‍ქრისტეფორე უგრელიძე (1857-1899)

ავტორი: თ. ბეგიაშვილი
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული III, თბილისი, 1968

ugrelidze qrქრისტეფორე ნიკოლოზის ძე უგრელიძე დაიბადა 1857 წელს ქუთაისის გუბერნიის სოფელ ტობანიერში (ვანის რაიონი). დედა, ბერიძის ქალი, ადრე გადაეცვალა და ქრისტეფორე ბავშვობიდანვე მამის მზრუნველობის ქვეშ იზრდებოდა. რვა წლის ქრისტეფორე შეიყვანეს ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, რომელიც წარმატებით დაამთავრა და სწავლის გასაგრძელებლად 1872 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში შევიდა.

ქრისტეფორე უგრელიძე იმ დროს შევიდა თბილისის სემინარიაში, როცა იქ საშინელი რეაქციული რეჟიმი მძვინვარედა. სემინარიის ინსპექტორი კუვშინსკი, პირწავარდნილი დიდმპყრობელური შოვინისტი, სულ იმას ცდილობდა, რომ სემინარიაში მტკიცედ დაენერგა რუსიფიკატორული სისტემა და მოწაფეებში შავრაზმული, რეაქციული მუშაობა გაეჩაღებინა. ეს ინკვიზიტორი ცდილობდა, ყოველ ნაბიჯზე დაემცირებინა ქართველები, საცინლად იგდება ქართველ ისტორიულ პირებს, უკრძალავდა მოწაფეებს ქართულად კითხვასა და ლაპარაკს.

მეორე მხრივ, ეს წლები ქართული ნაციონალური თვითშეგნების ძლიერი აღმავლობის წლებია. სამოციანი წლების მოღვაწეთა იდეური გავლენა ურყევად იკიდებდა ფეხს სემინარიის მოწაფეთა შეგნებაში. ამ კეთილ გავლენას ხელს უწყობდა ის გარემოება, რომ სემინარიის შავრაზმელ მასწავლებლებს შორის რამდენიმე ახალგაზრდა და ნიჭიერი მასწავლებელიც ერია: თევდორე ტურიევი (ტურიაშვილი), ვასილ ცვეტკოვი, ნიკო ცხვედაძე, სულხანოვი (სულხანიშვილი), გიორგი ხელიძე. ესენი უფრო მეტ გავლენას ახდენდნენ მოწაფეებზე, ვიდრე კუვშინსკის მეთაურობით დარაზმული შავრაზმელი მასწავლებლები.

მოწაფეების შემადგენლობაც სემინარიაში გამოირჩეოდა თავისი ნიწით, იდეებითა და პატრიოტული სულისკვეთებით. უგრელიძის ამხანაგები და ზოგიც თანაკლასელი იყო: ნიკო ხიზანიშვილი, თედო ჟორდანია, ალექსანდრე ყიფშიძე, დავით კეზელი, ნიკო ლომოური, სოფრომ მგალობლიშვილი, ნიკო მთვარელიშვილი, ბესარიონ ნიჟარაძე, იონა მეუნარგია, ვასილ ბარნოვი, პოლიევქტო კარბელაშვილი და სხვანი.

მოწაფეთა ეს ჯგუფი სემინარიაში უშვებდა არალეგალურ ხელნაწერ ჟურნალს „ხმა უდაბნოდან”, რომელშიც თვითოეული მათგანი პროგრესული იდეებით გამსჭვალულ წერილებს, ლექსებსა და მოთხრობებს ათავსებდა. ამ ჯგუფის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე იყო ქრისტეფორე უგრელიძე. ბუნებით სწრაფი ტემპერამენტის მქონე ქრისტეფორე, ყოველთვის პირველ რიგებში იყო იმ მოწაფეთა შორის, რომელთაც მიზნად ჰქონდათ დასახული შეიარაღებულიყვნენ ცოდნით, მომზადებულიყვნენ მშობლიური საქმის სამსხურისათვის და ებრძოლათ ხალხის კეთილდღეობისათვის.

ქრისტეფორე უგრელიძე სემინარიაში 1872 წელს შევიდა. ის მაშინვე ჩაება მოწაფეთა არალეგალური წრის მუშაობაში, მონაწილეობას იღებდა მოწაფეთა ხელნაერ ჟურნალში და მომავალი საზოგადო მოღვაწეობისათვის აქტიურად ემზადებოდა.

