‍სიმონ ქვარიანი (1868-1946)

ავტორი: ვარლამ ქაჯაია
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული II, თბილისი, 1955

qvariani simonსაკმაოდ ცნობილი მასწავლებელი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე სიმონ ალქსის ძე ქვარიანი დაიბადა ქალაქ ქუთაისში 1868 წლის 13 აპრილს. სიმონის მამა, ალექსი ქვარიანი მებაღე იყო და დედა ოჯახის დიასახლისი, მაგრამ ძალზე ხელმოკლედ ცხოვრობდნენ, რაც არა ერთხელ აღუნიშნვთ სიმონთან ერთად სხვებსაც.

სწავლისადმი სიყვარულმა პატარა სიმონში ადრე გაიღვიძა. საშუალო განათლება მან ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში მიიღო და, მიუხედავად ხელმოკლეობისა, მაინც მოახერხა შესულიყო ოდესის უნივერისტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულეტზე. მაგრამ სწავლა ვერ დაასრულა და გულდაწყვეტილი დაბრუნდა სამშობლოში.

საქართველოში დაბრუნებული სიმონი ყოველგვარ ღონეს ხმარობს მოეწყოს სადმე შესაფერის სამუშაოზე, მაგრამ ამას ასე იოლად ვერ ახერხებს. ბოლოს, იგი ეწყობა წინანდლის საუფლისწულო მამულში ორი წელი დაჰყო წინანდალში სიმონმა და საფუძვლიანად გაეცნო მევენახეობა-მეღვინეობის დარგს. განცვიფრებაში მოდიოდნენ წინანდლის საუფლისწულო მამულის თანამშრომლები, ისე დაუღალავი ენერგიით ეკიდებოდა თავის საქმეს სიმონ ქვარიანი. დღე და ღამე გასწორებული შრომის შედეგად იგი საკმაოდ დაეუფლა მევენახეობასა და მეღვინეობას.

გარდა სპეციალური საგნებისა, წინანდალში ყოფნის დროს სიმონ ქვარიან სწავლობდა, მისთვის ჩვეული მონდომებით, ფრანგულ ენასა და დიდ დროს ანდომებდა ზოგად განვითარებას.

1894 წლიდან 1896 წლამდე სიმონ ქვარიანი მსხურობს თბილისის ა/კ რკინიგზის სამმართველოში. სიმონი აქაც არ კმაყოფილდება მარტო სამსახურებრივი საქმიანობით. მან უფრო რეგულარულად მიჰყო ხელი მწერლობას, რაც მანამდე ჰქონდა დაწყებული. ამ პერიოდში სიმონ ქვარიანის კალმის ნაყოფი სისტემატურად ქვეყნდებოდა ადგილობრივ ჟურნალ-გაზეთებში. ეწეოდა რა სიმონი ბეჯით შრომას, ემზადებოდა უმაღლესი აგრონომიული განათლების მიღების მიზნით საფრანგეთში წასასვლელად.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სიმონ ქვარიანმა ჯერ კიდევ 1887 წელს პირველად აღმოაცინა საქართველოსა და ამიერკავკასიაში ვაზის გამანადგურებელი ფილოქსერა. სიმონს ბევრი შრომა და ბრძოლა დასჭირდა პესის საშუალებით, რომ შემოეღოთ ჩვენში ამერიკულ საძირეზე ვაზის მყნობა, რათა ფილოქსერას არ გაენადგურებინა ვენახები. ამ ზომამ უდიდესი როლი შეასრულა საქართველოში, მევენახეობა იხსნა განადგურებისაგან.

1897 წელს ის მიემგზავრება საფრანგეთში. პირველად სწავლას იწყებს ქალაქ ლიონში, მხოლოდ შემდეგ გადადის ქალაქ მონპელიეში. დიდხანს არც ამ ქალაქში რჩება და აქედან სწავლის გასაგრძელებლად მიემგზავრება პარიზში.

