‍ეგნატე ხრამელაშვილი (1866-1912)

ავტორი: ვარლამ ქაჯაია
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული II, თბილისი, 1955

khramelashvili eg82ეგნატე მაკარის ძე ხრამელაშვილი დაიბადა 1866 წლის 27 იანვარს (ძვ. სტ.) გორის მაზრის სოფელ ეზატში. დაწყებითი განათლების მისაღებად მშობლებმა იგი ტბილისის ალექსანდრეს სახელობის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ საქალაქო სკოლაში მიაბარეს. 1883 წელს იგი შევიდა ამავე სამასწავლებლო ინსტიტუტში, რომლის კურსი დაამთავრა 1887 წელს. პედაგოგიური მუშაობაც იმავე წელს დაიწყო ილია წინამძღვრიშვილსი მიერ სოფელ წინამძღვრიანთკარში დაარსებულ სასოფლო-სამეურნეო სკოლაში, სადაც მოღვაწეობდა 1889 წლამდე. 1889 წელს იგი დაინიშნა თბილისში ავლაბრის საქალაქო სკოლის მასწავლებლად. ამ სკოლაში ეგნატე ხრამელაშვილი 1903 წლამდე ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას ერთ დროს იგი თბილისის რკინიგზის სკოლაშიც მუშაობდა მასწავლებლად.

1903 წელს ეგნატე ხრამელაშვილი უმაღლესი განათლების მისაღებად მოსკოვის უმაღლეს კომერციულ ინსტიტუტში შევიდა, რომლის კურსი დაამთავრა 1909 წელს და სამშობლოში დაბრუნდა სამოღვაწეოდ. 1909 წელს ეგნატე ხრამელაშვილი დაინიშნა თბილისის მეორე კომერციული სასწავლებლის მასწავლებლად, სადაც ფიზიკურად დაუძლურებამდე ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ მუშაობას.

ღვაწლმოსილი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე ეგნატე ხრამელაშვილი გარდაიცვალა 1912 წლის 17 აგვისტოს (ძვ. სტ.) და დასაფლავებულ იქნა ქართველ მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. დასაფლავებას დიდძალი საზოგადოება დაესწრო. გამოსათხოვარი სიტყვები წარმოთქვეს პეტრე მირიანაშვილმა, ი. მერკვილაძემ და სხვებმა, რომლებმაც დაწვრილებით დაახასიათეს ეგნატე ხრამელაშვილის ნაყოფიერი საზოგადოებრივ და პედაგოგიური მოღვაწეობა.

მაშინდელი ქართული გაზეთები ფართოდ გამოეხმაურნენ ეგნატე ხრამელაშვილის გარდაცვალებას. გაზეთმა „თემა” მას მიუძღვნა სარედაქციო სტატია სათაურით „ორი სიკვდილი”, რომელშიც დახასიათებულია იმავე დროს ქუთაისში გარდაცვლილი კონსტანტინე ბაქრაძისა და ეგნატე ხრამელაშვილის მრავალმხრივი მოღვაწეობა. გაზეთი წერს: „ეგნატე ხრამელაშვილს კარგად იცნობდა ჩვენი საზოგადოება. გაათავა თუ არა სამასწავლებლო ინსტიტუტი, იგი მაშინვე შეუდგა საზოგადო მოღვაწეობას. მან აირჩია წასულიყო სოფელში მასწავლებლად, რადგანაც განსაკუთრებით უყვარდა მუშახალხი, გლეხობა; აირჩია წინამძღვრიანთკარის სკოლა, სადაც ორი წელი მსახურობდა, შემდეგ მასწავლებლად იყო ავლაბრის საქალაქო სასწავლებელში 1903 წლამდის... მოწაფეებს მეტად უყვარდათ იგი სამართლიანი ხასიათის გამო. მაგრამ დაუვიწყარი ეგნატე მარტო ამ მხრით არ ასრულებდა პირნათლად თავის მოვალეობს საზოგადოების წინაშე. იგი იღებდა მონაწილეობას ყოველ ჩვენს ეროვნულ საზოგადო დაწესებულებაში. მს ნახავდით საბანკო კრებაზე მოლაპარაკეს, წერა-კითხვის, სამეურნეო, დრამატულ და მრავალ სხვა ძველს საზოგადოებაში. ყველგან საქმიანად, დარბაისულად და სამართლიანად მსჯელობდა. ყოველ მისი ნაბიჯის გადადგმაზე შეამჩნევდით მის პატიოსან ხასიათს და უზომო სიყვარლს თავის ქვეყნისადმი. იგი იყო აგრეთვე შემდგენელი სახელმძღვანელოებისა ქართულ ენაზე. მან შეადგინა რითმეტიკის ამოცანათა კრებლუი, არითმეტიკის სწავლების სახელმძღვანელო. შეადგინა აგრეთვე რუსულად კავკასიის გეოგრაფიის შემსწავლელი სახელმძღვანელო. უკანასკნელ დროსადგენდა ქართულად გეომეტრიის სახელმძღვანელოს. ყველა ეს წიგნი და მათი გამოცემის უფლება უანდერძა ჩვენს წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას. გარდაიცვალა 46 წლისა. მას კიდევ ბევრი სასარგებლო რამ შეეძლო გაეკეთებინა ჩვენი საზოგადოებისათვის. ამ ყოვლად ღირსეულ, ჩინებულ ადამიანს დიდხანს არ დაივიწყებს ჩვენი საზოგადოების შეგნებული ნაწილი”.

