‍მიხეილ ყიფიანი (1833-1891)

ავტორი: მიხეილ კეკელიძე
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული I, თბილისი, 1953

kipiani mikheili1891დიდი ქართველი მწერლის ილია ჭავჭავაძის პროგრესული ჯგუფის აქტიური წევრი, სახელმძღვანელოების ავტორი და ქართული სკოლის ერთ-ერთი გულწრფელი მოამაგე მიხეილ ზაალის ძე ყიფიანი დაიბადა 1833 წლის 12 აპრილს სოფელ ქვიშხეთში. პირველდაწყებითი სწავლა მიხეილ ყიფიანმა მიიღო გორის სამაზრო სასწავლებელში, რომელიც დაასრულა 1849 წელს, ხოლო შემდეგ სწავლა განაგრძო კავკასიის სამიჯნო სკოლაში და კარგად დაეუფლა ტოპოგრაფიას. ამიტომაც, როგორც ნიჭიერი და მომზადებული ახალგაზრდა, სამიჯნო დარგში სამუშაოდ მიიწვიეს.

იგი კავკასიის სამიჯნო სკოლაში პედაგოგიურ მუშაობასაც აწრმოებდა, ხოლო ამ სკოლასთან დაარსებული საკვირაო სასწავლებლის ქართველი მოსწავლეებისათვის, ვახტანგ თულაშვილთან ერთად, 1862 წელს შეადგინა არითმეტიკის სახელმძღვანელო.

მე-19 საუკუნის 60-იან წლებში, როდესაც საქართველოში ილა ჭავჭავაძის მეთაურობით ახალი, მოწინავე იდეებისა და საზოგადოებრივი მისწრაფებების ფართო გავრცელება დაიწყო, როდესაც ბრძოლამ ძველ კონსერვატულ და პროგრესულ შეხედულებებს შორის მწვავე ხასიათი მიიღო, მიხეილ ზაალის ძე ყიფიანი გვერდში ამოუდგა ილია ჭავჭავაძეს და „საქართველოს მოამბის” აქტიური თანამშრომელი გახდა. აღნიშნულ ჟურნალში მიხეილ ყიფიანი წერდა სპირიდონ ჩიტორელიძის ფსევდონიმით, ხოლო 1886 წლიდან ამავე ფსევდონიმით ათავსებდა წერილებს ილია ჭავჭავაძის „ივერიაში.

1871 წელს მიხეილ ყიფიანმა სამსახური დაიწყო თერგის ოლქში, სამიჯნო სამმართველოში. თავისი უანგარო შრომის მეოხებით მან ხალხის პატივისცემა დაიმსახურა და ამიტომაც მისმა გარდაცვალებამ 1891 წლის 2 მარტს გულწრფელი მწუხარება გამოიწვია არა მარტო ქართულ საზოგადოებაში, არამედ ჩრდილოეთ კავკასიის მცხოვრებთა შორისაც.

ოსმა პოეტმა კოსტა ხეთაგუროვმა მის ხსოვნას გულთბილი ლექსი უძღვნა:

Умер!.. О, это холодное слово
Скорбью звучит безпредельной для нас!
Умер... и ты, обездоленный снова
Плачешь и стонешь, родимый Кавказ!
. . . . . . . . . . . .
Много ль из было, способных народу
Также всецело отдаться, любя,
Также бороться за нашу свободу
Светоч познания в сакли внося?!..
Нет, их немного. И эту потерю
Наши потомки припомнят не раз...

ხოლო ილია ჭავჭავაძე მიხეილ ყიფიანის დამსახურებათა შორის აღნიშნავდა მის ზრუნვასქართულ სკოლებზე და წერდა: „სულ ორი დღის წინათ, მინამ სიკვდილი სამუდამოდ დაადუმებდა ამდაუდუმებელს, ქვეყნისათვის პატიოსან კაცს, იგი იწერებოდა ტფილისში: სტეფანწმინდაშიაცვახერხებთ სკოლის გამართვასაო, იქაურ ყმაწვილებისათვის თქვენ მიერ გამოგზავილი წიგნები მივიღეთდა დიდად გავახარეთ პატარა მოხევენიო. „დიდად გავახარეთ პატარა მოხევენიო”, – სიტყვა აქ იმაში კიარ არის, რომ პატარა მოხევენი გაახარა, იმაშია, რომ თვით გაჰხარებია ბავშვების სიხარული, იმიტომ,რომ ვისაც იგი მადლი ღვთისა არა აქვს, რომ სხვისი სიხარულით გაიხაროს, სხვის სიხარულს ვერცშეამჩნევს, ვერც აღბეჭდავს”.

ცხადია, საფუძვლიან ცოდნასთან ერთად მიხეილ ყიფიანს სწავლების შესანიშნავი მეთოდიცჰქონია, რის მეოხებითაც შეძლო მოსწავლისათვის შეეყვარებინა მთელი რიგი საგნები და მასში აღეძრა ამსაგნების შესწავლის დიდი ინტერესი.

მიხეილ ყიფიანზე, როგორც დახელოვნებულ და გულისხმიერ მასწავლებელზე, ჩვენ მოგვეპოვებანიკოლოზ დიმიტრის ძე ყიფიანის მეტად მნიშვნელოვანი მოგონება, რომელიც გამოქვეყნებული იყო1893 წლის „კვალის” მე-15 ნომერში. მართალია, ეს მოგონება უშუალოდ არ ეხება მიხეილ ყიფიანისმასწავლებლობას სკოლაში, მაგრამ ის დახასიათება, რომელსაც ავტორი აძლევს მას, საკმაო ნათლადგვიხატავს, თუ რამდენად დაუფლებული იყო იგი პედაგოგიურ ოსტატობას.