საფრანგეთში სიმონ ქვარიანი მეტად ღარიბულ ცხოვრებას ეწეოდა. „არავისაგან არაფერი მომდიოდა და ვიმყოფებოდი გაჭირვებულად, ამისათვის საფრანგეთსი ყოფნის დროს დავიწყე რუსული ენის გაკვეთილების მიცემა და ფრანგულ ჟურნალ-გაზეთებში წერილების მოთავსება, რომ ასეთი გზით საარსებო წყარო გამეცინა და შიმშილით არ მომკვდარიყავიო, აღნიშნავდა იგი.

1899 წელს სიმონ ქვარიანი ქალაქ მონპელიეში ამთავრებს უმაღლეს აგრონომიულ სასწავლებლს. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სიმონმა, როგორც თვითონ აღნიშნავს, ამავე დროს ჩააბარა გამოცდები და დაამთავრა უნივერსიტეტში ლიტერატურის ფაკულტეტი.

საფრანგეთში ყოფნისას სიმონი ხშირი სტუმარი იყო პარიზის ნაციონალური ბიბლიოთეკისა. ამ მსოფლიო მნიშვნელობის ბიბლიოთეკაში მუშაობის დროს სიმონმა აღმოაჩინა საქართველოსათვის ფრიად საჭირო და საინტერესო მასალები, რომლის გამოყენებით მან დაწერა; „ქართველი ერის უძველესი კულტურა და როლი მსოფლიო ისტორიაში”. სიმონ ქვარიანის ეს შრომა გამოქვეყნებულ იქნა „აკაკის კრებულში”.

სიმონ ქვარიანის კალამს, სხვა მნიშვნელოვან ნაწერებთან ერთად, ეკუთვნის ფრიად საყურადღებო ნაშრომი: „შოთა რუსთაველი და მისი პოემა”, რომელიც დაიბეჭდა 193 წლის ჟურნალ „მოამბეში”, ხოლო 19914 წელს გამოიცა ცალკე წიგნად.

სიმონ ქვარიანს ბევრი უწერია ქალაქ მონპელიეში ყოფნის დროსაც ფანგულ ენაზე კავკასიაში მევენახეობა-მეღვინეობის შესახებ. ასეთ შრომებს სიმონი ბეჭდავდა ადგილობრივ ჯურნალებში დასურათებულად და ბოლოს ავეყნებდა ცალკე წიგნებად, რაც ევროპის მკითხველი საზოგადოების ყურადღებას იპყრობდა.

1899 წლის დამლევს ცოდნით შეიარაღებული სიმონ ქვარიანი ბრუნდება საფრანგეთიდან სამშობლოში და ფართო მასშტაბით იწყებს მრავალფეროვან საქმიანობას.

საქართველოში დაბრუნებული სიმონი აარსებს ქუთაისში ამხანაგობას „ზვარი”, ქმნის ამერიკული ვაზებისა და ნამყენთა სანერგეებს, რასაც უთმობს საკუთარ ეზოს. დამყნას თვითონ ასწავლიდა ფართო მოსახლეობას და ქუთაისის ზოგიერთი სკოლის მოსწავლეებსაც. ამ გზით მან 1900 წლისათვის გაახარა 50 ათასი ძირი ნამყენი და ძლიერ იაფ ფასებში დაურიგა სოფლის მეურნეებს. ამავე დროს სიმონ ქვარიანმა გამოსცა ორი სახელმძღვანელო წიგნი ამერიკული ვაზების და ნამყენთა კულტურის შესახებ. ეს სახელმძღვანელოები ავტორმა უფასოდ დაურიგა საზოგადოებას. ამით ხალხი დიდად კმაყოფილი იყო.

ამავე დროს სიმონ ქვარიანი აარსებს ქუთაისში ფარულ წრეს, სადაც სხვებთან ერთად მოსწავლე-ახალგაზრდობასაც უკითხავს ლექცია-მოხსენებებს საქართველოს ისტორიისა და ლიტერატურიდან.