“სახალხო გაზეთმა”, რომელიც პირველად ეგნატე ხრამელაშვილისა და მისი მეუღლის დარიახრამელაშვილის მიერ იყო დაარსებული, გ. ახალციხელის მეტად შინაარსიანი და მრავალი ფაქტიური მასალის შემცველი წერილი უძღვნა ეგნატე ხრამელაშვილის გარდაცვალებას (“ეგნატე ხრამელაშვილი, ნეკროლოგის მაგიერი”). ამ წერილში ვკითხულობთ: „ვინ არ იცნობდა საბრალო ეგნატეს. წყნარი, მშვიდი, მორიდებული, პირნათელი, ფუტკარივით ნაყოფიერი საზოგადო მუშაკი, გამუდმებით თავი გვემული მხარის ხვედრზე ფიქრით მოცული... ვიდრე ბოლო დროს მძიმე ავადმყოფობა სარეცელს მიაკრავდა, განა კი იყო იმისთანა საზოგადო საქმე, რომ იმას თავისი წვლილი არ შეეტანა, თავი მადლიანი, გულზვიადი ხმა რომ არ მოეწვდინა? ვინც იმას ახლო იცნობდა, დაგვემოწმება, რომ იმას ძალიან ხშირად ავიწყდებოდა ოჯახიც, თავის თავზე მზრუნველობა და ასულდგმულებდა, აღფრთოვანებდა საზოგადოებისათვის შრომის ხალისი. ჩვენ არა ერთხელ მოწმე ვიყავით, როცა იმას მახლობელნი უსაყვედურებდნენ ხოლმე: „კაცო, ოჯახი თუ აღარ გახსოვს, ეს ერთი ლუკმა-პური თავის დროზე შეჭამე მაინცაო...” ყოვლად შეუძლებელი იყო ეგნატე სახლში გაგეჩერებინათ და ის არ დასწრებოდა, თუ რაიმე საოგადო კრება იყო და სწუხდა... თუ ერთსა და იმავე დროს რამდენიმე ადგილას იყო... დანიშნული კრება და ყოველგან არ უხდებოდა დასწრება. ბოლო ხანებში, როცა კითხვის ილაჯიც დაეკაგა, მახლობელთ მაინც უეჭველად ყოველდღე გადააკითხვინებდა ჟურნალ-გაზეთებს, მაშინ თითქოს სრულიად ავიწყდებოდა თავისი მძიმე ავადმყოფობა, გატაცებით ყურს უგდებდა, ღელავდა და შფოთავდა, როცა ისმენდა ჩვენი ქვეყნის სამწუხარო ამბებს”. სტატიის ავტორისათვის სიკვდილის წინ ხრამელაშვილს უთქვამს: „კაცო, როგორმე ხმა მიაწვდინეთ, რომ როგორც გოგებაშვილის სახელობაზედ დაარსებული ფონდი, აგრეთვე ხრამელაშვილის მიერ დატოვებული და სხვაც კიდევ უნდა შეერთდეს და უნდა დაარსდეს ერთი ქართული საოსტატო სემინარია. რადგან ჩვენ არა გვყავს ღირსეული სახლხო მასწავლებლები, ამიტომაც ღირსეულ სიმაღლეზე ვერა დგანან ჩვენი სახალხო სკოლები. მე ააზე პრესაში უკვე წამოვაყენე გეგმისებური მოსაზრება და, ცოტათი თუ მოვღონიერდი, ამ დიდმნიშვნელოვან საკითხს კიდევ უფრო ვრცლად შევეხები”. ბოლოს შემომჩივლა: „გუშინ ყველანი სახლიდან გაერიდნენ საქმეზედ ნახევარი საათით, მარტო დავრჩი, გადავწყვდი გაზეთს და დავიწყე ხაანაშვილის გარდაცვალებაზედ წერილის კითხვა. მე და ის მეგობრები ვიყავით და ერთსა და იმავე წელს დაბადებულნიც. წერილის კითხვა ვერ გავათავე, ამივარდა ტირილი და რაც ჩემ დღეში არ განმიცდია, გალუცინაციაც დამემართა: აშკარად მესმოდა, რომ ხახანაშვილი მეძახდაო...”

