‍მელიტონ კელენჯერიძე (1864-1942)

ავტორი: ლ. კვაჭაძე
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული III, თბილისი, 1968

kelenjeridze melitonმელიტონ სპირიდონის ძე კელენჯერიძე ჩვენი კულტურული ცხოვრების თვალსაჩინო წარმომადგენელია. იგი დაიბადა 1964 წლის 5 თებერვალს შორაპნის მაზრის სოფელ ტაბაკინში. მამამისი სპირიდონ ეგნატეს ძე კელენჯერიძე წარმოშობით ღარიბი გლეხის შვილი იყო, მას მიღებული ჰქონდა ცოტაოდენი განათლება – სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში და იყო სოფლის დიაკვანი.

5-6 წლის მელიტონს დედა გარდაეცვალა და იგი აღზარდეს დეიდებმა. ბავშვობის მეტი წილი მან დედულეთში გაატარა სოფელ ზეგანში.

პატარა მელიტონს წერა-კითხვა ბაბუამ შეასწავლა. ბაბუას უნდოდა, მელიტონი დიაკვნად აღეზარდ, მაგრამ მამამ გადაწყვიტა მისი სკოლაში მიბარება და იგი შეიყვანეს ვ. პეტრიაშვილის სკოლაში, ქუთაისში, რომელიც შემდეგ შეუერთეს სასულიერო სასწავლებელს.

ქუთაისის სასულიერო სსწავლებელს მელიტონი ცუდად ახასიათებს. იქ, როგორც იმდროინდელ სხვა მრავალ სასწავლებელში, გამეფებული იყო ფიზიკური დასჯა, მექრთამეობა და სხვა. ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის დამთავრების მოწმობაში (№14), რომელიც გაცემულია 1884 წლის 19 ივლისს, ვკითხულობთ, რომ მელიტონი სასულიერო სასწავლებელში შევიდა 1876 წლის სექტემბერში და პირველი ხარისხით (მეორე მოწაფედ თვით მელიტონის სიტყვით) დაამთავრა 1884 წელს და სასწავლებლის მმართველობის მიერ განწესებულ იქნა სემინარიაში. მოწმობაში მელიტონს ყველა საგანში „წარჩინებული” უწერია.

1884 წლის 25 აგვისტოს მელიტონს განცხადება შეაქვს თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორის სახელზე მისი სემინარიის პირველ კლასში ჩარიცხვის შესახებ. მელიტონი ჩარიცხულ იქნა სემინარიაში 1884 წლის სექტემბერს და სწავლობდფა იქ 1890 წლის ზაფხულამდე.

მელიტონ კელენჯერიძე სემიანრიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოწაფედ ითვლებოდა. 1890 წელს მან პირველი ხარისხით დაამთავრა სასულიერო სემინარია და კიევის სასულიერო აკადემიაში განაგრძო სწავლა.

ქართველი სტუდენტობა რუსეთის ქალაქებში აარსებდა სათვისტომოებს, არ წყვეტდა სულიერ კავშირს სამშობლოსთან და მომავალი მოღვაწეობისათვის ემზადებოდა.

ასეთი სათვისტომო არსებობდა კიევშიც. კიევში მყოფ სტუდენტთა სათვისტომოს გამოწერილი ჰქონდა ჟურნალ-გაზეთები საქართველოდან. მათ გადაწყვიტეს, რომ საქართველოს ისტორიიდან და ლიტერატურიდან დაემუშავებინათ საკითხები და ჩაეტარებინათ ლექციები. ლექციების წაკითხვა ისტორიიდან და ლიტერატურიდან, სხვათა შორის, დაკისრებული ჰქონდა მელიტონსაც.

მელიტონ კელენჯერიძის სტუდენტობის ამ პერიოდთან არის დაკავშირებული მის შრომა „სახალხო პოეზია და მის საპედაგოგო-საესტეტიკო და სამეცნიერო მნიშვნელობა”, რომელიც პირველად დაიბეჭდა ჟურნალ „მოამბეში” და შემდეგ ცალკე წიგნად გამოიცა ქუთაისში 1896 წელს. ავტორი აღნიშნავს, რომ ეს შრომა დაწერილია მეორე კურსზე ყოფნის დროს. მელიტონის ფოლკლორისადმი ინტერესი მთელი მისი ხანგრძლივი ცხოვრების გზაზე არ განელებულა.

მელიტონ კელენჯერიძემ სადისერტაციო თემად აირჩია „საქართველოს ეკლესია მე-18 საუკუნეში”. მისმა შრომამ დადებითი შეფასება მიიღო და ავტორს მიენიჭა ღვთისმეტყველების კანდიდატის ხაისხი. მელიტონმა კიევის სასულიერო აკადემია 1894 წელს დაამთავრა და სამშობლოში დაბრუნდა. ამავე წელს გაიხსნა ქუთაისის სასულიერო სემინარია, რისთვისაც მუშაობა ჯერ კიდევ 1867 წელს დაიწყო იემრეთის ეპისკოპოსის გაბრიელ (გერასიმე) ქიქოძის თაოსნობით.