1900 წელს სიმონ ქვარიანი მიწვეულ იქნა ერთი მსხვილი მრეწველის მიერ ჭიათურაში წარმოების გამგედ. სიმონის მეშვეობით მალე დაიბადა უკმაყოფილება მადნის მზიდავ მუშებსა და მწარმოებელთა შორის. „ყოველნაირად ვცდილობდი, მზიდავ მუშებისა და წვრილ მრეწველთა ინტერესები დამეცვა და მსხვილ მრეწველთა ძარცვა-ყვლეფისაგან ხალხი გადამერჩინაო”, ამბობს თავის ავტობიოგრაფიაში სიმონ ქვარიანი. აი, სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ სიმონ ქვარიანს მოკვლას უპირებდნენ ჭიათურაში მსხვილი მრეწველები, რაც კარგად ახსოვს ჩვენს გამოჩენილ მწერალსა და დრამატურგს შალვა დადიანს.

დიდი ინტერესი გამოიწვია მკითხველ საზოგადოებაში სიმონ ქვარიანის მოთხრობამ „ანჟელინა”, რომელიც საფრანგეთის პროლეტართა ცხოვრებიდანაა აღებული და ათანაც ანტირელიგიური ხასიათისაა. ამას გარდა, 1900-დან 1903 წლამდე გამოიცა სიმონ ქვარიანის ლექსთა კრებული „სუმბული”, წიგნი „ევროპის მეაბრეშუმეობაზე”, „შავი ქვის საქმე”, „სამი გმირი”, „ვიზიტი” (ეტიუდი). ამ ხანებში მიი მუშაობის დიდი ნაყოფიერების დამადასტურებელი ისიც იყო, რომ ის რეგულარულად ათავსებდა პუბლიცისტური ხასიათის წერილებს ქართულ-რუსულ ჯურნალ-გაზეთებში.

სიმონ ქვარიანის მონაწილეობა რევოლუციურ მოძრაობაში არ დარჩენია შეუმჩნეველი მეფის მთავრობას და ის დატუსაღებულ იქნა. ის იყო, სიმონ ქვარიანი უნდა გადაესახლებინათ, მაგრამ მოახერხა ევროპაში (გერმანიაში) გაქცევა. ბედმა გამიღიმაო, – წერს სიონ ქვარიანი, – როცა 1907 წელს ქუთაისის ქართული გიმნაზიის დირექტორმა იოსებ ოცხელმა მიმიწვია გიმნაზიის მასწავლებლად და ჩამაბარა სამი საგანი – ფრანგული ენა, ქართული ლიტერატურა და საქართველოს ისტორიაო.

1908 წელს სიმონმა შეადგინა სკოლებისათვის სახელმძღვანელოდ „საქართველოს ისტორიის ეპიზოდური კურსი”. ეს არ იყო პატარა მოვლენა იმ ხანებში. ამ წიგნმაც მას დიდი სახელი მოუპოვა. ათი ათასიდან ოცი ათას ცალამდე იბეჭდებოდა ყოველწლიურად სიმონ ქვარიანის ეს წიგნი, მაგრამ მას წიგნის მაღაზიებში მაინც იშვიათად ნახავდით.

1910 წელს სიმონ ქვარიანმა დიდი მონდოემბითა და სიყვარულით დაწერა ისტორიული მონოგრაფია დიდი მოურავი გიორგი სააკაძის ეპოქის შესახებ სათაურით „ქართველი ერის ტრაგედია მე017 საუკუნეში (გიორგი სააკაძე და მისი დრო)”. ეს წიგნი დაიბეჭდა 1911 წელს და ისე სწრაფად გაიყიდა, რომ მისი გამოსვლიდან სამი თვის შემდეგ წიგნს გასაყიდად ვერსად იპოვიდით. სიმონ ქვარიანი გიორგი სააკაძის ცხოვრება-მოღვაწეობის შესახებ გამოდიოდა სისტემატურად ლექციებითაც.

