დავეკითხებოდი, მითხარი, როგორ ვითამაშე-მეთქი, თუ ნინო მეტყოდა კარგადო, მე კმაყოფილი ვიყავი, თუ მეტყოდა ცუდადო, ბერსაც რომ ვექე, მე მაინც აღარ ვიყავი ჩემი თამაშის კმაყოფილი“. ნინო ყიფიანი იმდენად შეჩვეული იყო თეატრს, მის კოლექტივს, რომ ერთხელ ი. გრიშაშვილმა მას სუმბათაშვილის „ღალატში“ ზეინაბის როლის თამაშიც კი შესთავაზა. ნინო შექმნა ქვიშხეთის დასი („ქვიშხეთის ტრუპა“, როგორც მაშინ ეძახდნენ) და სასოფლო წარმოდგენებს მართავდა სურამში, ხაშურში, გორში.) მისივე თაოსნობით ქვიშხეთში პირველად დაარსდა სკოლა, წიგნთსაცავი-სამკითხველო, რომელსაც ნინო ამარაგებდა საჭირო ხელსაწყოებით, წიგნებით, ჟურნალებითა და ავეჯით. ნინო ილიას ქვიშხეთში სტუმრობის სესახებ: „პირველი იყო ეს, რომ საჯაროდ მეთქვა სიტყვა, – წერს ნინო, – ავდექი, მაინც შევხედე ილიას, ღიმილით შემომცქერის, თითქოს მამხნევებს, უცებ მაგონდება მისი ანდერძი ქართვლის დედისადმი: „ქართვლის დედაო, ძუძუ ქართვლისა, და ამ ლექსზე ვაშენებ პატარა სიტყვას გამარუსებელი პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელმაც ხელი შეუწყო ქართველი ქალის გადაგვარებას და მე სინანულის გრძნობით ბოდიშს ვუხდი ილიას, რომ უშვილო ქართველი ქალი ვერ უსრულებს ანდერძს... ქალის მიერ საჯაროდ წარმოთქმულმა სიტყვამ ყველაზე იმოქმედა. გაისმა მქუხარე ტაში. აქეთ-იქიდან დამიწყეს კოცნა, მაგრამ ჩემი ყურადღება მხოლოდ და მხოლოდ ილისაკენ იყო მიქცეული. აქამდე თავდახრილმა, პირველად იმას შევხედე. იგი გაშტერებით მიყურებდა, თითქოს ფიქრობდა იმ ქართველ დედაზე, რომელსაც უნდა ეხსნა ზვირთებქვეშ მგმინავი საქართველო. და მე როგორც ერთ-ერთს დედათა შორის, გულზე მომხვდა მისი სიტყვა და ეს უნდა ყოფილიყო მიზეზი იმ კმაყოფილი სავსე ღიმილისა, რომელიც ბოლოს ილიას გადაეშალა სახეზე და რომელსაც, ვფიქრობ, ვერ მოგვრიდა ვერავითარი მისადმი მიმართული დიდი მჭევრმეტყველებით წარმოთქმული სიტყვა“. 1895 წელი გაზ. „ივერია“: „დეადკაცი უძლიერესი და უმძლავრესი მოქმედი ძალაა საზოგადოებრივი ცხოვრებისა, დაუნახაობა დედაკაცის, ამ დიდი მნიშვნელოვანი მოვლენის, მომასწავებელია იმისა, რომ ვერ დაუფასებიათ რიგისა და ღირსების მებრძოლნი ძალნი, რომელიც საზოგადოებრივ შემოქმედებაში მონაწილეობენ. დედაკაცს შეუძლია სასარგებლოც იყოს და საშიში მტერიც. დედაკაცს თან მოაქვს დამარცხება და გამარჯვებაც. დედაკაცი ძალაა, ჯერჯერობით დაფარული და დაგუბებული“. 