ქრისტეფორე უგრელიძემ თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლა 1878 წელს დაამთავრა და უმაღლესი განათლების მისაღებად მოსკოვის სასულიერო აკადემიაში შევიდა. ამ დროს მოსკოვის აკადემიაში სწავლობდნენ ქართველი სტუდენტები: მეოთხე კურსზე – თედო ჟორდანია, მეორე კურსზე – იოსებ სანებლიძე და ლარე იაკიშოვი, პირველ კურსზე – დიმიტრი ჯანაშვილი და ვასილ ბარნოვი.

მოსკოვის ქართველ სტუდენტთა ცხოვრებაში ეს ხანა საყურადღებოა. ამ წლებში დაარსდა მოსკოვის ყველა უმაღლეს სასწავლებელში მოსწავლე ქართველ სტუდენტთა „ქართული სათვისტომო”, რომლის მიზანი იყო სამშობლოდან შორს მყოფი ქართველი სტუდენტების ყოველმხრივი დახმარება. მალე ეს სათვისტომო მძლავრ ორგანიზაციად გადაიქცა და მისი წევრები მოსკოვისა და, საერთოდ, რუსეთის პოლიტიკურ მოძრაობაში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ.

მოსკოვის სასულიერო აკადემია მდებარეობდა მოსკოვიდან მოშორებით ტროიცკო-სერგეევის ლავრასთან, მაგრამ I მოსწავლე ზემოჩამოთვლილი ქართველი სტუდენტები „ქართულ სათვისტომოს” საქმიანობაში დაუღალავად მუშაობდნენ. მათ შორის უფრო აქტიური ქრისტეფორე უგრელიძე იყო, რომელიც მოსკოვიდან ხშირად უგზავნიდა ქართული ჟურნალ-გაზეთების რედაქციებს კორესპონდენციებსა და საზოგადო საკითხებზე დაწერილ სტატიებს.

ქრისტეფორე უგრელიძემ აკადემია 1882 წელს წარმატებით დაამთავრა. მის „ფორმულიარულ სიაში” №1302 ნათქვამია: «Окончил Москавскую Духовную Академиюю со степенью кандидата богослония и с правом получить степень Магистра».

ქრისტეფორე უგრელიძე აკადემიაშიც და შემდეგშიაც პედაგოგიკის ისტორიაში სპეციალდებოდა.მისი დისერტაციაც, რომელსაც პროფესორებმა მაღალი შეფასება მისცეს, დაწერილია თემაზე – „ჯონლოკი ბავშვთა აღზრდის შესახებ”. დისერტაციის ნაწილი დაიბეჭდა ჟურნალ „ნივაში”.

ქრისტეფორე უგრელიძეს წინადადება მისცეს დარჩენილიყო აკადემიაში პროფესორადმოსამზადებლად, მაგრამ მაშინდელი სტუდენტობის დიდი უმრავლესობა სამშობლოსაკენმოისწრაფოდა, რათა თავისი ცოდნა და მომზადება თავისი ქვეყნისათვის გამოეყენებინათ. ქრისტეფორეუგრელიძემაც უარი თქვა აკადემიაში დარჩენაზე, დაბრუნდა საქართველოში და მუშაობა დაიწყომასწავლებლად.

1882 წლის 27 ივნისს უგრელიძე დაინიშნა რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლადახალსენაკში, სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში. დიდი ხალისით შეუდგა ახალგაზრდამასწავლებელი ქრისტეფორე უგრელიძე პედაგოგიურ მუშაობას. თავისი უანგარო მუშაობით დიდისიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა მოწაფეებში, როგორც საუკეთესო პედაგოგმა დათავდადებულმა პატრიოტმა. ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე თედო სახოკია თავისმოგონებასი წერს:

