‍ევგენი ლანსერე (1875-1946)

ავტორი: დავით ბერძენიშვილი,
ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიის განყოფილების კურატორი

0098 lancევგენი ებგენის ძე ლანსარე დაიბადა 1875 წ. 23 აგვისტოს, პეტერბურგის მახლობლად, პავლოვსკში. განათლება მიიღო ჯერ სამხატვრო სკოლაში (1892-96), შემდეგ პარიზში ფ. კოლაროსისთან და რ. ჟიულიანასთან (1896-1899). იყო გაერთიანება „მირ ისკუსტვას“ წევრი და ასევე ჟურნალებისს ,,ოქროს საწმისის” და ,,აპოლონის” თანამშრომელი. გრაფიკოსი და ფერმწერი, რუსეთის სახალხო მხატვარი. აღსანიშნავია მის მიერ შექმნილი ილუსტრაციები ლევ ტოლსტოის რომან ,,ხაჯი მურატზე” (წიგნი სრულად გამოვიდა 1918 წ.).

ევგენი ლანსარეს ცხოვრებისა და შემოქმედების გარკვეული პერიოდი კავკასიასთან, კერძოდ, საქართველოსთანაა დაკავშირებული. 1920-34 წლებში ცხოვრობდა თბილისში. მან დიდი როლი ითამაშა ქართველ მხატვართა რამდენიმე თაობის აღზრდის საქმეში, იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი პირველი პედაგოგთაგანი, პროფესორი, ფერწერის ფაკულტეტის დეკანი. მონაწილეობდა მცხეთის, დავითგარეჯის, შიომღვიმის ექსპედიციებში, იმოგზაურა აჭარაში, სვანეთში. შექმნა არაერთი ნამუშევარი, რომლებშიც აღბეჭდილია ქართველი ხალხის ყოფა, ეროვნული თვითმყოფადობა, ქვეყნის ულამაზესი პეიზაჟები.

ევგენი ლანსერემ თავისი მკაფიო სიტყვა თქვა წიგნის გრაფიკაში, დაზგურ, მონუმენტურ და თეატრალურ მხატვრობაში.

1937 წელს, როცა შოთა რუსთაველის საიუბილეო გამოფენა მზადდებოდა, პროფესორმა გიორგი ჩუბინაშვილმა მოიწვია ამ დროისათვის უკვე მოსკოვში საცხოვრებლად გადასული ლანსერე და რუსთაველის ეპოქის ძეგლების დახატვა შესთავაზა. ლანსერემ სიამოვნებით მიიღო ეს მოწვევა, იმოგზაურა საქართველოს სხვადასხვა რაიონში და შეასრულა ქართულ ხუროთმოძღვრულ ძეგლთა შესანიშნავი ჩანახატები. სწორედ ამ პერიოდს მიეკუთვნება ლანსერეს მიერ დახატული ბაგრატისა და გელათის სურათები. ორივე სურათი ევგენი ლანსერეს ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევართაგანია. მას არა წმინდა არქიტექტურული მხარე იტაცებს, არამედ – ის საერთო ხასიათი, შთაბეჭდილება, რომელსაც ძეგლი მაყურებელზე ახდენს.

ევგენი ლანსერე გარდაიცვალა 1946 წ. მოსკოვში