სემინარია გაიხსნა 1894 წლის 18 სექტემბერს, სწავლა კი დაიწყო 23-ში.

1894-95 სასწავლო წელს ქუთაისის სემინარიაში იყო მხოლოდ პირველი კლასი. აი, ამ ახალგახსნილი სემინარიის ერთ-ერთ მასწავლებლად დანიშნეს მელიტონ კელენჯერიძე, რომელსაც ქართულის გარდა, დააკისრეს ისტორიის, მათემატიკისა და საღმრთო წერილის სწავლება. ამავე დროს, იგი აირჩიეს სემინარიის საბჭოს მდივნად.

1898 წელს, 1 სექტემბერს ქუთაისის სასუიერო სემინარიაში გაიხსნა V კლასი, სადაც სასწავლო გეგმის მიხედვით უნდა დაწყებულიყო პედაგოგიკის სწავლება. საჭირო გახდა სემინარიასთან გახსნილიყო სანიმუშო სკოლა. სემინარიის პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე დაადგინეს, რომ შუამდგომლობა აღეძრათ სინოდის წინაშე სემინარიასთან სანიმუშო სკოლსი გახსნის შესახებ. სინოდმა ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ამგვარად, 1898 წლიდან ქუთაისის სასულიერო სემინარიასთან გაიხსნა ე. წ. სანიმუშო სკოლა. სკოლსი გახსნას და მის მოწყობა-გამართვაში გარკვეული ღვაწლი მიუძღვის მელიტონ კელენჯერის.

1903 წლის მარტში მელიტონი აირჩიეს იმერეთის ეპარქიალური სასწავლო საბჭოს წევრად, ხოლო ნოემბერში ის დანიშნეს საღვთო სჯულის მასწავლებლად ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის სასწავლებელში.

როგორც სემინარიაში, ისე იმერეთის ეპარქიის სამრევლო სკოლების მეთვალყურედ ყოფნისას (1896 წლიდან) მელიტონ კელენჯერიძე იბრძოდა ქართული ენის უფლებისა და სასწავლებლებში სწავლა-აღზრდის წარმატებისათვის. როგორც თავისი ქვეყნისა და ხალხის პატრიოტი, იგი იბრძოდა ეროვნული კულტურის დაცვისა და აყვავების საქმისათვის, კალმით და პრაქტიკული მოღვაწეობით, რითაც თვალსაჩინო წვლილი შეჰქონდა ქართველი ხალხის უკეთესი მერმისისათვის ბრძოლის საქმეში.

1905 წლის 25 თებერვალს სინოდმა მელიტონ კელენჯერიძე ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის ზედამხვევდველის თანამდებობიდან გაანთავისუფლა.

1907 წლიდან 1917 წლამდე მელიტონ კელენჯერიძე მასწავლებლობდა ფოთის ვაჟთა გიმნაზიაში.

1917 წლის 10 აგვისტოს ქუთაისის რეალური სასწავლებლის პედაგოგიური საბჭოს სხდომამ ქართული ენის მასწავლებლად რთხმად აირჩია მელიტონ კელენჯერიძე, რომელიც აქ მუშაობდა 1922 წლის სექტემბრამდე.

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ (1932 წლამდე) მელიტონ კელენჯერიძე მუშაობდა სხვადასხვა ტიპის სკოლებში (ქუთაისის ყოფილი რეალური სასწავლებელი, პირველი ჰუმანური ტექნიკუმი, მეორე შვიდლწეიდ, რკინიგზის ათწლედი, მე-12 შვიდწლედი, რკინიგზის ტქენიკუმი და სამშენებლო სასწავლებელი).

მელიტონ კელენჯერიძე ქუთაისში კითხულობდა საჯარო ლექციებს, მონაწილეობს იღებდა გასამართლება-დისპუტებში, ქართული ენის სწავლების საკითხებზე კითხულობდა მოხსენებებს ქართული ენის მასწავლებლებთან ქუთაისსსა და მის ახლომახლო რაიონებში, აგრეთვე აქტიურ ანტირელიგიურ მუშაობას ეწეოდა მიხა ცხაკაია, რომელიც მელიტონ კელენჯერიძეს 1894 წლიდან იცნობდა. ახასიათებდა მას, „როგორც ძლიერ საჭირო კულტურულ ძალას, უმეტესად ქუთაისისათვის”.

1932 წელს მელიტონი საცხოვრებლად გადმოვიდა თბილისში და რამდენიმე თვე მუშაობდა მთარგმნელად საქართველოს სსრ განათლების კომისარიატის მეთოდ-სექტორში. ამის შემდეგ მას აღარ უმსახურია ავადმყოფობის გამო. იღებდა პერსონალურ პენსიას.