„მასწავლებელი, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა ჩვენ ნორჩ გონებაში, იყო ქრისტეფორეუგრელიძე, მოსკოვის აკადემიის ახალკურსდამთავრებული. იგი ნამდვილ პედაგოგად იყოდაბადებული. მის გაკვეთილზე სამაგალითო დისციპლინა იოყ დამყარებული, რომელიც ერთხელაც არდარღვეულა. მან გვიჩვენა პირველად, როგორ უნდა გვესწავლა საგანი, თუ გინდოდა თავში რამეჩაგვრჩენოდა. ქრისტეფორე უგრელიძემ შემოიტანა პირველად ახსნითი ხეხი ყოველგვარი გაუგებარიადგილისა თუ სიტყვისა, გაგვივითარა დაკვირვების, დაფიქრების უნარი. მან აგვაღებინა ხელი ამა თუიმ მოთხრობის შეთვისებაზე ზეპირად. ჩვენი სიტყვით უეჭველად უნდა ეთქმევინებინა შინაარსიმოთხრობისა. ასევე უნდა მოვქცეულიყავით ლექსის დასწავლის დროსაც. უგრელიძის ხელშივგრძნობდით რაღაც ცოდნა გვემატეებოდა, მანეკენებივით აღარ დავდიოდით სასწავლებელში”.

სამაგიეროდ, მაშინდელი მთავრობის თვალში ქრისტეფორე უგრელიძე თავისი მოქმედებითეჭვებს და, ბოლოს, უნდობლობასაც იწვევდა. საქმე ის იყო, რომ მან, როგორც ხალხური სიტყვიერებისადა ლიტერატურის სპეციალისტმა, გადაწყვიტა „ხალხში გასვლა” და, პირველ რიგში, შეაგროვა ხალხისგონების ნაწარმოები: ზღაპრები, ლექსები, ანაზები, ზმები, ენის გასატეხი, იარაღის სახელები და სხვა.

სამსახურის დაწყების პირველსავე წელიწადსავე, როცა საზაფხულოდ დაითხოვეს მოსწავლეები,უგრელიძე გამოეწყო უბრალოდ და ფეხით გაუდგა გზას. გადაწყვიტა, მოევლო სოფლები, გაეცნო ხალხი,ადგილობრივ შეეკრიბა ხალხში გაბნეული ზეპირსიტყვიერების ძვირფასი მასალა. რამდენიმე ზაფხულიმოანდომა მან ამ საქმეს და ერთგვარად მიზანსაც მიაღწია. დიდძალი მასალა შეკრიბა, თუმცა ბევრიწვალება, ბევრი დაცინვა გამოიარა, რადგან იმ დროს უბრალოდ ჩაცმული, ფეხით მოსიარულე დახალხური ლექს-სიმღერების ჩამწერი, უმაღლესი განათლებისა და სამსახურებრივი მდგომარეობისმქონე ადამიანი ხალხში გაკვირვებასა და ერთგვარ უნდობლობასაც იწვევდა. მაგრამ მთავარი ის იყო,რომ უგრელიძე ამ შეგროვილ იმასალის პუბლიკაციას ვერ ახერხებდა. იმ დროს ფოლკლორულიინტერესი დაბალ დონეზე იდგა და დიდი ნებისყოფა იყო საჭირო, რომ ერთ ადამიანს ყველადაბრკოლება გადაელახა.

ხალხთან დაახლოებამ უგრელიძეს ის შესძინა, რომ მთავრობის მოხელეებმა და სკოლისადმინისტრაციამ უნდობლად დაუწყეს ყურება. ყოველმხრივ ცდილობდნენ გაებათილებინათ მისიშრომა სკოლაში, არ აფასებდნენ მის საყვარელ საქმისათვის თავდადებას; ხეპრე და უგულომასწავლებლებს აწინაურებდნენ, მას კი ჩრდილავდნენ. საქმე იქამდე მივიდა, რომ უგრელიძეიძულებული შეიქნა ეთხოვა ახალსენაკის სკოლიდან სხვაგან გადაეყვანათ. მართლაც, 1883 წელს იგიგადაჰყავთ თბილისის სასულიერო სასწავლებელში ქართული ენის მასწავლებლად.

სამსახურის თვალსაზრისით, ქრისტეფორე უგრელიძის თბილისში გადმოყვანა დამცირებასუდრიდა, რადგან იმ დროს ქართული ენის მასწავლებელი სრულფასოვნად არ ითვლებოდა. ქართულიენის მასწავლებელი შტატის მხრივაც და ხელფასის მხრივაც სხვა საგნის მასწავლებლებთან შედარებითდაბლა იდგა. ქართული ენა სავალდებულო საგნად არ ითვლებოდა. თბილისის სასულიეროსასწავლებელში ქართველებს გარდა ბევრი იყვნენ რუსი, ბერძენი და აისორი მოწაფეები,რომელთათვისაც ქართული ენის სწავლა სავალდებულო არ იყო. ისე რომ, მასწავლებელს სულრამდენიმე მოწაფესთან უხდებოდა მეცადინეობა, ისიც მეექვსე გაკვეთილზე.