1896 წელს, როცა ნინომ პირველად დასტამბა თავისი ვრცელი წერილი „ქართველი ქალების მოღვაწეობის მიმოხილვა“.. მისი თაოსნობით 1907 წელს დაარსდა ე. წ. „ი. ჭავჭავაძის სახელობის ფონდის“ გასაძლიერებლად თბილისის ქალთა წრის კომისია, რომელიც შეიქმნა ილიას ტრაგიკულად დაღუპვის დღეებში. ეს იყო ჩეხური „მატიცეს“ ანალოგიური ორგანიზაციის მოდელი. „დავსხედით იმ უბედურის შვილებმა და შევიყარენით სვებედის მოსანანიებლად, მისი ხსოვნის რაიმეს აღსანიშნავად“, – წერს ნინო. ამ საქმეში ნინოს ეხმარებოდნენ ეკ. გაბაშვილი, მარიამ დემურია, ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლისა, ნინო ნაკაშიძე, ელენე დაფქვიაშვილი, ან ამირაჯები, ნ. ჩერქეზიშვილი, ნ. უგრელიძე და სხვები. „ქალთა წრის კომისიის“ სახელით ნინომ გამოსცა თავისი ცნობილი „მატიცა“ – მოწოდება და მას თან დაურთო ჩეხთა „მატიცის“ წესდება, რომლის დანიშნულება და მიზანი სწავლისა და ცოდნის გავრცელება იყო. „ადამიანის ცხოვრების ეკლიანი გზის გავლას, მტრის დახვედრას, მოყვარესთან შეხვედრას, ყველაფერს უნდა სინათლე. ეს სინათლე სწავლაა, სწავლა საერთო, სწავლა სპეციალური და ეს კი ჩვენს ხალხს უდაოდ აკლია. სხვისი შემომცქირალი, სხვისი იმედით მყოფი ხალხი ყოველთვის ამ დღეში დარჩება. ასეა დღეს, ასე იქნება ხვალ, თუ სვა ქვეყნების მაგალითს არ მივბაძეთ. გადაიკითხე ეს პატარა წიგნაკი ჩეხთა, ჩვენსავით დავიწყებული პატარა ერის „მატიცას“ შესახებ, მთელი ტომი ვერ გეტყვით თქვენ იმას, რაც ამ პატარა წიგნაკშია გამოხატული. ეს გეტყვით თქვენ, რა შეძლებია ერს, ხელოვნებას, რა საქმეებს ჰქმნის კაპეიკი, ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ კაპეიკს. განსაკუთრებით მოგაგონებთ თქვენ, ქალებო, დღეში ერთი საათი მაინც მოანდომეთ ამ საქმისათვის ზრუნვას. განმტკიცდით ამ აზრით, გაუღვივეთ სხვებსაც საზოგადო საქმისათვის მიყუჩებული გული, გრძნობა, რომლის პატარა თესლი ნაყოფი იქნება ხვალ დიდი ნაყოფის ქცევისა“. იმ დროის კულტურლუ საქველმოქმედო ორგანიზაციებს, რომელთა სულისჩამდგმელნი უშუალოდ ქალები იყვნენ, რომ წარმოვიდგინოთ ქართველი მოღვაწე ქალების უანგარო საქმიაობის სურათი. ასეთი ორგანიზაცია იყო თბილისში, რომელიც „ქართველ ქალთა საზოგადოების“ სახელწოდებით არსებობდა და რომლის თავმჯდომარეც დომინიკა ერისთავ-განდეგილი იყო. თავადაზნაურთა სკოლებთან იყო შექმნილი „ქართველ ქალთა კომიტეტი“, რომელსაც პოეტ ვ. ორბელიანის ასული მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი განაგებდა. გორში ასეთ ორგანიზაციას ანასტასია ერისთავ-ხოშტარია მესვეურობდა, „იმედს“ – ნინო ყიფიანი. ამ მიზანს ემსახურებოდა ნინო ყიფიანის მიერ დაარსებული საზოგადოება „იმედი“, რომლის ძირითადი შემოსავლის წყარო სასადილო „იმედი“ იყო. მოვუსმინოთ თვითონ მწერალ ქალს: „ეკონომიურად დიდ გაჭირვებაში იყო ჩვენი ხალხი, მაგრამ ნიჭით კი არასოდეს არ ყოფილა ღარიბი და ეს ნიჭი კი, ხელოვნებისა, თუ სხვა რაიმე სპეციალურ დარგში გამოჩენილი, სწორედ ამ ეკონომიურ შევიწროების გამო, საკმაოდ ვერ იფურჩქნებოდა და მეტწილად სრულად ქრებოდა. დანიშნული სტეპენდიები კერძო პირებისაგან, თუ რომელიმე საზოგადოებისაგან, ვერ ასრულებდა მოთხოვნილებას და ხშირად გაისმოდა საზოგადოებაში ასეტი მოწოდება, რომ ახალგაზრდა ქალს, თუ ვაჟს ნიჭი აქვს, მაგრამ ხელმოკლეობა საშუალებას არ აძლევს, განავითაროს იგი“. ამ საზოგადოების ინიციატივით (სტიპენდია დაუნიშნეს) გაგზავნეს იტალიაში უმაღლესი განათლების მისაღებად ცნობილი ქართველი მომრერალი ა. ქაშაკაშვილი. წერილი ცენზორისადმი პოლიტიკურ-სალიტერატურო ჟურნალის „ახალი მოამბის“ დასაარსებლად: „მოწყალეო ხელმწიფე! დიდი ხანია აღარ არსებობს ჩვენში თვიური სერიოზული ჟურნალი. ეს ნაკლი ყოველთვის იყო შესამჩნევი, მაგრამ უკანასკნელ დროს უფრო საგრძნობი შეიქმნა ყველასათვის. არ არის ორგანო, სადაც დინჯი, ყოველმხრივ აწონილ-დაწონილი დაკვირვებით, გამოთქმით იხატებოდეს ჩვენს თვალწინ მიმდინარე ცხოვრება და ირკვეოდეს მომავალიც. ამასთან, უადგილობის გამო, თითქმის ისპობა მხატვრული მწერლობა, არ არის კრიტიკა, მეცნიერული წერილები თითქმის არ იბეჭდება. აღარ ვიტყვით ჩვენი მწერლების სულიერ განცდაზე, როდესაც ისინი იძულებულნი ხდებიან კალამზე ხელი აიღონ, დაიხშონ ცოდნა, დიდი გაჭირვებით შეძენილი და ლუკმა პურის საშოვნელად კანცელარიას მიაშურონ. იმათი ასეთი განცდა თქვენთვის ადვილი წარმოსადგენია, აგრეთვე ცხადია თქვენთვის ისიც, რომ იმათი ნიჭი განვითAრების მაგივრად თანდათან დაჩლუნგდება, მინიატურებზე დახურდავდება და ბოლოს უეჭველად სრულიად მოისპობა. დაუმატოთ ამას ისიც, რომ ქართულ სერიოზულ ნაწარმოებს მოკლებული ჩვენი ინტელიგენცია, თავისი ენის განვითარების მაგივრად სხვა ენას ეტანება, სულიერი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. და მაშინ უფრო ცხადი შეიქმნება ეს ფრიად სამწუხარო მოვლენა ჩვენს ცხოვრებაში“. ნინო ყიფიანისადმი გიორგი შერვაშიძის წერილი. „ბატონო რედაქტორო! მადლობას შემოგწირავთ ხსოვნისათვის და დიდი სურვილებით ვეგებებით თქვენს მოწოდებას. ამჟამად გაახლებთ ამ რჩეულს, რომელიც ჯერ გამოცემლი არ არის, მხოლოდ რამდენიმე ეგზემპლარია საშინაოდ დასტამბული და ჯერ კორექტურაც აკლია. თუ მოიწონეთ და დაიბეჭდება თქვენს ჟურნალში, მაშინ მეორე ნაწილსაც მოვათავებ. შემდეგში სხვა კიდევ რამეებსაც მოვუყრი თავს და გაახლებთ. რაც შეეხება შრომის ჰონორარს, მე ვრაცხ ჩემს თავს ვალდებულად, უსასყიდლოდ ვემსახურო შეძლების და გვარად სამშობლოს, მწერლობას, ვინაიდან მატერიალური შემწეობა არ მესაჭიროება. დავშთები თქვენდამი ღრმა პატივმცემელი 1914 წელს მსოფლიო ომის დროს ნინომ მწერალ ქალებთან