როგორც განსვენებული ხახანაშვილი, ეგნატეც თითქოს გრძნობდა, რომ ხანგრლივი სიცოცხლე არ ეწერა და გამუდმებულ შრომაში იყო გაბმული. რაც კი მასწავლებლობიდან თავისუფალი დრო რჩებოდა და, თუ კრებაში არსად იღებდა მონაწილეობას, ერთთავად მიჯდებოდა მაგიდას და ან თავის სახელმძღვანელოებს, ან რაიმე ახალ შრომას იწყებდა.

ეგნატე ხრამელაშვილმავე პირველად გამოსცა ჩვენი „სახალხო გაზეთი” და მიზნად ჰქონდა, რომ იგი როგორც შინაარსით, აგრეთვე ფასითაც (უწინ 2 კაპიკი ღირდა ნომერი) ხელმისაწვდომი ყოფილიო მდაბიო, ხელმოკლე მკითხველისათვის, მაგრამ უსახსრობის გამო, ცოტა ხნის შემდეგ იძულებული იყო გაზეთი გადაეცა, თუმცა მუდამ ოცნებობდა, რომ ახლო მომავალში იაფფასიან გაზეთს ისევ ააღორძინებდა”,

ეგნატე ხრამელაშვილი სისტემატურად თანამშრომლობდა იმ დროინდელ ქართულ პრესაში, განსაკუთრებით გაზეთებში „ცნობის ფურცელი”, „სახალხო გაზეთი” და ჟურნალში „განათლება”. თავის ნაშრომებში ეგნატე ხრამელაშვილი ეხებოდა მაშინდელი საზოგადოებრივი ცხოვრების მრავალ საჭირბოროტო საკითხს: სახალხო განათლების მდგომარეობას, განსაკუთრებით სოფლად, ქართული წიგნის გამოცემასა და გავრცელებას, სოფლის მეურნეობის ამხანაგობის დაარსებას, ბანკისა და კოოპერაციის საკითხს.

განსაკუთრებით დიდი დამსახურება მიუძღვის ეგნატე ხრამელაშვილს ქართველი საზოგადოების წინაშე მის მიერ შედგენილი სახელმძღვანელოებით: „არითმეტიკულ ამოცანათა და რიცხვთა მაგალითების კრებული (მოქმედებათა შესწავლის მეთოდებით)”, რომლის პირველი ნაწილი გამოქვეყნდა 1906 წელს, ხოლო მეორე ნაწილი – 1907 წელს. ეს კრებულები სისტემატურად იბეჭდებოდა და გამოყენებული იყო საქართველოს სკოლებში. ამ კრებულების მეექვსე გამოცემა გამოვიდა 1915 წელს. ეგნატე ხრამელაშვილის „არითმეტიკულ ამოცანათა კრებულების” ორივე ნაწილი 1912 წლიდან მოწონებული და ნებადართული იყო კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველისაგან ქართულ სკოლებში სახმარებლად. ეგნატე ხრამელაშვილის მიერ შედგენილ იქნა „არითმეტიკის სახელმძღვანელო (ამოცანებითა და რიცხვითი მაგალითებით)”, რომელიც პიველად გამოიცა 1909 წელს, ხოლო მეორედ – 1919 წელს. ამ სახელმძღვანელოების უკანასკნელი გამოცემები (1912 წლიდან) ეკუთვნოდა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას”.