1912 წლის ბოლოს სიმონ ქვარიანს აღმოჩნდა გულის მძიმე დაავადება და ამის გამო იძულებული გახდა მისი საყვარელი საქმისათვის – პედაგოგობისათვის თავი დაენებებინა. მაგრამ მას კალაი არ გუაგდია ხელიდან, მწერლობას არ ჩამოსცილებია, საზოგადო მოღვაწეობაზე უარი არ უთვამს.

1915-16 წლებში სიმონმა შეადგინა „ქართველი ერის ისტორია” (1780-1820), ტ. პირველი. ეს წიგნი 1919 წელს გამოიცა. 1916 წელს სიმონ ქვარიანი ქუთაისიდან საცხოვრებლად ქ. თბილისში გადმოდის, სადაც მას, როგორც გამოცდილ მუშაკს, ირჩევენ კოოპრაციის „შრომის” გამგეობის თავმჯდომარედ. ისე, როგორც ყოველთვის, სიმონ ქვარიანი თბილისში ყოფნის დროსაც მუდმივ თანამშრომლობას ეწეოდა ადგილობრივ ქართულ-რუსულ ჟურნალ-გაზეთებში.

1918 წელს სიმონ ქვარიანი იწყებს სამსახურს ფინანსთა სამინისტროში, მაგრამ მალე თავს ანებებს ამას და საცხოვრებლად გადადის ქ. სოხუმში. აქ მას ირჩევენ სოხუმის ქალაქის საბჭოს წევრად.

1920-1923 წლებში სიმონი მთელი ოჯახით ბათუმში ცხოვრობს და თანამშრომლობს საგარეო ვაჭრობის განყოფილებაში. ამის შემდეგ მას იწვევენ სამხედრო-საზღვაო სასწავლებელში ქართული და ფრანგული ენების ლექტორად. ამავე დროს, ის ბათუმის რუსულ-ქართლ ჟურნალ-გაზეთებთანაც თანამშროლობდა.

1923 წლის ოქტომბერში სიმონ ქვარიანი ისევ ჩამოდის საცხოვრებლად თბილისში და იწყებს სამსახურს ჯერ საქართველოს სსრ ფინსახკომში სავალუტო განყოფილების ინსპექტორად, შემდგ მესამე შემნახველ სალაროში გამგედ. მოწსახკომში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე...

1930 წელს, მეტად ნაყოფიერი მოღვაწეობის გამო ჩვენი ხალხის სასარგებლოდ, მას ანიჭებენ „შრომის გმირის” წოდება. „შრომის გმირის” წოდების მინიჭებასთან ერთად მთავრობამ სიმონ ქვარიანს დაუნიშნა პერსონალური პენსია. ამავე წლიდან სიმონ ქვარიანი თავს ანებებს სამსახურს და განაგრძობს ლიტერატურულ მოღვაწეობას.

სიმონ ქვარიანმა თავისი შეხედულება საზოგადოებრივ საკითხებზე სავსებით მკაფიოდ და ნათლად ჩამოაყალიბა იმ „საახალწლო კრიმანჭულში”, რომელიც 1897 წლის №1 გაზეთ „კვალში” მოათავსა „სიმონა მეჩონგურეს” ფსევდონიმით.

იგი ქართველობას მიმართავს და ეუბნება გულის ტკივილით:

სიდან დავიწყო, ქართველო, მეტად ბევრი მაქვს სათქმელი,
ვერ ვბედავ, ვერ ამიხდია ტანჯული სულის სარქველი...
ნუღარ კვნეს ეგრე საბრალოთ, აღდეგი, კმარა ძილია,
თორემ რას გიზამს მარტოკა აკაკი, ანუ ილია.
ჰძებნე ახალი მკურნალი, ჰკურნე სხეული, სულუია,
სვი განათლების შარბათი, ახარე მით მამულია.
აღდეგ, ნუ ქშინავ მწუხარეთ, აღიძარ გულს იმედია,
ძველად განთქმული გმირი ხარ, ვერ დაგძლევს მწარე ბედია...

ასეთსავე დარიგებას აძლევს ავტორი ქართველ ინტელიგენტებს და თხოვს მათ, რადგანაც თქვენ გიმზერს მთელი ქვეყანა, როგორც ხალხისათვის გზის მანათობელ სინათლეს, ამისათვის გმართებს იმუშაოთ შეხმატკბილებულად, მეგობრულად, დაანებეთ თავი ჩინ-მედლებისა და კაკარდების ძებნას, ნუ იჩენთ სიმხდალეს და გაბედულად გამოდით, თქვით:

როდისღა აყვავილდება გმირთა საერთო სულია,
როდის შერიცხავთ, დაწყევლით, რაც ერისაგან კრულია...
გვითხარით, როდის დადგება ეგ სანეტარო წამია –
კმარა ამდენი ლოდინი, მოომწიფდა დრო და ჟამია...

სიმონ ქვარიანი საახალწლო კრიმანჭულის დროს არ ივიწყებს ქართველ ქალებსაც, ქართველი გმირების დედებს, ამირანის მშობლებს და ამათაც ეკითხება ის გულის წყრომით: რისთვის შეგცვლიათ გული, ნუთუ არ გწამთ სამშობლოს არც წარსული და არც მომავალი, არ ვარგა ასე, ნუ აგბნევიათ გზა-კვალი, ნუ ანებებთ თავს შვილებსა და ოჯახსო და განაგრძობს:

სიმონ ქვარიანს, როგორც პედაგოგს, გულს უკლავს ზოგიერთი ახალგაზრდა ქალის უსაქმური და ფუქსავატური ცხოვრება. „ტანცი-მანცობა, კოპწიობა”, სულ ტუფლები, სულ მოდები, სულ კაბები და შლიაპები გაკერიათ ენაზეო, – უსაყვედურებს სიმონი ასეთ ქალებს: მარტო ვალსით და მაზურკით, პოლკითა და სხვა ცეკვებით ვერაფერს გახდებით, საჭიროა შრომა და კიდევ შრომა და არა სასიყვარულო რომანების კითხვაო.

ქართველ პოეტებსაც აძლევს სიმონ ქვარიანი საჭირო რჩევა-დარიგებას. ის მიუთითებს, რას უნდა აქცევდნენ ყურადღებას, როცა სამწერლო ასპარეზზე გამოვლენ, როცა კალმით, მხატვრული სიტყვით ხალხის სამსახურს შეუდგებიან და ამით ერის გაკეთილშობილების საქმეს მოკიდებენ ხელს.

ამ საახალწლო მილოცვებში ისე კონკრეტულად და საქმიანად ჩამოაყალიბა სიმონ ქვარიანმა სოფლის მასწავლებლის მოვალეობა, რომ ამას ჩვენ მთლიანად მოვიყვანთ „საახალწლო კრიმანჭულიდან”:

ერის გულში ჩაგიცურავთ, მაშ, მოჰფინეთ განათლება,
ერის ძალა, მყოობადი მხოლოდ თქვენში მეგულება.
შეიფიცნეთ ყველამ ძმებათ, ახლა გმართებთ დევ-გმირობა,
გრწამდეთ ერის მომავალი, შეიყვარეთ ქართველობა,
ნურაფერი შეგაშინებთ ნურც ბორიო, ნურც გრიგალი,
უკუღმართი მეთოდებით ნუ გებნევათ გზა და კვალი.
მაშ, ჰოპუნა, ჰოპუ, ძმებო, მოუქნიეთ ცელ-ნამგალი.
ექომაგეთ მუშა ხალხსა, აღუზარდეთ მას შვილები,
მაშინ გაქებსთ მთელი ერი და გადიდებსთ ყმაწვილები...

სიმონ ქვარიანი გაზეთ „ივერიას” მიმართავდა: გადაიცვი, ძმაო, ჯავშანი, აღდექი, ნუ გძინავს, ხელი მოკიდე ხმალს, გვაჩვენე ბრძოლის ნიშანი, გაჰკვეთე ეკლა-ნარი, ნუ შეგაშინებს მერი, ეკვეთე ვაჟკაცურად მტავრვალს. „შემოიკრიბე ვაჟკაცნი, ყმაწვილნი საქებარია, მშრომელი, მხნე და სწავლული სიმართლის მაძებარია... უყივლე ქართველ მამაკაცებს, კუბოს აჰყარეთ ჭერია, ჰე, მაშინ გაქებს ქვეყანა, მაშინ გადიდებს ერია”.