ეკ. გაბაშვილთან, დომინიკა ერისთავ-განდეგილთან, ანასტასია თუმანიშვილთან ერთად იმოგზაურა აჭარაში. გაეცნო ქართველი მაჰმადიანი ქალების ცხოვრების პრობებს და ამ საკითხს საინტერესო წერილები მიუძღვნა, რომლებშიც მოითხოვს ქართველი მაჰმადიანი ქალების სწავლა-განათლებაზე ზრუნვას. ასე მიმართავს „სიზმარში“ ქართველი ხალხი მის სანუგეშებლად მოვლენილ მანდილოსანს. მანდილოსანი ა ისეთივე სიმბოლოა დიდი მომავლისა, როგორც ილია ჭავჭავაძის პოემა „აჩრდილში“ ცისარტყელას გამოჩენა. „სიზმარი“ დაწერილია 1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის დროს. ნინომ თარგმნა „სპარტაკი “. წერილი ზაქარია ჭიჭინაძისადმი 1904 წ: „მივიღე წერილი, რომელშიც ასეთ აღტაცებას მწერ „სპარტაკის“ შესახებ. ისეთ შრომად სთვლი იმის გადმოთარგმნას და საზოგადოდ ისეთ დიდ მნიშვნელობას აძლევ ამ წიგნს ჩვენი საზოგადოებისათვის, რომ მე არც I მეგონა ეგეთი ჩემი შრომა. დიდი მოხარული ვარ, თუ კი ეგ მართლაც ეგრეა. შვიდი წელიწადია, რაც ეს წიგნი გადმოვთარგმნე და ვერ მოვახერხე დაბეჭდვა, დღეს როგორც იყო შევძელი გამოცემა და სწორედ ამიტომ დავადე ასეთი მცირე ფასი, რომ ხალხმა წაიკითხოს-მეთქი“. ნინო ყიფიანის „სპარტაკი“ 1894 წელს ოცდაშვიდი წლის ასაკში უთარგმნია, რადგან ზ. ჭიჭინაძისადმი მიწერილ წერილში იგი წერს, შვიდი წელია, რაც ეს წიგნი გადმოვთარგმნეო. მაკინე ამირეჯიბი: „შენი სპარტაკი“ წაგვიკითხა (ლევან ხიმშიევმა). ჩვენს აღტაცებას ვერ აგიწერ და შენ წარმოიდგინე ასეთი ქება-შესხმის შემდეგ, სარდიონმა რა მითხრა – აი, შენ მხოლოდ ტლინკავ და მღერი, ხედავ ნინო ყიფიანს რამხელა წიგნი გადაუთარგმნიაო“. ნინოს სიკვდილამდე არ გაუგდია კალამი ხელიდან. მას სხვა თარგმანებიც ეკუთვნის: ფრანკოს „ნაძირალი“, „ბრიეს „ავი სენი“, დ. ყიფიანის „სკოლა სულისა“ და სხვა. 1968 წელს ნინო ყიფიანის დაბადების 100 წლისთავის აღსანიშნავად ქვიშხეთში მოეწყო საიუბილეო საღამო, საქართველოს მწერალთა კავშირისა და აკად. გ. ლეონიძის სახ. საქართველოს ლიტერატურული მუზეუმის ინიციატივით. აქვე გადაწყდა, რომ ქვიშხეთის ქართველ მწერალთა და მოღვაწეთა დასასვენებელ სახლს ეწოდოს ყიფიანების დასასვენებელი სახლი და გამოიყოს ოთახი დიმიტრი, კოტე და ნინო ყიფიანების ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ექსპოზიციისათვის. პირველ ექსპონატად ახლად დაარსებულ მუზეუმს გადაეცა ქართველი მხატვრების ნ. კანდელაკის და მ. კეშელავას შესრულებული სურათი – „ნინოს პორტრეტი“.
წყარო: ღვაწლმოსილი ქართველი მანდილოსნები, თბილისი, 1976
უწინ მამულსა უზრდიდა შვილსა.
დედას ნანასთან ქვითინი მთისა
მას უმზადებდა მომავალ გმირსა“.
გიორგი შერვაშიძე, 7 ივნისი 1915 წელი“.