პროექტის “განმანათლებლობა საქართველოში: იდეები და მოღვაწეები” მიზნებია: ქართველი განმანათლებლების ღვაწლის და საგანმანათლებლო მოძრაობის წარმოჩენა და პოპულარიზაცია; ქართულ-ევროპული დიალოგის წარმოჩენა და პოპულარიზაცია.

19-ე საუკუნის და 20-ე საუკუნის დასაწყისის ქართული საზოგადოებრივი და ინტელექტუალური ისტორია აჩვენებს, რომ ქართულ საზოგადოებაში დემოკრატიული, ლიბერალური ღირებულებების ჩამოყალიბების და დამკვიდრების პროცესი ქართული კულტურის, ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილია.