‍სამსონი ფრუიძე (1869-1943)

ავტორი: დ. შუღლიაშვილი
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული III, თბილისი, 1968

სოფელი ალპანა რაჭა-ლეჩხუმის გზების გზაჯვარედინზე მდებარეობს. ის ლამაზი და შეძლებული სოფელია. საბჭოთა ხელისუფლების წლებში აქ მრავალი საზოგადოებრივი შენობა აიგო, უფრო გამშვენდა და გაფართოვდა, მაგრამ ალპანა ასეთი არ იყო ყოველთვის. მეფის თვითმპყრობელური პოლიტიკით განაწამები და დამშეული გლეხობა იაფი სამუშაოს ძებნაში სოფლიდან სოფელში და ქალაქიდან ქალაქში დაეხეტებოდა, ეძებდა ლუკმა-პურს. იზრდებოდა ალპანელთა სამართლიანი უკმაყოფილება, რაც საპროტესტო გამოსვლებსა და მანიფესტაციებში ვლინდებოდა. ეს სოფელი თავისი გეოგრაფიული მდებარეობში გამო რაჭა-ლეჩხუმში რევოლუციური მოძრაობის ერთ-ერთ კერად იქცა.

სწორედ ამიტომ 1905 წელს ალიხანოვის დამსჯელმა რაზმებმა დაარბიეს სოფელი, მოკლეს, დააპატიმეს და გააციმბირეს რამდენიმე რევოლუციონერი. ამ სოფლის ჭირ-ვაამს შვიდ ათეულზე მეტი წლის განმავლობაში იზიარებდა გამოჩენილი რევოლუციონერი პედაგოგი სამსონ ფრუიძე, რომელიც დაიბადა 1869 წელს გლეხის ოჯახში.

შვიდი წლის სამსონს მამა გარდაეცვალა და ბიძამ, ოქროპირ შავიშვილმა, ჭაბუკი სოფელ ორბელის სამინისტრო სკოლაში შეიყვანა. ამ სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა ამ კუთხეში პოპულარული, პროგრესული პედაგოგი კალისტრატე გაბიანი. სამსონმა სწავლაში დიდი წარმატება გამოიჩინა და ბრწყინვალედ დაამთავრა სკოლა. უფროსმა ძმამ სამსონი ქუთაისში წაიყვანა და მიაბარა სამოქალაქო სასწავლებელში, რომელსაც იგი წარმატებით ამთავრებს 1889 წელს. ძმის გარდაცვალების გამო სამსონი სოფელ ალპანას უბრუნდება და იწყებს აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას. მაგრამ სამსონის მოწოდება მასწავლებლობაა და აი, 1891 წელს მისი სურვილი ახდა; 22 წლის ენერგიული, ნაკითხი ახალგაზრდა ალპანის დაწყებითი სკოლის მასწავლებლად ინიშნება. სამსონს არ ჰქონდა სპეციალური პედაგოგიური მომზადება, მაგრამ დაინტერესებული ახალგაზრდა ბევრს მუშაობს თავის თავზე, კითხულობს პედაგოგიურ ლიტერატურას, პრესას. ეცნობა ახლომახლო სოფლების მოწინავე მასწავლებელთა გამოცდილებას. სამსონის პრაქტიკულმა პედაგოგიურმა საქმიანობამ მოლოდინს გადააჭარბა, ის რამდენიმე წელიწადში კარგად გაიწაფა და საქმე წარმატებით წარმართა სკოლაში. ამ პერიოდის მოწაფეები სამსონ იგონებენ, როგორც გონიერ, შესანიშნავ ორგანიზატორსა და მაღალი ზნეობრივი თვისებებით დაჯილდოებულ პედაგოგს. სამსონს სიტყვა კარგად ემარჯვეობდა და გაკვეთილზე მოსწავლეთა ყრუადღება დაპყრობილი ჰქონდა. მაგრამ მარტო პედაგოგიური სარბიელი არ ავსებდა სმსონ ფრუიძის მთელ შინაგან სამყაროს. ის გატაცებით ეწაფება მარქსისტულ ლიტერატურას, კიტხულობს მარქსისა და ენგელსის „კომუნისტური პარტიის მანიფესტს”, მარქსის „კაპიტალს”, პლეხანოვის „ისტორიაზე მონისტური შეხედულების საკითხისათვის” და სხვა. კონსპექტები და ამონაწერები ამ შრომებიდან ახლაც ინახება სამსონის შთამომავალთა ოჯახებში. ახალგაზრდა პედაგოგი ახლოს ეცნობა და უკავსირდება ცნობილ ხალხოსან ვარლამ გაბიჩვაძეს, რომელიც იმ დროს ლითოგრაფიის ქვის ექსპლოატაციის ბელგიის კამპანიის გენერალურ აგენტად მუშაობდა. სამსონი მთლიანად ექცევა ხალხოსანთა ზეგავლენის ქვეშ და ცდილობს, რაც შეიძლება მეტხანს იყოს გლეხებთან და იქადაგოს ხალხოსნური იდეები. ეს გატაცება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ხმამ ქუთაისის განათლების ორგანოებამდე მიაღწია. მართალია, სასონს ვერაფერი დაუმტკიცეს, მაგრამ სპეციალური პედაგოგიური ცენზის უქონლობის მოტივით „ურჩიეს” მას სკოლიდან წასვლა. გულდაწყვეტილი სამსონი 1894 წელს ტოვებს სკოლაში სამსახურს და მუშაობას იწყებს ალპანის გლეხთა სასამართლოს მდივნად. აქ მუშაობამ კიდევ უფრო დაახლოვა სამსონი გლეხებს, უფრო საფუძვლიანად გაიცნო გლეხთა ჭირ-ვარამი და თავისი პოლიტიკური მრწამსი გადაასინჯვინა. სამსონი რწმუნდება, რომ ხალხური მოძრაობა არ შველის საქმეს, საჭიროა რევოლუციური ბრძოლა და არსებული წყობილების დამხობა.

გასული საუკუნის მიწურულს, სამსონ ფრუიძე აარსებს გლეხთა წრეს და ატარებს მათთან პროპაგანდისტულ მუშაობას.

1901 წელს სამსონ ფრუიძე სოფლის დავალებით მონაწილეობს რუსეთთან საქართველოს შეერთების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ზეიმში, რომელიც თბილისში გაიმართა. ის სპირიდონ ალავიძესთან ერთად უკავშირდება არალეგალურად მომუშავე რევოლუციონერებს, იღებს მათგან რჩევა-დარიგებებს, ინსტრუქციებს, მითითებებს. რევოლუციონერმა დიასამიძემ მას გადასცა პოლიტიკური ხასიათის პროკლამაციები ლეჩხუმის მაზრაში გასავრცელებლად. ალპანაში ჩამოსვლისთანავე სამსონი აჩაღებს უფრო ატიურ რევოლუციურ მუშაობას, უკავირდება ორბელის, ლაილაშისა და ცაგერის იატაკქვეშელ რევოლუციონერებს.

1902 წელს მემამულეთა წინააღმდეგ გლეხების წაქეზებისათვის სამსონს ხსნიან სასამართლოს მდივნის პოსტიდან. ამან კიდევ უფრო მეტად გააძლიერა მასწავლებელი აქტიური რევოლუციური ბრძოლსი წყურვილი. 1904 წელს სოფელ ჭრებალოში ყალიბდება რევოლუციური ორგანიზაცია, რომელშიც ერთიანდებიან რაჭა-ლეჩხუმის რევოლუციონერები. ამ ორგანიზაციის აქტიური წევრი ხდება სამსონ ფრუიძეც. 1904 წლის 22 ნოემბერს გიორიგ შანიძესთან ერთად სამსონს აპატიმრებენ კაზაკები და მიჰყავთ ონში, მაგრამ გლეხთა ძლიერი საპროტესტო დემონსტრაციისა და წინააღმდეგობის შედეგად, მალე ანთავისუფლებენ. 1904-05 წლებში რაჭა-ლეჩხუმის რევოლუციონერები იწყებენ კაზაკების განიარაღებას და მშრომელთა შეიარაღებას. 1905 წლის იანვარში 700 შეიარაღებული გლეხი სამსონ ფრუიძისა და სხვათა მეთაურობით მიემართება ქუთაისის არსენალის ასაღებად, მაგრამ ცენტრიდან მიღებული მითითებით რაზმი უკან ბრუნდება. 1905 წლის მარტში ლეჩხუმში შეოდის დამსჯელი რაზმი, რომელიც შეუბრალებლად წვავს ეჭვმიტანილთა სახლ-კარს, საველე სასამართლოები სიკვდილს უსჯიან აქტიურ რევოლუციონერებს. სამსონ ფრუიძის ყოფილი მოწაფე თედო ფრუიძე თავის მოგონებაში წერს: „1905 წლის მარტში ჩემი ყოფილი მასწავლებელი სამსონ ფრუიძე და გურული გიორგი შანიძე შეიპყრეს ყაზახებმა და თითოელუს ოცდახუთი როზგი დაარტყეს, შემდეგ კი სოფელ ზესხვიშს წაიყვანეს და ტირიფების ქვეშ დააყენეს. ოფიცრებმა მათ წინადადება მისცეს, გაეცათ ატიური რევოლუციონერები, რისთვისაც მათ გაანთავისუფლებდნენ, თუ არადა, ადგილზე დახვრეტდნენ. არც ერთს წარბი არ შეუხრია. ან ვინ უნდა გაეცათ, როდესაც მოთავენი თვითონ იყვნენ. ოფიცრის ბრძანებით ჯარისკაცებმა თოფები დაუმიზნეს დაშინების მიზნით, მაგრამ მაინც არაფერი გამოუვიდათ. შემდეგ კი ქუთაისს წაიყვანეს და ციმბრიში გადაასახლეს”. 1909 წელს სამსონი საქართველოში ბრუნდება და აგრძელებს რევოლუციურ საქმიანობას. 19100 წელს სამსონისა და სოფლის სხვა თავკაცების თაოსნობით ალპანაში იხსნება საკრედიტო საზოგადოება, რომელშიც სამოცზე მეტი გლეხი ერთიანდება. სამსონს ამ საზოგადოების ხაზინადრად ირჩევენ.

1914 წელს ალპანაში „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება” აარსებს ბიბლიოთეკას, რომლის გამგედ სამსონ ფრუიძეს ნიშნავენ და იგი ამ დავალებასაც წარმატებით ასრულებდა.

1924 წელს სამსონი კვლავ უბრუნდება თავის საყვარელ საქმეს _ მასწავლებლობას. ის ინიშნება სოფელ ზოგიშშის დაწყებითი სკოლის გამგე-მასწავლებლად. 1927 წელს გადაჰყავთ სოფელ აჭარისხიდის ოთხწლიანი სკოლის გამგედ. 1932 წლიდან გარდაცვალებამდე სამსონ ფრუიძე მუშაობდა ალპანის არასრულ საშუალო სკოლაში რუსული ენის მასწავლებლად.

თითქმის სამი ათეული წელი დაჰყო სამსონ ფრუიძემ სკოლაში. ამ პერიოდში მან ასობით ახალგაზრდა აღზრდა, რომელთა შორის ბევრია გამოჩენილი მეცნიერი, პედაგოგი, ექიმი, ინჟინერი, პარტიული და საბჭოთა მუშაკი, მრეწველობისა და სოფლსი მეურნეობის მოწინავე მშრომელი.

სამსონ ფრუიძე დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა როგორც მოწაფეთა შორის, ისე სოფლის მოსახლეობაში.

ბიკენტი ლავრენტის ძე ჩაჩხიანი თავის მოგონებაში წერს: „სამსონ ფრუიძე იყო ძალზე გულისხმიერი, მგრძნობიარე, საზოგადოებაში დიდი ავტორიტეტის მქონე. ალპანაში ჩემი მუშაობის დროს საზოგადო საქმეების ერთ-ერთი ინიციატორი და ორგანიზატორი იყო. ასე მაგალითად,&ნბსპ; ალპანაში არ იყო სკოლის შენობა, ბიბლიოთეკა, ფოსტა და არც ერთი სხვა კულტურული დაწესებულება, სამსონის თაოსნობით დ სხვების მხარდაჭერით აშენდა სკოლის შენობა, დაარსდა ფოსტა, ბიბლიოთეკა, საკრედიტო საზოგადოება. აღსანიშნავია ერთი მომენტიც: 1912 წელს რაჭა-ლეჩხუი ზეიმით შეეგება ჩვენს სასიქადულო პოეტს აკაკი წერეთელს. ალპანა პირველი სოფელი იყო ლეჩხუმის მიწაზე და საპატიო სტუმარს ღირსეულად უნდა შეხვედროდნენ. ალპანელებმა აკაკის ძვირფასი საჩუქარი მოუმზადეს, რომლის გადაცემა და სიტყვის წარმოთქმა სამსონ ფრუიძეს დაავალეს. სამსონი გოსანს პურითა და მარილით შეხვდა და მხურვალე სიტყვით მიმართა, აკაკიმ გულში ჩაიკრა სამსონი და გადაკოცნა. ალპანელებმა აკაკის დიდი სადილი გაუმართეს, რომლის დროსაც პოეტმა მადლობის სიტყვა წარმოთქვა, საპასუხოდ კვლავ სამსონი გაოვიდა. აკაკი დიდად კმაყოფილი დარჩა და სიყვარულით გამოეთხოვა ალპანელებს. სამსონის თაოსნობით ალპანელებმა პატივისცემის ნიშნად სოფელ ჭრებალომდე (რაჭა) გააცილეს საპატიო სტუმარი”.