ეგნატე ხრამელაშვილის არითმეტიკის სახელმძღვანელოები შედარებით ორიგინალურად იყო შედგენილი და რამდენადმე აადვილებდა ამ საგნის სწავლებას ქართულ პირველდაწყებით სკოლებში.

“არითმეტიკულ ამოცანათა და რიცხვითი მაგალითების კრებულის” წინასიტყვაობაში ეგნატე ხრამელაშვილი შემდეგს აღნიშნავდა: „პირველდაწყებითი არითმეტიკის სწავლებაში ცნობილია: 1. რიცხვთა შესწავლისა და 2. მოქმედებათა შესწავლის მეთოდი. ეს ორი უმთავრესი მეთოდი ერთმანეთისაგან პრინციპულად განსხვავდება.

პირველი მეთოდის მიმდევარნი (გრუბე, ევტუშევსკი, პაულსონი და სხვ.) საჭიროდ თვლიან 4-დან 100-მდე ზედმიყოლებით ყველა რიცხვის შესწავლას. თანაც განსაკუთრებით ყურადღებას აქცევენ რიცხვთა თვისებას, წარმოებასა და სემადგენელ ნაწილებთან ერთგვარ კომბინაციას.

მეორე მეთოდის მიმდევართ (გოლდენბერგს, შოხორ-ტროცკის, ჟიტკოვს) ამგვარი ვარჯიშობა 10-ის ზევით უსარგებლოდ მიაჩნიათ და სწავლების ცენტრი მოქმედებათა შესწავლაზე გადააქვთ. პირველი ათელუის ყოველმხრივ საფუძვლიანად შესწავლის შემდეგ ისინი ჯერ სრულ ათეულზე გადადიან, მერე ასეულის ყოველგვარ რიცხვებზე. სრულ ათებულებს იმავე მნიშვნელობით და წესით ასწავლიან, როგორითაც პირველ ათეულის ცალკე ერთეულებს.

მოქმედებათა შესწავლის მეთოდი უფრო რაციონალუად მიგვაჩნია და ამიტომ ჩვენს კრებულში ხსენებული მეთოდი შევიტანეტ, ხოლო შემდეგის განსხვავებით.

ქართულ ენაში ზეპირ მრიცხველობა განსხვადვება წერითი მრიცხველობისაგან. სხვა ენებში წერენ და ზეპირად მრიცხველობენ ათეულ ერთეულებით. ჩვენ ზეპირს – ვმრიცხველობთ ოცეულ ერთეულებით, ვწერთ კი – ათეულ ერთეულებით. მაგალითად, ვამბობთ „ორმოცდა ხუთი, სამოცდა-თხუთმეტი”, ვწერთ 45 (ოთხ-ათ ხუთი), 75 (შვიდ-ათ ხუთი).

ამ მაგალითებიდან ჩანს, რიცხვთა ერა-გამოთქმისათვის ერთსა და იმავე დროს საჭიროა ანალიზი და სინთეზი: ანალიზი – როცა გვსურს ოცეულ ერთებულებით გამოთქმული რიცხვი ათეულებად დავშალოთ და ისე დავწეროთ, სინთეზი – როცა გვსურს ათეულ-ერთებულებით დაწერილი რიცხვი ოცებულებად გადავაქციოთ და ისე გამოვთქვათ. ასეთი განსაკუთრებითი თვისება ქართული ენისა ცოტად თუ ბევრად აბრკოლებს საქმეს. დაბრკოლების დასაძლევად საჭიროდ დავისახეთ წიგნის მასალა დაგვენაწილებინა ასეთის სინამდვილობით:

შესწავლა: I. პირველი ათეულისა, II. პირველ ოცელუისა ათეულის საფუძველზე, III. სრულ ოცეულ ათეულებისა, IV. ყოველგვარ რიცხვებისა 100-ის საზღვრებში.

ეს, პირველ შეხედულებით, ორიგინალური დანაწილება სასწავლო მასალისა გამოწვეულია, გარდა ზევით მოხსენებული მიზეზისა, იმ მოსაზრებითაც, რომ ნორჩ მოსწავვლეთა გონებისათვის სამძიმოდ მიგვაჩნია ერთეულებიდან უცებ ასეულზე გადასვლა. ვფიქრობთ, ოცის შესწავლა შუა საფეხურად დაედება ერთეულ-ასეულის კიბეს.

...”კრებულში” ოთხი მოქმედება ისწავლება არა ცალ-ცალკე, როგორც საზოგადოდ მიღებულია არსებულ არითმეტიკის კრებულებში, არამედ ორ ჯგუფად: პირველს შეადგენს შეკრება-გამოკლება, მეორეს გამრავლება-გაყოფა. გამოკლება და გაყოფა შეკრებისა და გამრავლების წინააღმდეგ მოქმედებებად იწოდება. შეკრებაში მოცემულია შესაკრები რიცხვები, საძიებარია ჯამი; გამოკლებაში მოცემულია ჯამი, სამცირად წოდებული და ეთი შესაკრები მამცირად წოდებული, საძიებარია მეორე შესაკრები ან ნაშთი. აგრეთვე გამრავლებაში რაც საძებარია – ნააწრმოები, ის გაყოფაში მოცემულია – გასაყოფი, წინააღმდეგი მოქმედებანი, ერთად შესწავლილი, ურთიერთ განმარტავენ, ურთიერთ შეავსებენ... პირადად ჩვენ უფრო სასარგებლოდ და რაციონალურად მიგვაჩნია ოთხი მოქმედების წყვილ-წყვილად შესწავლა, ვიდრე თვითეულისა ცალ—ცალკე, გარნა ეს ჩვენი მოსარება მეთოდიკის უკანასკნელ სიტყვად როდი მიგვაჩნია: მასწავლებლის შეხედულობასა ა მის გამოცდილებაზე უნდა იყოს დამოკიდებული მოქმედებათა ამა თუ იმ წესის შეტანა სწავლებაში.

შესწავლა პირველი ათეულის ერთეულებისა და პირველი ასეულის სრულ ოცეულ-ათეულებისა თვალსაჩინოდ უნდა სწარმოებდეს კონკრეტულ საგნებზე, მაგალითად, კენჭებზე, ჩხირებზე, ღილებზე და სხვ. დიდ დახმარებას გაუწევს ეგრეთ წოდებული არითმეტიკული ყუთი და მეტადრე შვედური საანგარიშო შჩოტი. უკანასკნელი სასწავლო იარაღი ქართულ სკლისათვის უნდა გადაკეთდეს ზოგიერთის ცვლილებით: პირველ მავთულზე უნდა აისხას ათი რგოლი, მეორეზე ამ ათის ტოლი ცილინდრი და შემდეგ ხუთ მავთულზე ოცის ტოლი ცილინდრები, ხაზით შუა დაყოფილი”.

მიუხედავად ამ განმარტებითი ბარათისა, ამ სახელმძღვანელოებით არითმეტიკის სწავლებას ქართულ დაწყებით სკოლებში მაინც მოჰყვა ზოგი გაურკვევლობა და გამოაშკარავდა მისი როგორც ღირსება, ისე ნაკლოვანებანიც, რაც ჩანს რეცენზიებიდან.