სიმონ ქვარიანი გარდაიცვალა 1946 წლის 14 იანვარს 78 წლის ასაკში. მის გარდაცვალებას სათანადო წერილებით გამოეხმაურა ჩვენი პრესა. გაზეთმა „კომუნისტმა” საქართველოს საბჭოთა მწერლების გამგეობის შემდეგი წერილი მოათავსა ნაყოფიერი პედაგოგისა და მწერლის ხსოვნის აღსანიშნავად:

„14 იანვარს თბილისში გარდაიცვალა მხცოვანი მწერალი და საზოგადო მოღვაწე სიმონ ქვარიანი.

ნახევარი საუკუნის მანილზე სიმონ ქვარიანი მრავალმხრივ ლიტერატურულ, პუბლიცისტურ და პრაქტიკულ მოღვაწეობას ეწეოდა. თავის დროზე დიდი პოპულარობით სარგებლობდა მის მიერ დაწერილი საქართველოს ისტორიის ეპიზოდური კურსი და ისტორიული მონოგრაფია „ქართველი ერის ტრაგედია მე-17 საუკუნეში (გიორგი სააკაძე და მისი დრო)”...

სასი დაბრუნებისას პარიზის ნაციონალური ბიბლიოთეკის ფონდში მის მიერ შესწავლილი მასალების საფუძველზე დაამუშავა და გამოაქვეყნა ისტორიულ-ლიტერატურული გამოკვლევები „ართველი ერის უძველესი კულტურა და როლი მსოფლიოს ისტორიაში” (დაიბეჭდა 1901 წლის აკაკის „კრებულში”). „შოთა რუსთაველი და მისი პოემა” (დაიბეჭდა ჯერ ჟურნალ „მოამბეში” 1903 წელს და შემდეგ ცალკე წიგნად), „ხეთი და ნაირი” (დაიბეჭდა ჟურნალ „განათლებაში” 1909 წელს). უცხოეთიდან საქართველოში ჩამოსვლისთანავე სიმონ ქვარიანი პრაქტიკულ საზოგადოებრივ მუშაობას შეუდგა. სხვებთან ერთად დააარსა ამხანაგობა „ზვარი”, რომელმაც პირველად დასავლეთ საქართველოში გააშენა ამერიკულ ვაზზე დამყნილი სანერგეები და ნაყოფიერი ბრძოლა გასწია ვენახის გამანადგურებელი ავადმყოფობის – ფილოქსერის აღმოსაფხვრელად...

1907 წელს სიმონ ქვარიანი ცნობილმა პედაგოგმა იოსებ ოცხელმა ფრანგული ენის, ქართული ლიტერატურისა და ისტორიის მასწავლებლად მიიწვია ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში. მოსწავლე-ახალგაზრდობაში მან დიდი პატივისცემა და პოპულარობა მოიპოვა როგორც პედაგოგმა და მხურვალე პატრიოტმა. ქართველი ხალხის გმირული წარსულით გატაცებულმა პროპაგანდისტმა, რომელიც გულწრფელ სიყვარლს უნერგავდა მოზარდ თაობებს ქართველი ხალხისა და მისი ისტორიის გმირი ადამიანებისადმი.

...დიდი წარმატება ხვდა წილად მის ისტორიულ რომანს „დიდი მოურავი”, რომელიც 1937 წელს ცალკე წიგნად გამოსცა „ფედერაციამ”... უკანასკნელად დაწერა რომანი „შოთა რუსთაველი”, რომლის ცალკე თავები დაიბეჭდა 1938 წელს ჟურნალ „მნათობში” (გაზეთი „კომუნისტი”, 1946 წლის 19 იანვარი).