ამიტომ ისეთი ცოცხალი ტემპერამენტის, თავისი საქმის ენთუზიასტი ადამიანისათვის, როგორიცქრისტეფორე უგრელიძე იყო, თბილისის სასულიერო სასწავლებელში ქართული ენის მასწავლებლობაუსიამოვნების მეტს არაფერს აგრძნობინებდა ბუნებით მოწოდებულ მასწავლებელს.

თბილისში ქრისტეფორე უგრელიძემ უფრო საზოგადო საქმიანობას მიჰყო ხელი, აგრძელებდათავის საყვარელ საქმეს – ხალხური ზეპისიტყვიერების შეკრებას, შესწავლასა და დამუშავებას.თანმშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში. ჟურნალ „ივერიაში” მოათავსა რამდენიმე სტაიაქართული და რუსული გრამატიკის სწავლების საკითხებზე. ბეჭდავდა პედაგოგიურ სტატიებს ბავშვთააღზრდის შესახებ.

თედო სახოკია იგონებს: „შემდეგში, როცა სემინარიის მოწაფე ვიყავი, რა სიამოვნებითვკითხულობდი ქრისტეფორე უგრელიძის მეთაურ წერილებს გაზეთ „ივერიაში” პედაგოგიურსაკითხებზე, რა ლოგიკურად, რა საქმის ცოდნით წერდა, ისიც იმ დროს, როცა ამ საგანზე ქართულადბევრი არაფერი იყო დაწერილი. რა მიხაროდა, რა თავი მომწონდა, რომ ამ სტრიქონების დამწერი ჩემისაყვარელი მასწავლებელი იყო”.

ვერც ამ მუშაობით დაიმსახურა ქრისტეფორე უგრელიძემ მაშინდელი ბიუროკრატიულიმთავრობისა და მისი მოხელეების ყურადღება, მას უცქეროდნენ როგორც „არასანდო პირს”, ყოველშემთხვევაში, მაშინდელი სკოლისათვის მიუღებელ მასწავლებლად თვლიდნენ. ამას ზედ დაერთოოჯახური გართულებაც. სხვადასხვა მიზეზის გამო ოჯახური დრამა თანდათან ღრმავდებოდა.ქრისტეფორე გრძნობდა, რომ მისი ოჯახში დარჩენა შეუძლებელი იყო. ამიტომ იგი თავისივე თხოვნით1891 წელს თბილისიდან ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში გადავიდა რუსული ენისმასწავლებლად.

ქალაქი ქუთაისი იმ დროს ქართველი ერის ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობდა; აქ თავმოყრილიიყო ქართველი ინტელიგენციის დიდი და აქტიური ნაწილი. ყოველ საზოგადო საქმეს აქ ეყრებოდასაფუძველი, შეუძლებელი იყო მომზადებული, მოაზროვნე ადამიანი არ ჩაბმლიყო ამ საზოგადომოძრაობაში და ხელი არ შეეწყო ამ საქმიანობისათვის, რომელიც სემდეგ მძლავრ რევოლუციურმოძრაობაში გადაიზარდა. ოჯახური უსიამოვნებით და სამსახურებრივი მდგომარეობით უკმაყოფილოქრისტეფორე უგრელიძე საზოგადო საქმიანობაში-ღა ჰპოვებდა სულიერ კმაყოფილებას.თვითმპყრობელობის აგენტებს, რასაკვირველია, შეუმჩნეველი არ დარჩათ ქრისტეფორე უგრელიძის მოქმედება. დაიწყო მისი დევნა პოლიტიკურ ნიადაგზე.

სასულიერო უწყების მესვეურებმა გადაწყვიტეს უგრელიძე მოეშორებინათ საქართველოდან, იგი გადაიყვანეს ჩერნიგოვის გუბერნიაში მასწავლებლად. ყველა ამან გამოიწვია მასწავლებლის სულიერი დეპრესია.

1899 წლის 26 ივლისს ქრისტეფორე უგრელიძე ქუთაისიდან თბილისში ჩამოვიდა და დაბინავდა სატუმროში «Славянские номера». იმავე ღამის 4 საათზე მესამე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა, თვითმკვლელობის მიზნით და იგი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.