ეგნატე ხრამელაშვილის „არითმეტიკულ ამოცანათა და რიცხვითი მაგალითების კრებული” პირველი ნაწილი საფუძვლიანად გაარჩია გამოჩენილმა ქართველმა პედაგოგმა ლუარსაბ ბოცვაძემ (ფსევდონიმით ლასბანი) ჟურნალ „განათლებაში” 1908 წელს. ლუარსაბ ბოცვაძე მიუთითებს როგორც დადებით მხარეებზე, ასევე ზოგიერთ შეცდომებსა და სადავო საკითხებზე. იგი აღნიშნავს, რომ „ამ საგნის შესახებ ჩვენს მწერლობაში ჯერ აზრი არავის გამოუთქვამს, თუმცაღა საგანი, რომელსაც ხსენებული წიგნი იპყრობს, ყველა სკოლებისათვის საყურადღებოა და იმის სწავლებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბავშვების გონების განვითარების საქმეში”. ლურასაბ ბოცვაძის აზრით, ეგნატე ხრამელაშვილის ამ წიგნის უმთავრეს ნაკლოვანებას შეადგენს შემდეგი: „ბ-ნი ხრამელაშვილი ჩვენი აზრით, თავდაპირველად იძლევა მცირე რიცხვს თვალსაჩინო და ყოველმხრით ზეპირ ვარჯიშობის საგანზე, ძლიერ ადრე გადადის რიცხვით მაგალითებზე და საზოგადოდ ციფრებზე. სრულიად მეტ ბარგად მიგვაჩნია კრებულში ის მასალები, რომელთაც სათაურად უზის: „დაიხსოვნეთ” მომეტებულად რომელნიც ითხოვენ რიცხვის შედგენილობას. წიგნი მოწაფეებს პირდაპირ ეუბნება რიცხვების შედგენილობას და მოწაფეებს ავალებს ამ შედგენილობათა დახსოვნებას, მაშინ როდესაც საკმაო თვალსაჩინო სავარჯიშოებით მოწაფეები ისედაც აღიბეჭდავენ გონებაში ამა თუ იმ რიცხვის შემადგენელ ნაწილებს და თავს დააღწევენ იმ მომაბეზრებელ სვარჯიშოებს, რომელსაც სამართლიანად უწუნებნ ევტუშევსკის. როდესაც ცივრების წერასა და წაკითხვას ასწავლიან მოწაფეებს, თავდაპირველად უსათუოდ უნდა იხმარონ ისეთი ხერხი, რომელიც თვალსაჩინოდ წარმოუდგენს მოწაფეებს, რომ ციფრი არის ნიშანი მიღებული საგნების რაოდენობის აღსანიშნავად. ამ აზრს დღეს საკმაოდ ახორციელებენ ელემენტარული არითმეტიკის სახელმძღვანელოს შემდგენლები, მომეტებულად მოწინავე განათლებულს ქვეყნებში, სადაც დასაწყისი არითმეტიკის სწავლების დროს აუცილებლად თვალსაჩინოებას საკმაო ადგილი აქვს დათმობილი თვით სახელმძღვანელო წიგნებშიაც; ...ბ-ნი ხრამელაშვილის კრებული კი მოკლებულია ამას.

საზოგადო რიცხვი ამოცანებისა ხრამელაშვილის კრებულში შეგვიძლია საკმარისად ჩავთვალოთ, მხოლოდ რაც შეეხება ამოცანებში რიცხვების შეფარდებას მეტ-ნაკლებობის მიხედვით, უნდა შევნიშნოთ, რომ ამ სავარჯიშოს კრებულში ჯეროვანი ყურადღება არ აქვს მიქცეული. იწყება ძლიერ ადრე, თითქმის პირველი გაკვეთილებიდანვე, მაგრამ ბოლომდე ისეა გატარებული, რომ ამ შეფარდებას რიცხვებისას მოწაფეები ძნელად თუ შეიგნებენ საფუძვლიანად. რიცხვების შედარება ერთი საძნელო სავარჯიშოთაგანია პატარა ბავშვებისათვის, ამიტომ ელემენტარული არითმეტიკის საუკეთესო სახელმძღვანელოებში ამისათვის ცალკე სავარჯიშოებია გამოყოფილი და ამას გარდა, ცდილობენ მოწაფე თავიდანვე მიაჩვიონ არითმეტიკული აზროვნების შეგნებას და გამოთქმას, რაც კი იხმარება ყოველ მოქმედებაში. ყურადღების ღირსია აგრეთვე სავარჯიშოები სწრაფი ანგარიშის შესახებ, რომელნიც ხრამელაშვილის კრებულში სრულიად არ ჩანან... ცნობილია, რომ ჩვენი სიტყვიერი მრიცხველობა ოცეულ ერთეულობაზეა დამყარებული, ბ-ნი ხრამელაშვილი ცდილობს ეს სიტყვიერი მრიცხველობა ათეულ მრიცხველობაზე ჩამოიყვანოს და წესით, მრიცხველობას შეუფარდოს. ეს მოსაზრება, რასაკვირველია, კეთილი და პატიოსანია. მაგრამ, ჩვენ გვგონია, რომ ამ მიზანს კრებულის ავტორი უფრო ადვილად მიაღწევდა მაშინ, როდესაც პირველი ათეულის საფუველზედ შესწავლის შემდეგ მოწაფეებისთვსი მეიწოდებინა სავარჯიშოები პირდაპირ ათეულებზე. ამ სავარჯიშოებით, უეჭველია, პატარა მოწაფეები უფრო ცადად წარმიდგინენ ათეულების მნიშვნელობას მრიცხველების დროს.