ნიკოლოზ ყიფიანს ბავშვობაში დაქირავებული ფრანგი მასწავლებლები ასწავლიდნენ, მაგრამ ამშრომას არავითარი დამაკმაყოფილებელი შედეგი არ მოჰყოლია (მოგონების ავტორი ამ მდგომარეობასთავის დაუდგრომელი ხასიათით და გადაჭარბებული ცელქობით ხსნის).

შეწუხებულ დიმიტრი ყიფიანს, ცნობილ ქართველ საზოგადო მოღვაწეს, დაუთხოვია”ფრანცუზები” და შვილის მასწავლებლად მოუწვევია მიხეილ ზაალის ძე ყიფიანი. „მიხაკო იქნებოდამაშინ ერთი ოციოდე წლის ყმაწვილი კაცი. ვითომ გუშინ იყო ეს ამბავი, ისე მახსოვს პირველიგაკვეთილი მიხაკო ყიფიანისა.

...დამიწყო პირველად ფიზიკური გეოგრაფიის სწავლება. მიჰყო ხელი ამბავსა, რა და რაპლანეტები უვლის გარს მზესა, თან მიამბობდა, თან მიხატავდა ქაღალდზე პლანეტების სავალს გზასა,თვით პლანეტებსა, მზის სისტემასა და სხვა.

თვალები გავაჭყიტე: იმისთანა გულისყურით ვუგდებდი ყურსა, რომ ვერ შევიტყე საათნახევარიროგორ გავიდა. რომ გაათავა, ადგა და მითხრა, დღეისთვის კმარაო. მე კალთაში მოვკიდე ხელი,მოიცადე, ჯერ არ წახვიდე, კიდევ მიამბე რამე, კიდევ მასწავლე-მეთქი. მასწავლიდა მთელი ერთი ან წელიწადნახევარი, სანამ თბილისში იდგა. რასაც გაკვეთილს მომცემდა მეორე დღისთვის სასწავლებლად, როგორ შეიძლებოდა რომ არ მესწავლა კარგად დასაფუძვლიანად: კარგად რომ არ ვისწავლო, მიხაკოს ეწყინებამეთქი ვფიქრობდი და რომ მიხაკოს არეწყინოს, უნდა ვეცადო, რაც ჯანი და ღონე მაქვს, კარგად ვისწავლო-მეთქი, ვამბობდი ჩემს გულში... და წარმოიდგინეთ,არითმეტიკა, რომელიც მანამდის ჭირივით მძულდა, შემიყვარდა მიხაკოსხელში; შემიყვარდ გეოგაფია, რომელიც მანამდის ყოველთვის მაძინებდა ხოლმე; შემიყვარდაყოველისფერი, რასაც მიხაკო მასწავლიდა”.

განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა მიხეილ ყიფიანი თვალსაჩინოების გამოყენებას სწავლებისპროცესში. მის მიერ შედგეილი გეომეტრიის სახელმძღვანელოს წინასიტყვაობაში ავტორი წერდა:”დიდად შემცოდველია ის, ვინც შეგირდს არ გაიყვანს მინდორში და იქ არ აჩვენებს გეომეტრიის ყოველასახსნელებსა და ნაკეთებსა! ზამთარში შეიძლება იგივე აჩვენოს ოთახში, იატაკზე, ფიცარზე ან სტოლზე,სადაც რამდენიმე ქინძისთავი და რამდენიმე არშინი ძაფი ძალიან ადვილდ დაიჭერენ ჯაჭვსა, თოკისა დაპალოების ალაგსა”. ქართველი მოზარდი თაობის სიყვარულით მიხეილ ყიფიანმა ხელი მოჰკიდა სახელმძღვანელოწიგნების შედგენა-გადმოკეთებას. ამ მხრივ აღსანიშნავია ფოგელის წიგნის მიხედვით შედგენილი მისიარითმეტიკის სახელმძღვანელო (ვახტანგ თულაშვილის თანაავტორობით), რომელიც 1862 წელსდაიბეჭდა. იგივე სახელმძღვანელო საფუძვლიანად გადამუშავებული და უკვე სავსებით ორიგინალურიგამოვიდა 1882 წელს. ფრიად საყურადღებოა აგრეთვე მიხეილ ყიფიანის გეომეტრიისსახელმძღვანელოები და სხვა. როგორც ზევით აღვნიშნეთ, მიხეილ ყიფიანი ილია ჭავჭავაძის „საქართველოს მოამბის” აქტიურითანამშრომელი იყო. აღნიშნული ჟურნალის დახურვის შემდეგაც იგი მხურვალე მონაწილეობას იღებდაქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 1864 წელს მას სხვებთან ერთად შეუდგენია ის ქართული შრიფტი, რომლითაც გაზეთი „დროება”იბეჭდებოდა და რომელსაც „ვენურ შრიფტს” უწოდებდნენ. 1871 წლიდან მიხეილ ყიფიანი სამსახურის გამო ჩრდილოეთ კავკასიაში მუდმივ საცხოვრებლადგადავიდა, მაგრამ ჩვენს საზოგადოებას კავშირი არ გაუწყვეტია დაილია ჭავჭავაძის„ივერიაში”წერილების გამოქვეყნებას, თუმცა იშვიათად, მაგრამ მაინც განაგრძობდა. მიხეილ ყიფიანი ყოველთვის დაინტერესებული იყო ჩვენი საზოგადოების საჭირბოროტო საკითხებით და შეძლებისდაგვარად მათ მოგვარებაშიც იღებდა გულწრფელ მონაწილეობას.