სამსონმა ამ სოფლის ბევრ ახალგაზრდას გაუკაფა გზა არა მარტო იმით, რომ საფუძვლიანი დაწყებითი განათლება მისცა, შემდეგ კი რუსული ენის კარგი ცოდნა შვიდწლიან სკოლაში, არამედ იმითაც, რომ სისტემატურ ყურადღებას აქცევდა ნიჭიერ, შრომისმოყვარე ახალგაზრდებს სწავლების შემდგომ საფეხურებზე გიმნაზიებსა და საშუალო სკოლებში. სამსონ ფრუიძე ცდილობდა, გაემრავლებინა განათლებული ადამიანები სოფელში, ის რჩევა-დარიგებას აძლევდა მოსწავლეებს არ დაკმაყოფილებულიყვნენ დაწყებითი და შვიდწლიანი განათლებით. მის ყოფილ მოწაფეთა გადმოცემით, სამსონი ხშირად იშველიებდა დავით გურამიშვილის სიტყვებს: „სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების”.

სამსონი არა მარტო ახალგაზრდებს უწევდა თანაგრძნობასა და დახმარებას, ის სოფლის ღარიბ-ობლებს და მარტოდ დარჩენილთ ყოველმხრივ ამხნევებდა, სოფლის შეძლებულ მცხოვრებთ ოუწოდებდა ქველმოქმედებისაკენ. სამსონ ფრუიძემ თავის სახლში გადმოიყვანა ინვალიდი (უფეხო) სიკო ახვლედიანი, რომელსაც სახადით (ტიფით) დაეხოცა მშობლები და და-ძმა. სიკო ახვლედიანი 15 წელიწადზე მეტი ცხოვრობდა სამსონის ოჯახში.

სამსონ ფრუიძეს იმ დროისათივს საკმაოდ მდიდარი ბიბლიოთეკა ჰქონდა. ის თბილისისა და ქუთაისის წიგნების მაღაზიების ხშირი სტუმარი იყო. სოფლის მცხოვრებთა გადმოცემით, სამსონის ოჯახი ერთგვარ ლიტერატურულ სალონს წარმოადგენდა ალპანაში. საღამოობით და წვიმიან ამინდში, მუშაობისაგან თავისუფალ დროს სამსონის ოჯახში ხალხმრავლობა იყო. სამსონი მცირე მოცულობის ნაწარმოებებს უკითხავდა, ხოლო დიდტანიანნი წიგნების შინაარსს მიმზიდველად, საინერესოდ მოუთხრობდა თანასოფლელებს. სამსონ ფრუიძის ოჯახში ფოსტალიონს ყოველდღიურად მოჰქონდა ჟურნალ-გაზეთების მთელი დასტა. სამსონი სოფლის არაოფიციალური აგიტატორი იყო. წავიდეთ სამსონთან, ახალი ამბავი გავიგოთო, იტყოდნენ ხოლმე ალპანელები.

სამსონ ფრუიძე სოფლის მეურნეობის შესანიშნავი მცოდნე იყო. აგრონომიის საფუძვები დამოუკიდებელი კითხვის გზით შეისწავლა. შემდეგ ქუთაისში გაეცნო ერთ ფანგ აგრონომს, რომლის კონსულტაციით პრაქტიკულად დაეუფლა მევენახეობას, მეხილეობასა და სხვა. სამსონმა თავის საკარმიდაო ნაკვთზე სანიმუშო ვენახი და ხეხილის ბაღი გააშენა. თავის სამეურნეო მიღწევებს ფართო პოპულარიზაციას უწევდა, სრულიად უსასყიდლოდ სხვადასხვა მცენარეთა ნერგებს აძლევდა ყველა მსურველს.

სამსონ ფრუიძის საოჯახო არქივში დღესაც ინახება მის სახელზე გაცემული რამდენიმე დახასიათება. აი, ერთი მათგანი: „სამსონ ფრუიძე ხასიათდება განსაკუთრებული ენერგიული და დაუზარელი მუშაობით როგორც სოფლის საბჭოში, ისე სხვა ყოველ საბჭოთა და საზოგადოებრივ ორგანიზაციაში. ის, როგორც მასწავლებელი, აქტიურად მონაწილეობს სოფლის სოციალუსტურად გარდაქმნის საქმეში”. დახასიათება გაცემულია ალპანის სოფლსაბჭოს მიერ 1924 წელს. ცაგერის რაიონის განათლების განყოფილებისა და განათლების კავშირის მიერ გაცემულ დახასიათებაში სამსონ ფრუიძე დახასიათებულია როგორც სანიმუშო მასწავლებელი, აქტიური საზოგადოებრივი მუშაკი, ენერგიული და დაუზარელი პედაგოგი.

სამსონ ფრუიძემ პედაგოგის პროფესიის სიყვარული ჩაუნერგა თავის ქალიშვილსა და შვილიშვილბს.

სამსონ ფრუიძე გარდაიცვალა 1943 წელს. დაკრძალულია მშობლიურ