ბ-ნი ხრამელაშვილი თავის კრებულში ყურადღებას აქცევს ტიპიურ ამოცანებს და ითხოვს მოწაფეებისგან მსგავსი ამოცანების მოგონებას. ერთსაც და მეორესაც საფუძველი აქვს – თუ მოწაფემ სავსებით შეიგნო რომელიმე ტიპიური ამოცანა – იმის მსგავსი ამოცანის მოგონებაც არ გაუძნელდება და ეს მოგონებაც სრულს საფუძველს გვაძლევს შევიტყოთ, თუ რამდენად საფუძვლიანად შეუგვნია მოწაფეს ტიპიური ამოცანა. მაგრამ სამე იმაშია, რომ ბ-ნ ხრამელაშვილს ეს ტიპიური ამოცანები არა აქვს ცალკე გამოყოფილი, ისინი არეულია თითო-ოროლა სხვა ამოცანათა შორის. მართალია, ბოლოში ცდილობს ტიპიური ამოცანების გამოყოფას, მაგრამ ააც არ არის დაცული თანდათანობა და ადვილიდან ძნელზე გადასვლის წესი... ბნი ხრამელაშვილის „კრებულში” მოყვანილი ნაწევრები მოკლებულია იმ ცოცხალ თვალსაჩინოებას, რომელიც შეადგენს სულსა დაგულს ყველა საგნის სწავლებისას. ხაზების საშუალებით ნაწევრების შესწავლა დახავსებული მეთოდია და იგი ვერც გაუწევს საგნის შეგნებით შესწავლას სასურველს სამსახურს” და სხვ. ლუარსაბ ბოცვაძე ეგნატე ხრამელაშვილის დასახელებულ სახელმძღვანელოს აძლევს შემდეგ საბოლოო შეფასებას: „მიუხედავად ზემოთ მოყვანილი ნაკლოვანებებისა, ბ-ნ ხრამელაშვილის „კრებულს” ზოგი ღირსებაც აქვს. მაგალითად,&ნბსპ; მოქმედებათა შესწავლა, საკმარისი სავარჯიშოები, რიცხვითი მაგალითები და წესი მათი გამოანგარიშებისა, შედარებითი შესწავლა მოქმედებათა, ზომებისა და საწყაოებისა. ზოგიერ თამოცანებს, აღებულს ხალხის ცხოვრებიდან, პრაქტიკული ხასიათიცა აქვს, ქართულ ენაზე არსებულ სახელმძღვანელოებთან და ბევრს ამგვარ რუსულ სახელმძღვანელოებთან შედარებითაც ბ-ნ ხრამელაშვილის „კრებული” უკეთესია, კარგი გამოცემაა და ფასიც (20 კაპიკი) ძვირი არ არის”.

ეგნატე ხრამელაშვილმა თავის სახელმძღვანელოს შემდეგ გამოცემაში გაითვალისწინა ლუარსაბ ბოცვაძის ზოგი შენიშვნა, მაგრამ სახელმძღვანელოს არსებითი გარდაქმნა-გადამუშავება მაინც ვერ მოახეხა. ამის გამო კრიტიკული შენიშვნები მიი სახელმძღვანელოების შესახებ შემდეგშიც იბეჭდებოდა პრესაში. ამ მხრივ, ყველაზე უფრო საყურადღებოა დ. ქადაგიძის რეცენზია. ამ რეცენზიას ეგნატე ხრამელაშვილმა უპასუხა იმავე ჟურნალში წერილით „პასუხად დ. ქადაგიძეს”. რეცენზენტმა ავტორს ვრცელი წერილით უპასუხა „ე. ხრამელაშვილის პასუხის პასუხად”. ამ წერილებში დაწვრილებით აღნიშნული იყო ეგნატე ხრამელაშვილის სახელმძღვანელოების ღირსება-ნაკლოვანებანი, თუმცა რეცენზენტ დ. ქადაგიძეს ზოგჯერ აშკარა გააჭარბება ეტყობოდა. ამიტომ სრულიად სამართლიანად აღნიშნავდა დიდი ქართველი პედაგოგი იაკობ გოგებაშვილი წერილში „არხეინად ბრძანდებოდეთ”, რომ ეგნატე ხრამელაშვილის არითმეტიკის სახელმძღვანელოები ძირითადად მაინც ამართლებდნენ თავის დანიშნულებასო: „არითმეტიკაცა შეგვიდგინა თუნდა ექვსმა ავტორმა, რომელთა შორის ბ-ნი ხრამელაშვილის ნაშრომი, ორ წიგნად გამოსული უკანასკნელ წლებში, პირნათლად გამოვიდა თვით სასტიკი კრიტიკის წინაშე”.