1918 წლიდან 1931 წლამდე მელიტონ კელენჯერიძე ქუთაისის მწერალთა ორგანიზაციის წევრია, შემდეგ კი საქართველოს მწერალთა კავშირისა.

1934-36 წლებში საქართველოს სსრ პედაგოგიკის ინსტიტუტის დავალებით იგი მუშაობდა ქართული პედაგოგიკის ისტორიის საკითხებზე. ხანგრძლივი შრომით მოქანცული, დაავადმყოფებული მელიტონი გარდაიცვალა 1942 წელს.

მელიტონ კელენჯერიძეს ბავშვობიდანვე იზიდავდა ხალხური შემოქმედება: ზღაპრები, შაირები, სიმღერები, ზმები, ანდაზები, გამოცანები, საგმირო მოთხრობები, ძველი ისტორიული ამბები, ამიტომ სავსებით ბუნებრივია, რომ მან თავიდანვე დიდი ყურადღება მიაქცია ხალხური შემოქმედების ნიმუშების შეგროვებას, მის გამომზეურებასა და შესწავლს. თავისი პირველი სერიოზული შრომა მან სწორედ ხალხური შემოქმედების, ხალხური პოეზიის განხილვას მიუძღვნა, რომელიც ფელეტონებად დაბეჭდა ჟურნალ „მოამბეში”.

მელიტონის მოღვაწეობა ხალხური სიტყვიერების სფეროში მარტო ზემოთ განხილული შრომით არ ამოიწურება. 1915 წელს „ტანკმელის” ფსევდონიმით ცალკე წიგნად დაიბეჭდა ორი ზღაპარი; რამდენიმე აფორიზმი და ერთი გამოცანა.

განსაკუთრებულ ინტერესს მელიტონი იჩენდა „ვეფხისტყაოსნისადმი”. ამ მხრივ, ასყურადღებოა მისი საკმაოდ დიდი შრომა: „ვეფხისტყაოსნის” ტიპები”, რომელიც 1921 წელს ქუთაისში დაიბეჭდა სალიტერატურო ჟურნალ „კრებულში”.

1899 წელს მან გამოაქვეყნა „სიტყვეირების ისტორია”. ასეთი სახელმძღვანელოებით კი ჩვენი სკოლა ღარიბი იყო. მოსწავლა-ახალგაზრდობა მოკლებული ყიო საშუალებას, გაცნობოდა ქართული სიტყვიერების კანონებს, ლტიერატურის თეორიის საკიტხებს ქართული ლიტერატურის ნიმუშების მაგალითებზე.

მელიტონ კელენჯერიძის „სიტყვიერების თეორიასთან” უშუალო, ორგანულ კავშირშია მისივე წიგნი „ქართული ქრესტომათია ანუ კრებული ქართული სიტყვიერების საუკეთესო ნიმუშებისა”. ქრესტომათია შეთანხმებულია „სიტყვიერების თეორიასთან”, ისინი ერთიმეორეს ავსებენ.

მელიტონ კელენჯერიძის მიერ შედგეილ სახელმძღვანელოებში ხალხურ სიტყვიერებას საპატიო ადგილი უჭრიავს. ამ წიგნებში გამოქვეყნებულია ხალხური შემოქმედების მრავალი ნიმუში და მოცემულია მათი განხილვაც.

მისი „სიტყვიერების თეორია” და „ქართული ქრესტომათია” მნიშვნელოვანი შენაძენი იყო მაშინდელი ქართული სკოლისათვის. მისი სასკოლო სახელმძღვანელოებიდან უნდა აღინიშნოს „ქართული პრაქტიკული გრამატიკა”, რომელიც პირველად 1920 წელს დაიბეჭდა, მეორედ კი – 1925 წელს.

მელიტონ კელენჯერიძემ დიდი შრომა გასწია გერასიმე ქიქოძის (გაბრილე ეპისკოპოსის) ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი მასალების შეგროვებისა და სისტემაში მოყვანისათვის. ამის შედეგია ნიკო ნიკოლაძის უშუალო დახმარებით 1913 წელს გამოცემული მელიტონ კელენჯერიძის წიგნი „გაბრიელი – ეპისკოპოსი იმერეთისა”.

აღსანიშნავია მელიტონ კელენჯერიძის საყურადღებო შრომა „დამოკიდებულება რუსთა და ქართველთა შორის” 91915), რომელიც მიმოიხილავს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას XI-XIX საუკუნეებში.

მელიტონ კელენჯერიძე ჩვენი კულტურის მუშაკთა ერთ-ერთი საყურადღებო წარმომადგენელია, რომელიც თავისი პედაგოგიური და ლიტერატურული მოღვაწეობით ათეული წლების განმავლობაში გულწრფელად ემსახურებოდა ქართველი ხალხის ინტერესებს.