ეკატერინე გაბაშვილის წერილი განათლების შესახებ

კითხულობს ლელა გაფრინდაშვილი. ჩაწერილია ელენე ახვლედიანის სახლ მუზეუმში

... განა ვერა ხედავთ, როგორ ყველაფერში გჯობიათ სწავლული ხალხი: როგორც გონიერებაში, ისე - ცხოვრებაში, თუ ჭამით, თუ სმით და ჩაცმით? აქედან ჩანს, რომ სწავლას უფრო ადვილად მოაქვს კეთილი ცხოვრება. გარდა ამისა, განა დრიური ლუკმა მარტო ხვნითა და თესვით მოიპოვება? არა, თქვენისთანა მხვნელ-მთესველს კარგი ცხოვრება ვერ უპოვნია და ვერც თქვენ იპოვნით, იმიტომ რომ ხვნასა და თესვასაც სწავლა უნდა.

მეორეც ესა, რომ არიან კიდევ სხვა ბევრი გზები ცხოვრებისა, მაგალითად: ვაჭრობა, ხელოსნობა, ოსტატობა, მხატვრობა, მწერლობა, ხელმწიფის სამსახური და სხვა. ნუ იფიქრებთ, რომ თქვენს შვილებს არ შეეძლოთ ასრულება ყველაფრისა, რაც მე ჩამოვთვალე. სწავლას ბევრი რამ შეუძლიან.

შენიშნულია, რომ წარჩინებულნი კაცნი ხშირად უფრო თქვენისთანა ხალხისაგან გამოდიან. ასე, ჩემო ნინო, სიხარულით მიეცით თქვენი შვილები სკოლაში, სწავლა დიდი სამკაულია კაცისათვის.

მარტო სწავლას შეუძლიან გამოიყვანოს ხალხი იმ უმეცარი მდგომარეობიდან, რომელშიაც აქამდისინ ყელამდე არის ჩაფლული...

ეკატერინე გაბაშვილი
1870, ივერია